25 February 2018
  • 1047 ნახვა

ტიმოთისუბანი - მთა გვირგვინა

წლის ყველა სეზონი გამორჩეულად მიყვარს. თითქოს თითოეული მათგანი სუპერგმირია განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და ისტორიით. თითოეული მათგანი რაღაც ახალს გაჩვენებს. უფროსწორად, რაღაც ახლის დანახვის შესაძლებლობას გაძლევს. 

გაზაფხული ჩემთვის  თოვლიანი მთის, სურნელოვანი მინდვრებისა და მზის სეზონია. სეზონი, როდესაც ერთდროულად შეიძლება გადააწყდე ყვავილებს მინდორში, სოკოს ტყეში და თოვლს მთაში.  თითქოს დროში შეგიძლია მოგზაურობა.

სწორედ ამიტომ გაზაფხულია ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ ალბათ ტყესა და „პატარა“ სიმაღლის მთებში.  ბორჯომ-ხარაგაული კი ჩემი ფავორიტი განსაკუთრებით  წლის ამ პერიოდშია.

მთა გვირგვინაც ბორჯომ-ხარაგაულის ერთი „შუა“ სიმაღლის მთაა. კერძოდ 2252 მეტრის. გვირგვინას კალთებზე მუქწიწვოვანი ტყეებია, მწვერვალზე  კი ალპური  მდელოები.

მთა გვირგვინაუშუალოდ  გასვლა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ  გაზაფხულის ერთ დღეს გაჩუქებთ, რომელიც მუდმივ დროის კონტროლზე გადართულ  გონებას განტვირთავს  სხეულს კი საუკეთესოდ   წაავარჯიშებს.      ბორჯომ-ხარაგაულის პარკი, მთა გვირგვინამოკლედ, მარშუტი ტიმოთისუბნიდან იწყება. ეს სოფელი ბორჯომიდან 15-იოდე  კმ-ში მდებარეობს, თავად ტიმოთისუბანიც ცალკე სანახავი ადგილია, ვინაიდან ნამდვილად აღტაცებაში მოგიყვანთ მდინარე გუჯარეთისწყლის პირას კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულები. სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას რისთვის გამოიყენებოდა ეს მართლაც რომ საოცარად მიუდგომელი საოცრება. ორი ვარიანტია: პირველი „ რელიგიური პირების განმარტოებისთვის“ და მეორე მოსახლეობის თავშესაფრად ომიანობისას. მოკლედ ეს ისაა აუცილებლად სანახავის სიაში რომ უნდა შეიტანოთ. ისევე, როგორც ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XII-XIII საუკუნეში აუგიათ.

მოკლედ, არა მარტო „გაზმორებისთვისაა“ ეს ადგილი განსაკუთრებული, არამედ კულტურული ტურებისთვისაც.

ახლა კი ცოტახნით მოგვიწევს გონება ხელთქმნილ მშვენიერებებს მოვწყვიტოთ და ისევ მარშუტს დავუბრუნდეთ. ტიმოთისუბნიდან კილომეტრში გვირგვინასკენ სატყეო გზა მიდის. გზას კოტეჯებამდე მივყავართ, რომლებიც გვიან გაზაფხულამდეა მიტოვებული. უნდა ითქვას, რომ მთელი გზა, ფაქტიურად, სიმაღლის კრეფაა, საოცარ ნაძვნარში, შემდეგ კი ამავე სიმაღლის დაკარგვა. თუმცა გვირგვინას წვერიდან  ისეთი ხედები იშლება რომ ნამდვილად ღირს ასკილის ჭამით, თოვლის ტკეპნა.  გზად ციხის ნანგრევები გვხვდება, კიდევ ერთი თამარის ციხე შეგიძლიათ შეიტანოთ სიაში.

მთა გვირგვინარაც შეეხება ხედს. წვერიდან მეორე მთა გვირგვინა ჩანს, რომელზე ასასვლელიც ატენის ხეობიდანაა. და რომელზეც ჩემს წინა პოსტებში მოგიყევით,.  

მთა გვირგვინა

ჩანს ბაკურიანიც, და თუ ამინდში გაგიმართლათ მთლიანი კავკასიონი. მოკლედ, არ ინანებთ.მთა გვირგვინა

მარშუტი საშუალო სირთულისაა, უფროსწორად, ერთადერთ სირთულეს აქ ვისთვის --„აღმართი“ და ვისთვის „დაღმართი“ წარმოადგენს. მთლიანად 7-8 კმ-ს არ ცდება. სრულებით მოსწრებადია ერთ დღეში.

მთა გვირგვინა, ბორჯომ-ხარაგაულისაუკეთესო სეზონი სულ მალე დადგება აქ წასასვლელად. კერძოდ აპრილს გირჩევდით. აპრილში ქვემოთ ყველაფერი გამოცოცხლებულია, მთის წვერზე კი ჯერ კიდევ არის მუხლამდე თოვლი შერჩენილი. ხედებიც განსაკუთრებულად მშვენიერია და ამინდებიც...

 მოკლედ, იმედი მაქვს ვინმეს მაინც გიბიძგებთ ამ ხედების ფონზე ღრმად ჩასუნთვისკენ.

წარმატებები მეგობრებო.


მსგავსი
07 May 2018

რკონი - მთა ზირთა

ამ ზამთარს რკონში ყოფნისას (იხ. წინა პოს...

21 December 2017

ატენის ხეობა - ზამთრის სასწაული

ეს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა ს.ო "აისმა" დაგეგმა. აისი  მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის შესახ...

21 August 2017

ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმც...

28 July 2017

ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა.. მე...

21 March 2016

Ninoskhevi Waterfall - Lagodekhi Protected Areas

Lagodekhi Protected Areas - one of the world’s best-preserved, primitive area with diversity of natural landscapes – is located in...

21 February 2016

Dartlo Village, Tusheti

One of the most ecologically unspoiled regions in the Caucasus, Tusheti is a popular mountain-trekking venue. Unique, mysterious, ...

22 January 2016

Shatili – Medieval Fortress Village in Georgia

Shatili  is a historic highland village in Georgia. Located in the deep Arghuni gorge at approximate 1,400 meters, the village is ...

18 October 2015

ზღაპრული გუდამაყარის ხევი

გუდამაყარი  მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში.  მას ცალი მხრიდან ესაზღვრება მთიულეთი, მეორე მხრიდან კი  ხევსურეთი და ფ...

22 October 2015

თუშეთი ჩაბუდებული ბუნების სული

თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იქ, ზამთარში  თოვლი  5–6 თვის განავლობაში არ დნება. ხოლო ზაფხულში ტემპერატურა  14-15 გრადუსია...

02 October 2015

თქმულებები ხვამლის მთაზე

ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია  შერეული ტყით....