15 May 2017
  • 14196 ნახვა

ცხრაჯვარი - უფრო მეტი სიახლოვე ბუნებასთან

თუ ვინმე მკითხავს რომელია თქვენი საყვარელი ადგილიო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ ეს ცხრაჯვარია. ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ მდებარეობით ის ტყიბულის თავზეა და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს, ხოლო ჰორიზონტზე სხვა დასახლებულ პუნქტებს, ნაქერალას უღელტეხილზე. ეს არის ადგილი, სადაც ადიხარ 1400 მეტრზე და შეგიძლია დაინახო შავი ზღვა. ამ დროს ხვდები, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს აღმოსჩენი და ჩვენი პატარა საქართველო კიდევ უფრო მეტ უცნობ სანახაობას იტევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა და გაყვანილი გზა, მაგრამ ბუნებასთან საოცარი სიახლოვე, ცასთან ხელით შეხების შესაძლებლობა და უსუფთავესი ჰაერის შეგრძნება ყველაფერს ანაცვლებს.  ცამდე აზიდული მთები, ფოთლების უჩვეულო შრიალი და სიმშვიდე, აი რას შეუძლია თქვენი ფიქრების გაფანტვა და წამით დავიწყება იმის თუ ვინ ხარ შენ და საიდან მოდიხარ.

 დღესდღეობით, საქართველოში ცხრაჯვარი ცნობილი ტურისტული ლოკაცია არ არის, მაგრამ ყველაფერი წინაა, ეს არის ადგილი, რომელიც უხმობს თავისუფლების, დალაშქვრის და სიმშვიდის მოყვარულებს. ძალიან კარგი ადგილია კარვების დასადგემლად და კოცონთან მშვენიერი საღამოს გასატარებლად. ჩემი სულ რაღაც 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ვარ ყველა სეზონზე ნამყოფი, ნებისმიერი დრო და ამინდი ქმნის თავის უნიკალურ  და განსაკუთრებულ გარემოს. დათოვლილი, შეყვითლებული და გამწვანებული ტყის ნაირსახეობის ნახვა შესაძლებელია აქ. ცხრაჯვარი - ადგილი, სადაც ხდები ბუნების შვილი, ენდობი მას და მფარველობას თხოვ. მასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში შედიხარ და ივიწყებ ყოველდღიურობას, გრძნობ მის სიახლოვს და მასშტაბებს, როგორ გიყურებს და ესმის შენი, როგორ განიცდის შენს მწუხარებას და ბედნიერებას. კლდის წვერზე არის პატარა სამლოცველო, რომელიც ორმაგად გაფიქრებს ამ ადგილის განსაკუთრებულობაზე და მნიშვნელობაზე, მოლოცვის შემდეგ კი უფრო მეტ სიმშვიდეს გრძნობ.

ცხრაჯვარი

ცხრაჯვარი

 ჩემი რჩევა, რომელსაც გაგიზიარებთ არის, ის რომ წინასწარ უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასვლის თანავე თქვენ მოხვდებით სხვა სამყაროში და ემოციებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. უნდა იცოდეთ, რომ ეს საუკეთესო გამოცდილება იქნება თქვენს ცხოვრებაში. მოინახულეთ რაც შეიძლება მეტ მეგობართან ერთად, რადგან ყველამ იცოდეს თუ როგორი სიმდიდე აქვს, ტყიბულს, იმერთს და მთლიან საქართველოს. მანქანა მიდის ნახევარ გზაზე, დანარჩენი კი გასაგრძელებელია ფეხით. გზის სირთულე საშუალოა - მაგრამ გახსოვდეს ერთი ნაბიჯი გაშორებს კლიდან გადავარდნას და თავი კარგად შეიკავე ქარის დროს, რადგან მაღლა, ძალიან ძლიერად ქრის.

ცხრაჯვარი, ტყიბული, რაჭა

საზღვარგარეთ ორ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ის ენერგია, რასაც ცხრაჯვარი გადმოსცემს შეუფასებელი და შეუდარებელია, ამას ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირი ბეტონის ნაგებობა ქალაქის ცენტრში ან ხელოვნურად შექმნილი ადამიანის გამწვანება.

თაზო ჭიოკაძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"


მსგავსი
24 May 2017

თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე. რამდენჯერაც გზას დავა...

24 May 2017

Если ты не был в Сванетии, ты не видел Грузии

„Только о двух вещая мы будем жалеть на смертном одре – что мало любили и мало путешествовали.” ...

24 May 2017

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ...

22 May 2017

რაჭა ჩემი სიყვარული!

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლა...

21 May 2017

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკა...

21 May 2017

დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამი...

20 May 2017

გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შ...

19 May 2017

პილიგრიმული ტური მანგლისში და ჯავახეთში

გამარჯობათ მე ვარ ქეთევან ჭიღლაძე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში. ვარ შ.შ.მ პირთა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაციის წევრი. ჩვენი ორ...

18 May 2017

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბა...

17 May 2017

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რ...