28 May 2017
  • 875 ნახვა

ღრუბლებთან... მოგზაურობა ყაზბეგში

გაგიღვიძიათ ოდესმე სრულიად ჩვეულებრივ დღეს ყოველლდღიური გეგმებით, ხვალინდელი დღის ჩვეულებრივი გაგრძელების მოლოდინით და შემთხვევით ეს მეორე დღე შენს ცხოვრებაში საუკეთესო ყოფილა? ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ყოფილა ასეთი ბედნიერი მომენტი,როდესაც სპონტანურად აღმოვჩნდი ჩემთვის ყველაზე სასურველ ადგილას-ყაზბეგში. თუ ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი ყაზბეგში უფრო გასაგები იქნება ჩემი განცდები თქვენთვის ხოლო ვისაც არ გქონიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ღრუბლებთან შეხების ბედნიერება მაშინ ჩაუჯექით, მე გამოგზაურებთ  საქართველოს ______- ყაზბეგში.

ჩემი ამბავი ასე დაიწყო : 12 ივნისი 2016 წელი,თბილისი, საღამო, თბილა, იმდენად კარგი ამინდია, რომ მომავალი ფინალური გამოცდების მიუხედავად გადავწყვიტე რიყის პარკში გამესეირნა. ,,მშვიდობის ხიდთან“დამაინტრესეა ბანერმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სურათებით და  დიდი შრიფტით ,,Tours in Georgia”, ყურადღება ყაზბეგის სურათზე გავამახვილე, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო  ბანერზე დატანებულ ადგილებს შორის ,სადაც ნამყოფი არ ვიყავი. სულ რამდენიმე წამში ის მომენტი მოხდა, როცა განსაკუთრებულ ამბავზე ამბობენ ხოლმე ,,რაღაც არსებობს!“, მიახლოვდება ასაკოვანი მამაკაცი, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ეს კაცი ამ ბანერის ,,პატრონი“ იყო,ვისაც  მანქანით დაჰყავდა უცხოელები, აღმოჩნდა რომ სასწრაფოდ ეძებდა გიდს და შემომთავაზა მასთან მუშაობა,ცოტა დავიბენი და პასუხი მაშინვე არ მითქვამს, თუმცა მითხრა რომ ხვალ უკვე ჰყავდა 2 ტურისტი ყაზბეგის ტურში და თუ გადავწყვეტდი წაყოლას ერთგვარი ,,ექსპერიმენტული“ ექსკურია გვექნებოდა. ეს მოხდა საღამოს 8 საათზე, მეორე დილის 8 საათზე კი მე უკვე ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე ვიყავი, გვერდზე მძღოლთან და უკან 2 რუს ტურისტთან ერთად. დიახ ნამდვილად  ,,რაღაც“ არსებობს...

პირველად ვიგრძენი ჰაერი, ისეთი სუფთა ჰაერი, რომ ადამიანისთვის ყველაზე ჩვეულებრივი პროცესი-სუნთქვა ძალიან სასიამოვნო პროცესად იქცა, ჩემი ჯანმრთელი ფილტვები კიდე უფრო მეტად გავანებივრე ამ ჟანგბადის მიწოდებით. ყაზბეგისკენ მიმავალი გზა კი ცალკე ბედნიერებაა. ვიწრო გზა, მდინარე თერგი, უზარმაზარი მთები, მწვანე მდელოები, ამ მდელოებზე ცხვრის ფარა,(რომელიც მე შორიდან თოვლი მეგონა),ბუნების სრულყოფილების   დამასრულებელი აკორდი კი  პარაშუტით მფრინავი ადამიანი იყო, რომელიც საჭირო მომენტში გამოჩნდა,რათა სრულფასოვნად აღქმექვა არა მარტო ბუნების ჯადოსნობა არამედ ბუნების და ადამიანის შეხმატკბილებული დიალოგი.

ყაზბეგის ცენტრში უკვე იგრძნობოდა, რომ ეს ადგილი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრი. უამრავი ტურისტი ირეოდა,რომლებიც ადგილობრივებისგან იგებდნენ ყაზბეგის მშევენებისკენ -გერგეთის სამებისკენ მისასვლელ გზას. ცენტრს ამშვენებს XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნების, მწერლის, საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი. ვინაიდან ძეგლის მიძღვნა ადამიანისთვის მისი ღვაწლის დაფასების, ტურისტებში ინტერესს აღვიძებს ვისი ძეგლია. ამ შემთხვევაშიც არა მარტო ტურისტები არამედ ქართველი სკოლის მოსწავლეების ჯგუფები ძეგლთან იყვნენ შეკრებილი და ეცნობოდნენ. ყაზბეგის პიროვნებას, რომელიც ყაზბეგის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. გარემოზე დაკვირვებით  გეოგრაფიის ცოდნის გარეშეც ადვილი მისახვედრია, რომ ამ ადგილისთვის დამახასიათებელია თოვლის ზვავები და წყალდიდობა. ჰავას რაც შეეხება ზაფხული გრილია, რასაც მოვესწარი კიდეც, ხოლო  ადგილობრივებისგან გავიგე, რომ ზამთარი ცივი და მშრალია.

ყაზბეგი

ჯერ მხოლოდ იმით ვიყავი გაოცებული, რომ ყაზბეგის ცენტრიდან შორს, მაღლიდან-თითქოს ღრუბლებიდან მოჩანდა ტაძარი. მაგრამ ნადვილი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ მქონდა, როცა სწორედ ამ ღრუბლებიდან  შემეძლებოდა ნამდვილი სილამაზის დანახვა. გერგეთამდე მანქანით ავედით, რაც საკმაოდ სახიფათოა. გზაში ერთდროულად სახიფათო გზამ და ბუნების თვალიერებამ გამოგვაყოფინა ადრენალინის სერიოზული დოზა. დაახლოებით ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. გერგეთის სამება XIV საუკუნის ძეგლია,რომელიც სტეფანწმინდის რაიონში ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს. მას მართლაც რომ გამორჩეული და საინტერესო ისტორია, გადმოცემის თანახმად  ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის უთქვამს : „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“.   სანამ ჩემი თვალით არ ვნახე იქაურობა , მანამდე რატომღაც  სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი,მიუხედავად იმისა რომ ბავშობიდან მეგობრებისგან თუ ნაცნობებისგან მესმოდა ამ ადგილის წარმოუდგენელი სილამაზის შესახებ. მაგრამ  იქ ყოფნისას დავწრმუნდი,რომ ტაძრიდან რა ხედიც იშლება არის ის რაც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ერთი პატარა დეტალიც დავაფიქსირე, მიუხედავად იმისა რომ მაქამდე არ ვყოფილვარ ამ ადგილას, მაშინვე შევამჩნიე მყინვარწვერი, ამის გამოცნობა ალბათ ნებისმიერს შეუძლიამყინვარწვერის სიმაღლისა (5033მ) და სილამაზის გამო, გარდა ამისა იგი აღმოსავლეთ სა­ქართველოს უმაღლესი მწვერვალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას `ხევის პატარძალს“, მეზობელი თუშები _ ლომს, ფშავლები კი გერგეტს უწოდებენ. უშუალოდ გერგეთის სამებას კი გარდა თავისი კულტურული ღირებულებისა, ჩემი აზრით ერთგვარი შემავსებელი ფუნქცია აქვს, და როგორც ზემოთნახსენები პარაშუტისტიანი ადამიანი სამებაც ბუნების და ადამიანის ურთიერთობის ჰარმონიას უსვამს ხაზს. იქ ყოფნის დროს რამდენიმე განცდა ერთად დამეუფლა. მესიამოვნა, რომ მიუხედავად 7მლრდ მოსახლეობისა დედამიწაზე მსგავსი უნიკალური ადგილები ჯერ კიდევ არსებობს, II-მესიამოვნა, რომ ეს არის საქართველოს ნაწილი, III-მესიამოვნა,რომ ამ ყველაფერს ჩემთან ერთად მყოფი  რუსი ტურისტები გაფართოებული თვალებით ათვალიერებდნენ.IV-მესიამოვნა, რომ შემიძლია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება მიუხედავად გარკვეული რისკებისა.

ყაზბეგი, გერგეთი

ყაზბეგში შემთხვევითი მოგზაურობისას უფრო გავამახვილე საჭირო დეტალებზე ყურადღება,რაც მგავზრობისა თუ მოგზაურობისას აუცილებლად გამომადგება. მე რაც შემიძლია გირჩიოთ ერთი შეხედვით ბანალურია, მაგრამ ვფიქრობ აუცილებლად გასათვალისწინებელი.

რჩევა #1

მოიმარაგეთ მუსიკები - დამიჯერეთ გზაში მუსიკა კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ ბედნიერების განცდაში,რომელიც ყაზბეგი მოგანიჭებთ.

რჩევა#2

ჩაიცვით საშუალოდ- ბოტასები თავისთავად,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ სიგრილის მიუხედავად თუ ფეხით ახვალთ სამებამდე გზაში გამოყოფილი ადრენალინი და სასიამოვნოდ დაღლა მინიმალურად ჩაცმას მოგანდომებთ.

რჩევა#3

 ადით ფეხით!- ტყით სიარულით არამარტო სიამოვნებას გაგიორმაგებთ,  არამედ დაზოგავთ თანხას ( მანქანით ასვლა საშუალოდ 50 ლარი დაგიჯდებათ).

რჩევა#4

გადაიღეთ სურათები - რა თქმა უნდა სელფის ეპოქაში ამის შეხსენება არ დაგჭირდებათ,მაგრამ შეიძლება იმდენამ მოგაჯადოვოთ ამ ადგილმა რომ ესეც დაგავიწყდეთ (რაც მე დამემართა), ამიტომ ჯობია მოგონებები პრაქტიკულადაც გააცოცხლოთ სურათებით.

რჩევა #5

არასოდეს გაუშვათ შანსი- მე რომ არა  ცოტა იღბალი და შანსის გამოყენების ჩვევა დღეს ვერც ამ პოსტს დავწერდი. რაც მთავარია, ჩემს მოგონებაში უბრალოდ არ იარსებებდა ეს მომენტი, დღე რომელმაც შემიცვალა ღირებულებები.

ლანა კაპანაძე

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...

01 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 5)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

31 August 2017

სვანეთის ყინვისფერი ტბა

პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად... ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გ...

25 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

20 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოს...

18 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)

2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ...

07 July 2017

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის...

29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ ა...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრ...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...