11 September 2017
  • 588 ნახვა

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...

პირველი ეპიზოდი წაიკითხეთ აქ

მეორე ეპიზოდი

მესამე ეპიზოდი

მეოთხე ეპიზოდი

მეხუთე ეპიზოდი

მეექვსე ეპიზოდი

***

დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, შევედით სოფელში. არ ვიცი, დაღლილობის ბრალი იყო თუ რა ხდებოდა, მაგრამ ჩვეულებრივად საშინელებათა ფილმში აღმოვჩნდით: ვიწრო, ბნელი ქუჩები - თან წვიმს, ტალახიანია ყველაფერი. დანგრეული შენობები და თაღები ავსებენ ქუჩებს, ქუჩები კიდე ადიან დ ადიან მაღლა, მანქანა ძლივს მირახრახებს ამ სიმაღლეზე. ერთადერთი ხმა იმის სადღაც, მდინარის თუ ჩანჩქერის. მძღოლიც შეშფოთებული იყურება, ცდილობს მისამართები მოძებნოს კედლებზე, მაგრამ რანაირად... ჯერ ბნელა და მერე კიდე არცაა არაფერი გაკრული. მოკლედ, სადღაც სიკვდილში რომ ავედით, მგონი ეგაა მოვედითო და გააჩერა. აქ ქვემოთ ქუჩაზე უფრო ბნელოდა, აზრზე არ ვიყავით, სად ვიყავით. ჩამვოვედით, ამასობაში ჩვენს ჰოსთს ვწერთ, მგონი მოვედითთქო. ხო და იმანაც, კაი დამელოდეთო. ჩამოვედით მანქანიდან, თან ისევ წვიმს, სადღაც ირანში მიყრუებულ მინგრეულ სოფელში ვარ, არსით ხმა არსით ძახილ, არსით გასაქცევი, არაფერი მოკლედ. უცებ გვერდზე ჩაბნელებული თაღიდან რაღაც ფანრიანი ლანდი გამოძრწა და მოვიდა ჩვენთან. ჩამომხმარი, ჩალის ფიგურა რომ წარმოიდგინოთ დიდი თვალებით და ფარნით ხელში - ეგეთი იყო, წამოდითო. მეთქი, მოიცა ვინაა ეს, სად მივყვებით? თან ამ სიბნელეში მიგვიძღვის. მაგრამ სხვა რა არჩევანია, სხვა თუ არაფერი ცოცხალი მაინცაა, ადამიანებთან მიგივყვანდა. ჩავედით ერთ ტალახიან დაღმართზე და სინათლე გამოჩნდა, მეთქი არიქა გადვრჩით, ეხა ამას ხელიდან დავუსხლტეთ და ეგაა, სამშვიდობოს ვართთქო. მარა ამან აქეთო და სადღაც კარი შეაღო. შეაღო და რა შეაღო ;დ

ამ 10-15 წუთიანი ისტერიკის მერე ერთიანად მოგვეშვა ყველას ;დ პატარა კუკუნა ანდერგრაუნდში ამოვყეთ თავები. შევედით გაოცებულები, ვხედავთ აგერ ბარია, მუსიკა ისმის გადასარევი (არაშის მერე ხო აზზე ხართ ეხა), ფერადი და ძველი ნივთებით და ხარახურთ გაწყობილი უსაყვარლესი  ინტერიერი, მაგიდები, მაგიდის ფეხბურთი დგას კუთხეში. ჩვენი ჰოსთი მოჰამედი გამოგვეგება ზანტი ღიმილით, რაღაი თქვენ მოაღწიეთო. შევედით კიდე უფრო ღრმად და შემდეგი სურათი: ასე 7-8 ევროპელი ზოგი გერმანიიდან, ზოგი საფრანგეთიდან, ერთი კორეელიც იყო მგონი შემოსხდომიან მაგიდას და საყვარლად დაბოლილები მსჯელობენ რა არის ბედნიერება (!). მივესალმეთ ყველას, მერე მოჰამედმა წამოდით ჯერ ჩანთები დაალაგეთ და გაგანაწილებთო. ავედით, მოჰამედის უცნაურ სახლში, სადაც სულ მცირე 13 კაცს დაედო ბინა იმ მომენტისთვის (მერე დაემატნენ).

private bedroom :D

ამანაც გაგვანაწილა და ჩამოვედით დაბლა. ხო მართლა, ეს გამხმარი ჩალის კაცი მოჰამედის ძმადნაფიცი თუ რაღაც ამგვარი ყოფილა, არაფერი საშიში თურმე. ჩვენი მასპინძელი ძაან საყვარელი და მოწესრიგებული ტიპია, ყველაფერი მომარაგებული აქვს თავის პარატა ბარ-საკუჭნაოში, მრავალნაირი ალკოჰოლის ჩათვლით. რა გინდა დაგჭირდებს, რომ ამან არ გააძროს უცებ - მაგრამ ძვირად ! :დ

ჩავედით დაბლა და შევუერთდით საზოგადოებას. ჩავერთეთ ლაპარაკში, აქეთაც გვკითხეს რა ხალხი ხართ, საიდან მოდიხართ და საით მიდიხართო. ყველა ასე ჩვენსვით მაწანწლა იყო. ყველანი დაინტერესდნენ ახალმოსულებით, გამოგვკითხეს ჩვენი გეგმები, მერე საქართველოზე, მერე ძველი დისკუსია განაახლეს და ჩვენც ჩავერთეთ. ჩვენს მაგიდასთან პედრო იჯდა, პორტუგალიელი მოზაურ-ჟურნალისტი. ძაან გამოშტერებული იყო, ვარაუდით გვიყურებდა და მოგვმართავდა, ალბათ დარწმუნებული არ იყო, მართლა იჯდა ვინმე მის გვერდით თუ არა. მერე ჭიქა მოგვაწოდა, ირანული ლუდია, გასინჯეთო. ლუდი - ალკოჰოლგამოცლილი და ისიც გაზგასული და თბილი ვაფშე არაა გემრიელი, მარა რაც იყო, გაგვიხარდა პედროსგან ყურადღება ;დ ეგრევე გავშინაურდით. ჩაი მოგვიტანეს, საჭმელი ვიყიდეთ. პედროს გარდა ვინსენტი და ფლორიანი გავიცანით, დანარჩენების სახელები არ მახსოვს ყველასი. ვინსი და ფლორიანი რამდენიმე კვირის წინ თბილისში იყვნენ, შევხვდით, დათამ და ლუკამ თბილისის night life-ს აზიარეს და ასე ბედნიერად რუსეთისკენ წავიდნენ.

ესეც იქაური ინტერიერი: 

ჩაიხანა

ინტერნაციონალური საფეხბურთო მატჩი

ცოტა ექსტერიერიც :) 

 

ხედი საძინებლიდან :)

მოკლედ, აღფრთოვანებულები ვიყავით ამ ადგილით, თან ეს დღე უსიამოვნოდ მიდიოდა მაგრამ დასასრულს მთელი დღის ნეგატივი გადაწონა აქაურობამ. გვიან დავიძინეთ და მეორე დღესაც გვიან გავიღვიძეთ. აგრამ სანამ ჩვენით ავდგებოდით, პედრო მოგვადგა, გაგვაღვიძა 8 საათზე და წამოთ, შირაზში ჩავდივარ და ვარდისფერი მეჩეთი ვნახოთო. მეთქი რა მეჩეთი, თავი დაგვანებე :დ მე ვუთხარი, ბიჭები გაიღვიძებენ გვიან და მირჩევნია დაველოდოთქო.

დილას სოფელი წუხანდელისგან განსხვავებული ჩანდა: ანიმაციას ჰგავდა იქაურობა. ძველი სახლები, სხვადასხვაფრად შეღებილი კარებითა და ფანჯრებით, ყვავილებით გამოძეძგილი ფერადი აივნები და ფანჯრის რაფები, ქვაფენილიანი ვიწრო გზები, ახლო მთიანი ჰორიზონტი და მდინარის თუ ჩანჩქერის ხმა. მოკლედ, ხასხასა და იდეალური იყო ყველაფერი, მყუდრო, საყვარელი და უწყინარი.

ქუჩა ღალათში

ადრე შუადღეს ვისაუზმეთ და ქალაქში გასასვლელად ავტობუსის გაჩერებაზე გავედით. აქ ავტობუსში უკან გადამსვეს - ქალი ხარ და წინ ვერ დაჯდებიო :)  მეც დავჯექი და ვუყურებ შავი ნაჭრებით შებურულ ქალებს. ჩემგან მარცხნივ ერთი ქალი იჯდა, მარტო სახე უჩანდა და ჩადრის ქვეშ რაღაცს არხევდა თუ თვითონ ირხეოდა. მერე რომ დავაკვირდი, ბავშვი ჰყოლია შემალული საფარქვეშ. ერთერთ გაჩერებაზე კაცი ამოვიდა, ორი შვილით, პატარა ბიჭით და გოგოთი. ვიღაც ქალს სთხოვა, გოგოს ხელი მოკიდოთო იქნებაო და თვითონ და თავისი ბიჭი შვილი წინ დასხდნენ. მერე ლუკამ რატომღაც გადაწყვიტა, ამ ქალების განყოფილებას ფოტოს გადავუღებო და მოატრიალა ობიექტივი - ლუკას მოტრიალება ერთი იყო და მაშინვე აიშალა სასტავი - ზოგი ადგილიდან წამოხტა და უკან გადავიდა სასწრაფოდ, ზოგმა ჩადრში კიდევ უფრო ღრმად ჩამალა სახე და აქეთ-იქით იხრებოდნენ, მალავდნენ იმას, რაც ისედაც არ უჩანდათ, მაგრამ ინსტიქტურად ალბათ. კაი ფოტო არ გამოვიდა, მაგრამ მეორედ იგივე ვერ გარისკა ლუკამ, ვინმემ რამე ცუდად არ მიიღოსო, ქალების გარდა მთელი განყოფილება სპარსი კაცებიც იქ იყვნენ ბოლობოლო...

შირაზში ჩავედით და შირაზში ხეტიალზე შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით ^_^

 

მსგავსი
29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...