24 May 2017
  • 136 ნახვა

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ტბის“  მონახულების იდეა.

მოკლედ, ყოველ ზაფხულს, ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში, სადაც ნებიესმიერს შეუძლია დაისვენოს, გაერთოს და დატკბეს ულამაზესი  ნაძვნარით, მწვანე მინდვრებით, ისარგებლოს  სამკურნალო წყლებითა და აბანოებით. საინტერესო ის გახლავთ, რომ დილიდან  08:00-დან 11 საათამდე აუცილებლად გაიგონებთ ადგილობრივი მოვაჭრეების ხმას, თუ როგორ  გთავაზობენ  მთელი ზამთრის პერიოდში დაგროვილი რძის პროდუქტებისა თუ სხვა  ნაწარმის შეძენას. სწორედ, მათთან საუბრისას არაერთხელ გვსმენია იმის შესახებ, რომ სადღაც შორს, გოდერძის უღლტეხილის იქით, არსებობდა ულამაზესი, სარკესავით მწვანე პატარა ტბა. სწორედ, მათ მიერ აღწერილიდან გამომდინარე დავიჩემე, რომ წავსულიყავით და გვენახა ის ადგილი, რომელზეც ასე აღტაცებით საუბრობდნენ ადგილობრივი მკვიდრნი.

დილით ადრე წავედით, გაგვიმართლა და  გოდერძის უღელტეხილამდე ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსით ჩავედით, აი შემდგომ კი, ფეხით დაახლოებით 6 კმ ვიარეთ, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ვინაიდან უამრავი ხედი, ულამაზესი ქედები, მინდვრის ყვავილები, გასაოცარი იყო მაღალმთიანი აჭარის სოფლები, სადაც თანამედროვეობის კვალის მოძებნა გაგიჭირდებათ, ხის ძველი სახლები, ვიწრო ბილიკები, ცივი ნაკადულბი, დამორცხვილი წითელაბრაწულლოყება ბავშვები, რომლებიც ხან იმალებიან, ხან კიდევ გაოცებული თვალებით გაყოლებენ თვალს, ეს ყოველივე  შთაბეჭდილებების ზღვაში გადაგაგდებთ.

აჭარა

საბოლოოდ, მივადექით დიდ ტრიალ მინდორს, საიდანც უკვე აღარ ვიცოდით საითკენ შესაძლოა ყოფილიყო ტბა, რომლისთვისაც ასეთი მანძილი გამოვიარეთ. შემდგომ ერთ-ერთ მხარეს მოვუსმინეთ მდინარის ხმას,  რომელიც ქვემოდან ისმოდა, გავყევით ისევ ბილიკს, სიმწვანეში შევედით, საიდანაც ხეებში პატარა სარკმელივით სიცარიელე  მოჩანდა,   გადავიხედეთ და ვხედავთ სარკესავით მწვანე, მოელვარე სუფთა, გამჭვირვალე ტბას, რომელიც ირეკლავდა მის ირგვლივ გარსშემორტყმულ ხე-მცენარეს. სწორედ, ტბის ირგვლივ არსებული წიფლის ხე-მცენარეები აძლევდა მწვანე ელფერს წყალს.

მწვანე ტბა, აჭარა

ეს იყო ტბა-  საოცრება ზემო აჭარაში, რომელიც ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარეობს და   საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბა შეგიძლიათ შემოიაროთ, დაახლოებით ერთ საათში, თითოეულ წერტილიდან აღმოაჩენთ ულამაზეს ბუნების სანახაობებს.

მწვანე ტბა, ზემო აჭარა

სეირნობისას კი,  უამრავი რამ დაგვებადა აზრად, გვქონოდა ახლოს პატარა ხის სახლი, სადაც ზაფხულობით დავისვენებდით, ზამთრობით კი გაყინულ ტბაზე სრიალს შევძლებდით, ვსაუბრობდით იმაზე თუ რატომ ვერ ვხედავდით ირგვლივ სასტუმროებს, ბანაკებს, აქამდე თუ რატომ არ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის ეს ბუნებით ქმნილი ღირსშესანიშნაობა.

მწვანე ტბა

კიდევ უფრო, დიდი ინტერესი გამოიწვია, იმაზე ფიქრმა თუ როგორ ფერებში შეიმოსებოდა აღნიშნული ადგილი წელიწადის სხვადასხვა დროებში, რამაც დაგვაგეგმინა შემდგომ პერიოდში კიდევ მრავალჯერ მოვსულიყავით აქ, უკვე კარვებით, შესაბამისი აღჭურვილობით და დავმტკბარიყავით ამ ყოვლად, ცივილიზაციისგან მოშორებული, გასაოცარი ადგილებით.

მეგი ბაკურიძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ აი ესეთი რამ დავწერე)...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრასბურგში გამგზავრება...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვანეთი. საუკეთესო პერიო...

28 May 2017

ღრუბლებთან... მოგზაურობა ყაზბეგში

გაგიღვიძიათ ოდესმე სრულიად ჩვეულებრივ დღეს ყოველლდღიური გეგმებით, ხვალინდელი დღის ჩვეულებრივი გაგრძელების მოლოდინით და შემთხვევით ეს მეორე დღე შენს...

28 May 2017

გზა პერსეპოლისისკენ

გზა პერსეპოლისისკენ... სანამ უშუალოდ ამ გენიალურ ადგილზე მოგიყვებით, მინდა ზოგადად ირანზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. არ ვიცი რა გსმენიათ ამ...

24 May 2017

თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე. რამდენჯერაც გზას დავადექი, იმდენჯერ ჩამოწ...

24 May 2017

Если ты не был в Сванетии, ты не видел Грузии

„Только о двух вещая мы будем жалеть на смертном одре – что мало любили и мало путешествовали.” М.Твен &...

24 May 2017

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ტბის“  მო...

22 May 2017

რაჭა ჩემი სიყვარული!

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლას, აუცილებლად უნდა გ...

21 May 2017

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკან ექოთი ბრუნდება. ამ...