31 August 2017
  • 6456 ნახვა

სვანეთის ყინვისფერი ტბა

პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად...
ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გარშემო.
ლამის უკვე 7 წელია აქეთ-იქით დავწანწალებ და დღემდე მაოცებს ამ პატარა ქვეყნის ხევებსა და საჯიხვეებში ჩამალული ადგილები. საოცარი ხედებითა და გარემოთი.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გრჩება ადამიანს რაღაც სანახავი.
ამას წინათ მთაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საით ამეღო გეზი აღარ ვიცოდი. მონატრებულზე რამე მსუყე გასვლა მინდოდა მომეწყო, კუნთებსა და სულს ერთიანად რომ გამიკაჟებდა.
დავიწყე ფიქრი და ქექვა, სრულებით მოულოდნელად მეგობარმა სვანეთის მთებში ჩამალულ ტბებზე გადამიკრა სიტყვა... "შორსაა მაგრამ ლამაზიაო... ბევრი ტბაა, ერთ-ერთი ყინულოვანია და არასდროს დნებაო..."
ყინულოვანი ტბები მიყვარს,ზოგადად ყინულოვანი ყველაფერი მიყვარს. ამიტომაა არაადამიანური ლტოლვა რომ მაქვს ჩრდილოეთისკენ, ალიასკა იქნება ეს კანადა, თუ კამჩატკა...

მოკლედ, გავიგე ყინულოვანიაო და მაშინვე ჩანთის ჩალაგებას შევუდექი.
მოვიძიე ადამიანები ნამყოფები რომ იყვნენ და არწივი რომ დააცხრება ხოლმე ნადავლს კლანჭებით, ისე შევუტიე კითხვებით. გამოვკითხე საიდან რა როგორთქო, ტრეკიც გავწერეთ და გზას დავადექით.
შორია. სვანეთი ნამდვილად შორია. მაგრამ მთელი ღამის მგზავრობის შემდეგ მივაღწიეთ.
მესაზღვრეები დაგხვდნენ: -" საშვის გარეშე წესია და ვერ გაგიშვებთო, საერთოდაც გოგოები მარტო სად მიდიხართო" იხუმრეს, მაგრამ მალევე წყლის ორთქილივით გააქრეს ეგ თემა ჰაერშივე. მონაცემები ჩაიწერეს, -: ე მანდ არ დაგაგვიანდეთ, გზაზე ადგახართო" ტელეგრამის მაგივრად სად აღარ რეკეს, რომ სწრაფად მიგვეღო ნებართვა. მოკლედ, სამი დღე მოგვცეს ჩვენივე სურვილით მოსაბოდიალებლად და გაგვიშვეს...
11 საათზე დავიწყეთ ხეობაში აღმართისთვის თავის რტყმა, ჯერ ქვიანი ხეობა და ცოტა ცოცვა, შემდეგ ამწვანებული მინდორი ,ბუზები, თაკარა მზე და დაღლილობისაგან ღოღვა, შემდეგ ქედის გადაჭრა და ვსიო მივედითთქო ვფიქრობ, ქედიდან ვართ დასაშვებები, მეზარება არადა, ქედიდან სანუკვარ ტბას ვხედავ, მაგრამ დაღმართია, ქვიანია, მუხლი აღარ იჭერს, დაღლილი ვარ, ღამდება არადა, უცბად გავიხედეთ და ნანატრი თოვლი: .. . 
-წამო, წამო თოვლზე დავუყვეთ სახალისოა,- შემომძახა მეგობარმა და ჩვენც დავუყევით...

ყინვისფერი ტბა სვანეთში
გზა მაინც დაგრძელდა, საღამოხანსღა მივაღწიეთ საბანაკეს. საბანაკეს რა, ადგილს სადაც ლოდები მუშტისხელა ქვებს ჰქონდათ შეცვლილი...

ორი ღამის უძილობამ, შიმშილმა და 8 საათის მანძილზე რესკ აღმართთან ჭიდაობამ თავისი ქნა. თავს გაბრუებულად ვგრძნობდით და ვერ ვიაზრებდით სად ვიყავით, რას ვხედავდით...

ტბას ვუყურებდი და ვერ აღვიქვამდი, მივხვდი მეორე დილამდე აზრი არ ქონდა ჯდომასა და ცდას, რომ სილამაზის აღქმას შევძლებდი... ჩვენს კარავთან უზარმაზარ ქვის ლოდზე ავცოცდით და ცას დავუწყეთ მიშტერება, გატრუნული დაჭერილი წამი იყო... შემდეგ უკვე გემრიელად ნავახშმები კარავში შევძვერით და გავითიშეთ...
მეორე დილას თერთმეტამდე არ გაგვღვიძებია, ეს დღე მთლიანად ჩვენს ნებაზე სამართავად და დასასვენებლად გვქონდა აღებული, კარვიდან გამოვედი თუ არა მთელს ტანში ბედნიერების მუხტმა დამიარა... ჩემს წინ უზარმაზარი, ულღობი, ყინვისფერი ტბა იყო. გონება ბედნიერებისგან გამეყინა.

ტბა

ისე, რა მაგის პასუხია და: იცით რას ნიშანვს ადგილობრივების ენაზე ალიასკა? - " ის რასაც ზღვა ეხლება"
ამ ტბას კი დავარქმევდი -" ის რასაც სხვა ვერ ხედავს"...
იმის გააზრებაზე, რომ თითებზე შემიძლია იმ ხალხის ჩამოთვლა ვისაც ეს ტბა აქვს ნანახი, ვსევდიანდები. ყველასთვის მემეტებოდა, მინდოდა ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ამომეყვანა აქ მის სანახავად, დამემტკიცებინა, რომ ყინულოვან ტბებზე ლამაზი, ერთდოულად მკაცრი და ჰარმონიული სამყაროში არაფერია...
მოკლედ, ჩასვლა გადავწყვიტეთ, და ყინულზე გაბოდიალებაც...

აგვისტოსთან ჭიდაობის კვალი ყინულს ნაპრალებად ეტყობოდა, ჩვენ კი ამ ნაპრალებზე წინ და უკან დავხტოდით, ლღობად ადგილებს თვალს ვარიდებდით და ლამის იყო თავი ჩაგვეყო ნაპრალსა და ნაპრალს შორის "აისბერგის" ძირის სიღრმის საკუთარი თვალით დასანახად...

ნაპრალი ტბაზე
ოცნება ავიხდინე.
დედამიწის ჩრდილოეთს თუ ვერ მივაღწევ გული მაინც არასდროს დამწყდება. საკუთარი ქვეყნის ნაწილში, ფაქტიურად ყურისძირში არანაკლებად მშვენიერი ადგილი მაქვს... ადგილი, სადაც დათვებისა და ჩემნაირი ერთი-ორი მაწანწალას მეტს ვერავის შეხვდებით    ჩრდილოეთი, ყველგან ჩრდილოეთია მეგობრებო 

ყინვისფერი ტბა სვანეთში

სვანეთი, ტბა

 


მსგავსი
24 May 2017

Если ты не был в Сванетии, ты не видел Грузии

„Только о двух вещая мы будем жалеть на смертном одре – что мало любили и мало путешествовали.” ...

24 May 2017

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ...

22 May 2017

რაჭა ჩემი სიყვარული!

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლა...

21 May 2017

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკა...

21 May 2017

დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამი...

20 May 2017

გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შ...

19 May 2017

პილიგრიმული ტური მანგლისში და ჯავახეთში

გამარჯობათ მე ვარ ქეთევან ჭიღლაძე. ვცხოვრობ ქ. ქუთაისში. ვარ შ.შ.მ პირთა არასამთავრობო საქველმოქმედო ასოციაციის წევრი. ჩვენი ორ...

18 May 2017

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბა...

17 May 2017

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რ...

16 May 2017

ჩემი გერმანული არდადეგები

გამარჯობა, მე მარიამი ვარ. 11 წლის. მინდა ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და პირველად მომიწია ს...