29 May 2017
  • 185 ნახვა

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვანეთი. საუკეთესო პერიოდი, სექტემბრის შუა რიცხვები შევარჩიეთ და დილით სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან გავედით. გზად მოვინახულეთ ენგურის კაშხალი, ძალიან მოვიხიბლეთ ამ მდინარის საოცარი ფერით.

ენგურის წყალსაცავი

რვა საათ-ნახევარი მგზავრობის შემდეგ დავბინავდით ზემო სვანეთში, სოფელ მაზერში, ერთ-ერთ კომფორტულ საოჯახო სასტუმროში. დავისვენეთ და როგორც კი დაბნელდა, გავეშურეთ მესტიაში სვანური კოშკების სანახავად. ავედით მუზეუმის სახურავზე, საიდანაც კარგად ჩანს კოშკები და მესტიის საკათედრო ტაძარი (აღდგომის სახელობის).

მესტია

 მეორე დილით ადრე ავდექით. ვისაუზმეთ და წავედით უშგულში. გზად, სოფელ იფართან მოვინახულეთ ქვაზე აშენებული სიყვარულის კოშკი და ავედით კოშკზე. ამ კოშკის შესახებ სვანებმა საინტერესო ლეგენდაც გვიამბეს. გზაში უამრავი ტურისტი გვხვდებოდა და ღიმილით გვესალმებოდა. მოვინახულეთ უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თამარის კოშკები, უშგულის ლამარია (წმ. მარიამი) , ფუსდიის ეკლესია...

უშგული, სვანეთი

 მესამე დღეს წავედით ჰაწვალის სანახავად. დავეშვით საბაგიროთი და დავტკბით ულამაზესი ხედებით. ამინდმაც ხელი შეგვიწყო. კარგად ჩანდა ბუმბერაზი მთები უშბა და შხარა.

ჰაწვალი

დავათვალიერეთ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მესტიაში, რომელიც დაარსდა 1936 წელს. ვნახეთ სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნების და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, უძველესი ხელნაწერები, ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები​.

   მეოთხე დღეს გავეშურეთ ულამაზესი და ყველაზე სასურველი ადგილის ქორულდის ტბების სანახავად. ავედით სვანეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. გადავხედეთ ზემო სვანეთის სოფლებს, ენგურის ხეობას, კავკასიონის მყინვარებს - შხარა, თეთნულდი, უშბა...

  სწორედ, ამ ტბების გამო მქონდა გადაწყვეტილი სვანეთის ნახვა და მართლაც ულამაზესი აღმოჩნდა. მის სანახავად მესტიიდან 8 კილომეტრი ვიარეთ სულ აღმართზე, გზაზე უამრავი ლამაზი ყვავილები გვხვდებოდა, რომელიც სხვაგან არსად მინახია. პირველი ტბა, რომელიც შეგვხვდა, მართლაც საოცარია, საქართველოს რუკას მოგვაგონებს ფორმით, ბოლოს მივუახლოვდით ტბებს. ხუთი ტბა, რომლებიც ერთმანეთისგან მცირე მანძილითაა დაშორებული და განსხვავდება ფორმით და მოცულობით. ყველა ტბა სათითაოდ გადავიღეთ და ავედით ყველაზე მაღალ ადგილას, საიდანაც შევძელი ხუთი ტბა გადამეღო ერთად.

ქორულდის ტბები, სვანეთი

 მეხუთე დღეს წავედით თეთნულდის სანახავად. ძალიან მოგვეწონა, დავკბით მისი ცქერით და საღამოს თბილისში დავბრუნდით უამრავი შთაბეჭდილებით სავსე.

დავრწმუნდი, ტყუილად არ უთქვამთ : ,,თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს!"

ყველას ვურჩევ, მოინახულოს სვანეთი.

ნინო არგუნაშვილი

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი
21 May 2017

დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამიანი. დავათვალიერეთ ყ...

20 May 2017

გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შენს გვერდით, საითკენ...

19 May 2017

პილიგრიმული ტური მანგლისში და ჯავახეთში

გამარჯობათ მე ვარ ქეთევან ჭიღლაძე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში. ვარ შ.შ.მ პირთა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაციის წევრი. ჩვენი ორგანიზაციის წევრებს თ...

18 May 2017

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბათ უფრო მეტი მინდოდა,...

17 May 2017

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რობ და თან ჩემს გამ&s...

16 May 2017

ჩემი გერმანული არდადეგები

გამარჯობა, მე მარიამი ვარ. 11 წლის. მინდა ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და პირველად მომიწია საქართველოს საზღვრები...

16 May 2017

გორდი - ბუნების სილამაზე

მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი კუთხიდან იმერეთიდან, კერძოდ კი სოფელი გორდიდან. როგორც ბევრი სხვა სოფელი ესეც ულამაზესია, ირგვლივ ლამაზად ...

16 May 2017

წაღვერი - ულამაზესი ადგილი დასვენების და მოგზაურობისთვის

წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთი...

15 May 2017

ცხრაჯვარი - უფრო მეტი სიახლოვე ბუნებასთან

თუ ვინმე მკითხავს რომელია თქვენი საყვარელი ადგილიო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ ეს ცხრაჯვარია. ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას მიაკუთვნებს, მაგრამ ...

13 May 2017

მოგზაურობა ზემო რაჭაში

ეძღვნება კეთილ ადამიანებს...   გზა დამილოცე, მეგობარო, გზა დამილოცე! მარად შენი ვარ, მე ვიცოცხლებ ამქვე...