19 May 2017
  • 480 ნახვა

პილიგრიმული ტური მანგლისში და ჯავახეთში

გამარჯობათ მე ვარ ქეთევან ჭიღლაძე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში. ვარ შ.შ.მ პირთა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაციის წევრი. ჩვენი ორგანიზაციის წევრებს თითქმის შემოვლილი აქვს მთელი საქართველო, დავდივართ მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მინდა მოგიყვეთ ერთ–ერთი ასეთი ექსკურსიის შესახებ, რომლის დროსაც მოვილოცეთ მანგლისი და ჯავახეთი, სადაც დავყავით 2 დღე.

ქუთაისიდან გავედით ღამე 2 საათზე და დილით უკვე 7 საათზე ვიყავით მანგლისში, იქ იყო საოცარი სუფთა ჰაერი, ჩვენ წინ იდგა ულმაზეს ეზოში  ულმაზესი ტაძარი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს.

მანგლისის სიონი — ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან. ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისათვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეულობა მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია.VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ.

მანგლისის სიონი

 V საუკუნის ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს წინ წაიწია საკურთხევლის აფსიდამ, აქეთ-იქიდან მიემატა საკურთხევლის დამხმარე სათავსოები, სამკვეთლო და სადიაკვნე. მიუშენდა სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები, დაედგა ახალი გუმბათი, შენობა მთლიანად ახალი ქვის პერანგში ჩაისვა, ხოლო ექსტერიერი ეპოქის შესაბამისად მოჩუქურთმდა, XI საუკუნის გადაკეთების აღმნიშვნელი წარწერაც, რომელიც ახლა დაზიანებულია, მაგრამ თავის დროზე მარი ბროსეს მოუსწრია ამოკითხვა. მთლიანი ტაძრის მასის დომინანტია უზარმაზარი თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელიც წითელი კრამიტით არის გადახურული. ყელში ჩუქურთმებით შემკული ექვსი სარკმელია გაჭრილი.ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს, მათ შორის უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულთმოქმედი ხატი - მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.

მანგლისის ჯვარი

გავიცანით ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი, ჩაგვიტარა საჯანმრთელო პარაკლისი, ვიცხეთ ზეთი. მოვუსმინეთ მამაოს საინტერესო ქადაგებას, გადავიღეთ სამახსოვროდ სურათები და გავუდექით გზას წალკის რაიონისაკენ.

წალკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტით, აგრეთვე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებით. დასავლეთით ესაზღვრება ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი.  ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალკა.

ბერთა

აქ არის ბერთას სამი მღვდელმთავარის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი, რომელიც მდებარეობს წალკის ზემოთ. წინამძღვარი მამა ნიკოლოზია. მამა ნიკოლოზმა მოგვიყვა ბერთას მონასტრის შესახებ.. ამ მონასტერში არის სიბრძნის წყარო, რომელშიდაც იმყოფებიან კალმახები. ერთი დიდი, წინამძღოლი კალმახი და კიდევ პატარები. ისინი ძირითადად დამალულები არიან, იშვიათად გამოდიან. ჩვენ გაგვიმართლა და ვნახეთ გამოსული კალმახი. იქიდან ამოღებული წყალი არის დასალევი და ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი. 2004 წელს აშენდა მამათა მონასტერი.  მამათა მონასტერში ცხოვრობენ ბერები და  საბერო მორჩილები. ადრე ერქვა ოლიანკა, ამჯერად ქვია ბერთას მონასტერი. მამა ნიკოლოზმა მოგვიყვა კალმახებზე. თურმე ადრე დიდი კალმახი მომკვდარა. პატარები შემოხვევიან გარშემო და გამოუყვანიათ ისე რომ მამაოებს დაეკრძალათ. მამაოებს იგი დაუკრძალავთ წყლის ქვეშ. რამდენიმე ხნის მერე შემოუშვიათ ახალი დიდი კალმახი წინამძღვრად და თვითონაც მოჰყოლიან. ეს იყო საოცრება. დღემდე იქ არიან. უყვართ მოხარშული კვერცხი. ძალიან კარგად შეგვხვდნენ, მორჩილები დაგვეხმარნენ და შეძებისდაგვარად ჩაგვიყვანეს ამ წყალში, სიხარულისგან ავტირდი. ამ წყალში ჩასვლა დიდი ხანი მინდოდა და ავიხდინე უფლის წყალობით ეს ნატვრაც. საღამოს მამაომ გვიმასპინძლა, დაგვითმეს თავიანთი საცხოვრებელი სახლი. დაღლილ-დაქანცულებს და სიხარულისგან აღტაცებულებს მალე ჩაგვეძინა და დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. დილადრიან დავემშვიდობეთ მამა ნიკოლოზს, მორჩილებს და გავეშურეთ ფოკის მოსალოცად.

ბერთა

გზად გავიარეთ ულამაზესი ფარავნის ტბა სადაც ცოტა ხანი შევჩერდით. ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში., ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე.  აქ გვითხრეს რომ ფარავნის ტბაში ტარდება ნათლობა.

სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

სოფელი ფოკა არის ნინოწმინდის რაიონში, მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ–ზე, ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს.

 ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. 

ფოკა

ფოკას დედათა და მამათა მონასტრებს 25 ჰექტარი მიწა ეკუთვნით, სადაც მოჰყავთ მარცვლეული. ყოველ ზაფხულს ფოკაში ერთი თვით ჩადიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ფიზიკური შრომით შეეწევიან მონასტერს. აქ ისინი მონასტრის სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს,

ეს მონასტერიც მოვილოცეთ დიდი სიყვარულით და ღვთის რწმენით. ეს ორი დღე ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი და ნაყოფიერი იყო, რადგან მოვილოცე უდიდესი ისტორიების მქონე უნიკალური ტაძრები. უფრო ღრმად გავეცანი და შევისწავლე ჩვენი უძველესი ისტორია.  ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად მოილოცოს ეს ღირშესანიშნავი ტაძრები და მიიღებენ დიდ საიმოვნებას იქაური ბუნებით და ტაძრების სილამაზით. ასე უფრო ახლოს შეიგრძნობენ უფალს.

.ქეთევან ჭიღლაძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"

მსგავსი
13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...