14 September 2015
  • 2164 ნახვა

თუშეთი - ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

თუშეთი საქართველოს გამორჩეულად საინტერესო კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ადმინისტრაციული ცენტრი ომალოა. თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი და ის ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტითაა შესაძლებელი, სამაგიეროდ სტუმრებს თვალწინ ულამაზესი ხედები ეშლება.
თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებული მწვერვალებით. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.
 
დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო და დიკლო. ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.
თუშეთი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. ივლის-აგვისტოში აქ ტემპერატურა 14-15 გრადუსია. თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.
თუშეთი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, მთა, ბუნება, ტრადიციები და ამ ყველაფრით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
თუშეთის ტურები იხილეთ ბმულზე
მსგავსი
21 August 2017

ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმც...

28 July 2017

ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა.. მე...

21 March 2016

Ninoskhevi Waterfall - Lagodekhi Protected Areas

Lagodekhi Protected Areas - one of the world’s best-preserved, primitive area with diversity of natural landscapes – is located in...

21 February 2016

Dartlo Village, Tusheti

One of the most ecologically unspoiled regions in the Caucasus, Tusheti is a popular mountain-trekking venue. Unique, mysterious, ...

22 January 2016

Shatili – Medieval Fortress Village in Georgia

Shatili  is a historic highland village in Georgia. Located in the deep Arghuni gorge at approximate 1,400 meters, the village is ...

18 October 2015

ზღაპრული გუდამაყარის ხევი

გუდამაყარი  მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში.  მას ცალი მხრიდან ესაზღვრება მთიულეთი, მეორე მხრიდან კი  ხევსურეთი და ფ...

22 October 2015

თუშეთი ჩაბუდებული ბუნების სული

თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იქ, ზამთარში  თოვლი  5–6 თვის განავლობაში არ დნება. ხოლო ზაფხულში ტემპერატურა  14-15 გრადუსია...

02 October 2015

თქმულებები ხვამლის მთაზე

ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია  შერეული ტყით....

30 September 2015

აჭარის სამთო კურორტი გომარდული

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდული  მდინარეების აჭარისწყლისა და ვანისწყლის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, შუახევის მახლობლ...

14 September 2015

თუშეთი - ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

თუშეთი საქართველოს გამორჩეულად საინტერესო კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან...