წაღვერი - კურორტის ახალი სიცოცხლე

წაღვერის ბალნეოლოგიური კურორტი ერთ დროს საკმაოდ ცნობილი და პოპულარული იყო. მე-19  საუკუნის ბოლოდან მოყოლებული წაღვერი უკვე იყო   ინტელიგენციის საყვარელი დასასვენებელი ადგილი. აქ ჰქონდათ აგარაკები მარიჯანს,  ზაქარია ფალიაშვილს, იოსებ გრიშაშვილს, (წაღვერშია დაწერილი ოპერა „დაისი")  მიტროფანე ლაღიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილს  და  სხვებს.
ეიფელის ხიდი და ცნობილი "კუკუშკა"
26_big კურორტის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ გარემოს ქმნის წიწვოვანი ტყეები, მთის ჰავა და მინერალური წყლები. წაღვერის ჰავა და მინერალური წყლები არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. კურორტზე ყველაზე ქტიური სეზონია ფიჭვის გირჩის ყვავილობისას, გირჩის მტვერს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს  და მას აგროვებენ კიდეც, რათა შემდგომ სამკურნალო მიზნით მიიღონ (თაფლთან ერთად). 12113303_909811922400138_1781553962744772225_o ბოლო პერიოდში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბამ, შეიძლება ითქვას, ახალი სიცოცხლე შეიძენა. დამსვენებლებს ადგილობრივები კეთილმოწყობილ საოჯახო სასტუმროებს და საკუთარი ხელით მოყვანილ ბიო პროდუქტებს სთავაზობენ. წაღვერში აქტიურად დაიწყო მუშაობა აგრო-ტურიზმის განვითარების კუთხითაც. აქაურები ფიჭვის ჩაისთან და გირჩის მურაბასთან ერთად, საკუთარ მეურნეობაში მოყვანილ ჟოლოს, პამიდორს, გოგრას  და სხვა პროდუქტებსაც შემოგთავაზებენ. დამსვენებლებისა და ტურისტებისთვის სხვადასხვა სირთულის სალაშქრო ბილიკებიც მოინიშნა. მსურველებს შეუძლიათ დალაშქრონ უზნარიანის ციხე (მარშრუტი 3.5 კმ), ეიფელის ხიდი და დაბის წმინდა გიორგის ეკლესია (მარშრუტი 10 კმ), მთა  გვირგვინა (მარშრუტი 22 კმ), მთა ტორტიზა (მარშრუტი 12.5 კმ) და ა.შ. ხეტიალის მსურველებს სალაშქრო ბილიკების შესახებ ინფორმაციის მიღება წაღვერის ტურისტულ ცენტრში შეუძლიათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია დაბის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც 1333 წელსაა აშენებული გიორგი ბრწყინვალის მოლარეთუხუცესის მიერ.  ულამაზეს ტყეში მდებარე ეკლესია კლდეში გამოჭრილ "თაროზე" დგას. წაღვერში დასვენებისას ეს ეკლესია აუცილებლად უნდა ნახოთ და მის ეზოში ცივი წყაროს წყალიც უნდა დააგემოვნოთ. dabis eklesia 2dabis eklesia    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %