16 May 2017
  • 7522 ნახვა

წაღვერი - ულამაზესი ადგილი დასვენების და მოგზაურობისთვის

წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 799 ადამიანი - ეს ვიკიპედიაა, ოფიციალური მონაცემი.

ჩემთვის კი წაღვერი  ულამაზესი ადგილია დასვენების, გართობისა და მოგზაურობისათვის. ფეხდაფეხ მაქვს შემოვლილი ყოველი კუთხე-კუნჭული და  გარწმუნებთ, მხოლოდ ე.წ. მჟავე წყალი არ არის მისი ღირსება.

წაღვერი, ბორჯომი

წაღვერის ცენტრიდან სულ ოთხიოდე კილომეტრის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების  ძეგლი - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

ტაძარი ნაგებია მოვარდისფრო „ქართული აგურით“. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). 

ტიმოთესუბანი

მისი ნახვა ნამდვილად ღირს, მორწუნე ხარ თუ ურწმუნო, გიყვარს თუ არ გიყვარს ისტორიული ძეგლები, აუცილებლად ფეხით უნდა გაიარო ის 4 კმ, ზემოთ რომ ვახსენე. თან აუცილებლად უნდა წაიღო ცივი მონერალური წყალი, რაც უნდა სიცხე იყოს, ის გათბობას ვერ მოასწრებს და გზაში  გამოგადგება. რა თქმა უნდა, რაიმე სასუსნავსაც თუ გაიყოლებ, კარგი იქნება, იმიტომ რომ გზად არანაირი ობიექტი არ შეგხვდება დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე, სადაც შეგეძლება მოწრიალე კუჭის დამშვიდება :) პირველი, ე.წ.“ცისკარას“ მთებია, რაც დაგაინტერესებს. ძველი ქართული ფილმი“ცისკარა“ გადაუღიათ ამ მთებში და იმიტომაც შეარქვა მოსახლეობამ ასე, ისტორიული სახელი კი ნამდვილად არ ვიცი. მე პირადად, ეშერას ხეობის კლდოვან გუმბათებს მახსენებს. აუცილებლად მოგინდება იქვე მოჩხრიალე გუჯარულაში ფეხის ჩადგმა და სახის გასველება. ცურვას ვერ მოახერხებ წყლის სიმცირის გამო. მერე გზას გაუყვები, რომელიც უბრალოდ ლამაზია და უამრავ საინტერესო ფოტოს გადაიღებ. მოსახლეობაში რომ შეხვალ, მალე გზამკვლევიც გამოჩნდება, რაც არა მხოლოდ მონასტრის, არამედ ლაშქრობის მოყვარულთათვისის მთებ ტორტიზასა და გვირგვინასაკენ მიმავალ გზებსაც გვთავაზობს.

წაღვერი, ბორჯომი

ტაძრის ეზოში ყველაფერია დასვენებისათვის, რომ შემდგომ გზას გაუდგე, საით წახვალ, უკვე ძალასა და ენერგიაზეა დამოკიდებული - ან უკან დაბრუნდები, ამ იმ მთებს დალაშქრავ, წეღან რომ ვახსენე :)

ცალკე სანახაობაა ეიფელის ხიდი. მასზე გავლა ე.წ.“კუკუშკითაა შესაძლებელი, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც კეჩხობში ფეხით არბენა და იქ წყნარად დათვალიერებაა. მით უფრო, რომ კეჩხობში საკმაოდ კარგ ყავასა და გემრიელ ნაყინს შემოგთავაზებენ ადგილობრივ კაფეში. ხაჭაპურსაც დაგიცხობენ, ისე.

 მინერალური წყლის ჭაბურღილები რომ უნდა ნახო, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ გარდა ამისა, ბუყბუყასა და ჩანჩქერზე გასვლაც არ უნდა დაგეზაროს. ისინიც მინერალური წყლებია, ოღონდ ტყეში ცოტა უფრო ღრმად შემალული, ორივეს ერთად მონახულება სულ 40 წუთის საქმეა, რამდენ ხანს დარჩები ადგილზე, ეგ უკვე თავად უნდა განსაზღვრო.

წაღვერი

არჯევანიძის ტყე აუცილებლად უნდა ნახო, იქედან მთელი წაღვერი ხელისგულივით ჩანს და თან მზეთამზესაც გადასცქერი და აქამდე თუ არ გინდოდა იქ არბენა, მერე ნამდვილად მოგინდება. მზეთამზე უბრალოდ უნდა ნახო, გინდა ფეხით, გინდაც მანქანით უნდა გაიარო ის მიხვეულ-მოხვეული გზა, მაღლა მთაში რომ იკარგება და სახლებს მაშინ რომ დაინახავ, როცა აღარ ელი ცივილიზაციის ნახვას. 

მოკლედ, ესაა ჩემი თვალით დანახული წაღვერი, კიდევ მეტიც, მაგრამ საკმარისია ამ ჯერზე იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჯერ არ უნახავთ ეს ყველაფერი. ერთხელ რომ ნახავ, მერწმუნე, მეორედაც მოგინდება იქ ასვლა. მთავარია, ერთხელ წახვიდე :)

მაია გოგბერაშვილი

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"


მსგავსი
24 May 2017

თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე. რამდენჯერაც გზას დავა...

24 May 2017

Если ты не был в Сванетии, ты не видел Грузии

„Только о двух вещая мы будем жалеть на смертном одре – что мало любили и мало путешествовали.” ...

24 May 2017

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ...

22 May 2017

რაჭა ჩემი სიყვარული!

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლა...

21 May 2017

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკა...

21 May 2017

დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამი...

20 May 2017

გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შ...

19 May 2017

პილიგრიმული ტური მანგლისში და ჯავახეთში

გამარჯობათ მე ვარ ქეთევან ჭიღლაძე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში. ვარ შ.შ.მ პირთა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაციის წევრი. ჩვენი ორ...

18 May 2017

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბა...

17 May 2017

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რ...