29 May 2017
  • 665 ნახვა

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ.

კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ აი ესეთი რამ დავწერე)) 

----

ახლა რას ვიზამდი ?

ჩავიდოდი ს. კორეაში, დავივლიდი სეულის ქუჩებს, განსაკუთრებით გვიან ღამით. ამბობენ მეგაპოლისები, ისეთი როგორიც სეულია ღამითაა ყველაზე ლამაზი )) მაშინ როცა მთვარე და ვარსკვლავები გამინათებდნენ გზებს და არამარტო… 

ამოვივსებდი მუცელს იქაური ტკბილეულობებით <3 :დდ უცნაურია არა? :დ არადა არ არის უცნაური - ეს ყველას უნდა :დ 

აი ჩამოვჯდებოდი გვიან ღამით კაფეში შუშის კედლის პირდაპირ, მაგიდის წინ- ყავით ხელში, თბილ სვიტრში გახვეული და ვუყურებდი გარეთ მოსიარულეეებს, თან წიგნს წავიკითხავდი ან მუსიკას მოვუსმენდი, იქაც ვიოცნებებდი! იქაც ბევრს ვიფირქრებდი! გავიხსენებდი საქართველოს და ჩემს ტკბილ ოჯახს…მეგობრებს... აი ყველას და ყველაფერს ვისაც და რასაც ჩემს გულში მცირეოდენი ადგილი უკავია!  ხოო თან რაიმე ტკბილს დავაყოლებდი- ხან ნამცხვარს, ხან შოკოლადს ან კიდევ კარამელის ნაყინს- აი კიდევ უკეთესი რაღაც მოვიფიქრე, რაიმე ახალს რაც იქ აღმოჩენილი მექნება და ჩემი საყვარელი დესერტების სიაში მოხვდება )) 

ხოო ახლა აქ ვარ მაგრამ დამერწმუნეთ! ძალიან მალე იქ ვიქნები და უკვე იცით რასაც ვიზამ ))

ხოო გვიანია და მეც ოცნებებმა ამიყოლია...

გამეცინა :დ ნათია გამახსენდა))) აქ რომ იყოს მეტყოდა- "გაგაღვიძო თუ შენით გამოფხიზლდები მაგ სიზმრებიდანო"

----

- ხოო ოცნება ამიხდა ^^ რაღა მიჭირს )) ამიტომ  შემდეგი ჩანაწერი ჩემს უმშვენიერეს სეულში გავაკეთე ))

----

რა ხდება მაშინ, როცა ოცნება აგიხდება ^-^

უკვე 1 კვირაა რაც სეულში ვარ, უკვე შევძელი და  მოვიარე სეულის ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი  ქუჩა.  მითი იმის შესახებ, რომ  მეგაპოლისები, ისეთი როგორიც სეულია ღამითაა ყველაზე ლამაზი- რეალობაა ))

 აქ გზებს ღამით როგორც მთვარე და ვარსკვლავები ასევე ქუჩის ულამაზესი “ბილბორდები”, გირლანდები და  ლამპიონები მინათებენ.

ამოვივსე მუცელი აქაური ტკბილეულობებით თუ არა? რათქმაუნდა!! ახლაც დიიდიი სიამოვნებით მივირთმევ LOTTE-ს PEPERO-ს <3 და ე.წ. ბანანის რძეს, საერთოდ რძე არ მიყვარს, მაგრამ აქაური ყველაფერი შევიყვარე -ჩემებურად ^^ 

გვიან ღამით კაფეში, შუშის კედლის პირდაპირ, მაგიდის წინ არა მაგრამ ჩემი ბინის აივანზე ყოველ ღმით- ყავით ხელში, თბილ სვიტრში გახვეული, ვუყურებ გარეთ მოსიარულეეებს, თან წიგნს ვკითხულობ ხან მუსიკას ვუსმენ და ხანდახან ვცეკვავ კიდეც )) 

ოცნება ამიხდა, მაგრამ მაინც კიდევ ძაააალიან ბევრს ვოცნებობ სხვა ლამაზ, ფერად მომენტებზე და ნივთებზე :დ

 რათქმაუნდა მახსოვს საქართველო და სიმღერები “ჩემო თბილის ქალაქო” და “ბათუმს ქათქათს” თითქმის ყოველ ღამე ჩამესმის ყურებში-რატომ არ ვიცი, მაგრამ უხდება ჩემს ხედს სიმღერა ბათუმზეც და თბილისზეც..

ჩემს ტკბილ ოჯახსაც ყველ დღე ვიხსენებ და ვესაუბრები ინტერნეტის მეშვეობით. ახლა უკვე იმაზე ვფრქრობ როგორ დავიყოლიო ყველა მათგანი და შემდეგი ვიზიტი ამ უმშვენიერეს ქალაქში როგორ მოვაწყო მათთან ერთად)) ეს აუცილებელია!! 

 მეგობრები? არცერთი დღე მათ გარეშე!!! შეძლებისდაგვარად ვუთმობ ჩემს ძვირფას დროს, ჩემს უძვირფასეს მეგობრებს <3 

რაც შეეხება აღმოჩენებს- ათობით აღმოჩენა დღეში, ყოველ ახალ დღეს-ახალი თავგადასავალი, ახალი ხედი, ახალი ტკბილეული, ახალი კორეული მწარე “კიმჩი”, ახალი კორეული სახისა და კანი მოვლის საშუალება (სამოთხეა აქაურობა მათთვის ვისაც “კოსმეტიკა” უყვარს), ახალი უამრავი სათამაშო თუ სილელური ნივთი, სასმელი, სიმღერა, ცეკვა, ტრადიცია, ჩვევა, სიტყვა… ყველაფერი ახალი, უცხო, მიმზიდველი, ფერადი, გემრიელი და მშვენიერი! აქ ყველაფერი კარგია და თითქოს მართლაც ვარდისფერი სათვალეებით ხედავ სამყაროს, მაგრამ  ვარდისფერი სათვალეების გარეშე. 

სეული, კორეა

ეს არის ქვეყანა და ქალაქი რომელიც “ალბათ” ყველაზე ბედნიერია)) დიახ! ჩემი “ოცნება” სეულზე ამიხდა!  იმასაც გეტყვით რომ რეალობამ ყველა მოლოდინს გადააჭრბა!! იმაზე ლამაზი, ნათელი და ფერადია ვიდრე ჩემს სიზმრებში-მაშინ როდესაც ნათია მაღვიძებდა ))

პ.ს.სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!

კორეული ნაციონალური სამოსი

------

- ეს ჩანაწერი კი ნოსტალგიის ბრალია ^^

---

-როგორ ვარ?

-ძალიან კარგად!

-რას ვაკეთებ?

-იმას რასაც ყოველთვის ვაკეთებდი.

-რა არის ჩემსკენ ახალი?

-ჩემთვის არაფერი და ვიღცისათვის ყველაფერი.

-რაზე ვფიქრობ?

-იმაზე, რომ საშინლად მენატრება კორეა-სეული!

-და მაინც რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?

-ვიღაცისათვის არაფერი და ჩემთვის ყველაფერი!

ვფიქრობ, მაინც რა მენატრება სეულში?

რითი დავიწყო არც კი ვიცი…ალბათ იქ ჩაფრენით.

 პირველი რაც მახსენდება ეს არის მეტრო და 40-45 წუთი აეროპორტის გაჩერებიდან, “გონგდეოკის” გაჩერებამდე. სწორედ მაშინ-ვაგონში ვაკვირდებოდი, იქ მყოფ მგზავრებს და ნელ-ნელა ვიწყებდი გაცნობიერებას, რომ საბოლოოდ შევძელი და მოვხვდი სეულში… წინ პატარა სარეკლამო ბანერს ვუყურებდი, სადაც რა ეწერა ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ მასზე "Lee Min Ho" იყო გამოსახული და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა. აბა ასეთს საქართველოში სად ვნახავდი? კედელზე გაკრულ მინჰოს. მე კორეაში ვიყავი. 

მერე რამოდენიმე წუთი იმაზე ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, მოკლედ რა შეგრძნებაა ვერ ავხსნი სიტყვებით, უბრალიოდ თავი არარეალურ სამყაროში მეგონა.. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი რეალური იყო!

კორეა, სეული

მეორე ეს იყო კორეელი შეყვარებული წყვილები და მათი ერთნაირი ზედა, ფეხსაცმელი, ჩანთა თუ არ ვიცი ათი ათასი სხვა ნივთი… ყველგან. უბრალოდ შეუძლებელი იყო, ვერ/არ შემემჩნია…

შემდეგი იყო ძააალიან მწარე ე.წ. “კიმჩი ჩიგე”, (კორეული მწარე წვნიანი-კიმჩით) რომელზეც საქართველოში ჩამოსულს ბევრჯერ მიოცნებია.

ძალიან მენატრება ჩემი პატარა სასტუმრო სახელად “ნარუ”, სადაც თავს ნამდვილად ძაალიან კომფორტულად ვგრძნობდი. რომლის მფლობელიც ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია, სახელს დღემდე არ გვიმხელს, თავისივე თხოვნით ვეძახდით, უბრალოდ ბატონ ნარუ-ს. წამოსვლისას ქათამი შეუკვეთა ჩვენთვის, მანამდეც ბევრჯერ გაგვიმასპინძლდა. ისე შეგვეჩვია, რომ როცა ჩინეთში წავიდა, 2 დღით თავისი, პატარა სასტუმრო ჩვენ ჩაგვაბარა.

“შინჩონი” მომენატრა და შინჩონის მეტროს გაჩერება

-ჩემი მეტროს ბარათი

-ლოტტეს პეპერო

-ბანანის რძე

-ბრინჯის ნამცხვარი

-რამიონი

-3 კუთხა უგემრიელესი რამ-რისი სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი,.

კიდევ “ბასკინ რობბინსი”-ს უუუგემრიელესი ნაყინი და “კამონგის” ამერიკანო.

 ნამსანის კოშკი, მისი არაჩვეულებრივი ხედით!!

“gyeongbokgung palace” და ჰანბოკი…

კორეული ბარბეკიუ..

ღამით განათებული ქუჩები..

ე.წ “ვარდების ბაღი”- ეს სახელი ამ ადგილს მე შევარქვი, რეალურად კი კათოლიკური ეკლესიის ეზოა, სადაც ათასობით ხელოვნური თეთრი ვარდია. მერწმუნეთ სამოთხეს გავს.

უუულამაზესი “Cheonggyecheon Stream” - რომელიც დარწმუნებული ვარ, ზაფხულში გაცილებით ლამაზი იქნება და რომელსაც წელიწადის ამ დროსაც აუცილებლად ვიხილავ!!!

“k star road” და ზოგადად “Apgujeong Rodeo Street “- ეს ადგილი ყველაზე მეტად მიყვარდა. რატომ არ დავკონკრეტდები, “დაგუგლეთ” და მიხვდებით :დ

შემდეგია ს.მ - ის შენობა!!! არ ვიცი როგორ, მაგრამ ერთ დღეს იქაც შვდგამ, ჩემს მარჯვენა ფეხს!! მარცხენაც თან მიყვება… სხვანაირად არ ძალმიძს.

ხოო “NATURE REPUBLIC” და არამარტო.. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ კოსმეტიკას თავად ვყიდულობდი, ნახევარი რაც საქართველოში ჩამოვიტანე, მაღაზიების ნაჩუქარია…

“HOT PACK”- ჩემი განუყრელი მეგობარი სეულის ცივ ამინდებში. ეს გამოგონება არც საქართველოს აწყენდა…

არ დამავიწყდება ახალი წლის ზღაპრული წინა ღამე და ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ჩვენი სახლში წაყვანა არ უნდოდათ, რადგანაც კორეული არ ვიცოდით… მეტრო 12 ზე იკეტებოდა, არც ავტობუსები მუშაობდნენ… ხოდა მოკლედ რა მოხდა? ყველა კორეელი, კორეელი ტაქსის მძღოლებივით ბოროტი არაა.. ახალგაზრდა კორეელმა წყვილმა დაგვეხმარა. რაღცნაირად დაითანხმა ერთ-ერთი ტაქსი სახლში მივეყვანეთ. სამწუხაროა რომ ამ წყვილის სახელები არ ვიცი.. ისინი რომ არა, ფეხით მოგვიწევდა სახლში მისვლა ახალ წელს-ღამის 3 საათზე თან -15 / -16 გრადუსში.

მმმმმმმმმმ ჩემი გული და სული, უფრო კუჭი- მიონგდონგი <3

“სუმ” მარკეტი, “სუმ” კაფე, “სუმ” თეატრი და მოკლედ “სუმ”-ი… 

კინაღამ დამავიწყდა- კორეული კარაოკე!! ეს არის ადგილი სადაც არ აქვს მნიშვნელობა ცუდი ხმა გაქვს თუ ხმა საერთოდ არ გაქვს - შეგიძლია ბოლო ხმაზე იმღერო და თავი ოპერის მომღერლად იგრძნო… იმღერე რაც გინდა და როგორც გინდა, რაც მთავარია არავინ დაგცინებს ^_^

ლაინ სტორი და ჩემი დიიიიდიი დათუნია!!

 “trick eye museum” - სახელწოდება უკვე ყველაფერს ამბობს..

მაპოს ხიდი… ადგილი სადაც თავს “რაღაცნაირად” გრძნობ. აქ ძალიან ბევრმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა, ბევრმაც საკუთარი თავი იპოვა… ადგილი რომელიც ულამაზესია, მაგრამ მაინც მწუხარებით გავსებს..

“Jogyesa Temple”- ძალიან მშვიდი და წმინდა… 

კორეის დიიიიდიიი სუპერმარკეტები, სადაც 99% მხოლოდ კორეული პროდუქციაა მათ შორის, ნესვის უგემრიელესი ვაფლები, ლურჯი ლიმნის წვენი და ტკბილი ჩიფსები, ნორმალური ჩიფსი ვერ ვიპოვე. სერიოზულად -_-

სეული, კორეა

ყინულის მუზეუმი და ყინულის სასრიალო )))

პირველი თოვლი-სეულში!

ლოტტეს სათავგადასავლო პარკი!! - ზღაპარული სასახლეები, ექსტრემი და 2 საათიანი რიგები…  

კიდევ უამრავი ღირშესანიშნაობა და არამარტო…

და მაინც ბოლოსთვის განგნამს შემოვიტოვებ, მაინც სეულის სავიზიტო ბარათია… მოკლედ გეტყვით, ამ ქუჩაზე 6 საათიანი სეირნობის შემდეგ - მე უბრალოდ ვგიჟდები მასზე!!!

-----

აი ასე, იმედი მაქვს კიდევ წავალ, ჩემს სეულში ❤️ )) 

სოფიკო მალაყმაძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური" 

(კონკურსგარეშე)

მსგავსი
05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...

01 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 5)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

31 August 2017

სვანეთის ყინვისფერი ტბა

პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად... ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გ...

25 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

20 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოს...

18 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)

2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ...

07 July 2017

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის...

29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ ა...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრ...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...