29 May 2017
  • 792 ნახვა

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვანეთი. საუკეთესო პერიოდი, სექტემბრის შუა რიცხვები შევარჩიეთ და დილით სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან გავედით. გზად მოვინახულეთ ენგურის კაშხალი, ძალიან მოვიხიბლეთ ამ მდინარის საოცარი ფერით.

ენგურის წყალსაცავი

რვა საათ-ნახევარი მგზავრობის შემდეგ დავბინავდით ზემო სვანეთში, სოფელ მაზერში, ერთ-ერთ კომფორტულ საოჯახო სასტუმროში. დავისვენეთ და როგორც კი დაბნელდა, გავეშურეთ მესტიაში სვანური კოშკების სანახავად. ავედით მუზეუმის სახურავზე, საიდანაც კარგად ჩანს კოშკები და მესტიის საკათედრო ტაძარი (აღდგომის სახელობის).

მესტია

 მეორე დილით ადრე ავდექით. ვისაუზმეთ და წავედით უშგულში. გზად, სოფელ იფართან მოვინახულეთ ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი და ავედით კოშკზე. ამ კოშკის შესახებ სვანებმა საინტერესო ლეგენდაც გვიამბეს. გზაში უამრავი ტურისტი გვხვდებოდა და ღიმილით გვესალმებოდა. მოვინახულეთ უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თამარის კოშკები, უშგულის ლამარია (წმ. მარიამი) , ფუსდიის ეკლესია...

უშგული, სვანეთი

 მესამე დღეს წავედით ჰაწვალის სანახავად. დავეშვით საბაგიროთი და დავტკბით ულამაზესი ხედებით. ამინდმაც ხელი შეგვიწყო. კარგად ჩანდა ბუმბერაზი მთები უშბა და შხარა.

ჰაწვალი

დავათვალიერეთ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მესტიაში, რომელიც დაარსდა 1936 წელს. ვნახეთ სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნების და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები​.

   მეოთხე დღეს გავეშურეთ ულამაზესი და ყველაზე სასურველი ადგილის ქორულდის ტბების სანახავად. ავედით სვანეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. გადავხედეთ ზემო სვანეთის სოფლებს, ენგურის ხეობას, კავკასიონის მყინვარებს - შხარა, თეთნულდი, უშბა...

  სწორედ, ამ ტბების გამო მქონდა გადაწყვეტილი სვანეთის ნახვა და მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა. მის სანახავად მესტიიდან 8 კილომეტრი ვიარეთ სულ აღმართზე, გზაზე უამრავი ლამაზი ყვავილები გვხვდებოდა, რომელიც სხვაგან არსად მინახია. პირველი ტბა, რომელიც შეგვხვდა, მართლაც საოცარია, საქართველოს რუკას მოგვაგონებს ფორმით, ბოლოს მივუახლოვდით ტბებს. ხუთი ტბა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირე მანძილითაა დაშორებული და განსხვავდება ფორმით და მოცულობით. ყველა ტბა სათითაოდ გადავიღეთ და ავედით ყველაზე მაღალ ადგილას, საიდანაც შევძელი ხუთი ტბა გადამეღო ერთად.

ქორულდის ტბები, სვანეთი

 მეხუთე დღეს წავედით თეთნულდის სანახავად. ძალიან მოგვეწონა, დავკბით მისი ცქერით და საღამოს თბილისში დავბრუნდით უამრავი შთაბეჭდილებით სავსე.

დავრწმუნდი, ტყუილად არ უთქვამთ : ,,თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს!"

ყველას ვურჩევ, მოინახულოს სვანეთი.

ნინო არგუნაშვილი

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...