22 September 2017
  • 658 ნახვა

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილიკებს. დავეშვით.სტოკჰოლმიაეროპორტში კონტროლის გავლისას გული ამიჩქარდა, მაგრამ შვედი მესაზღვრეები ღიმილიანები და მეგობრულები არიან და ერთადერთი კითხვის შემდეგ ბედნიერი დასვენება მისურვეს და ღიმილით გამაცილეს.

აეროპორტიდან გამოსულს პირველი, რაც მესიამოვნა, სუფთა ჰაერი იყო. ხარბად ჩავისუნთქე და სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. გზადაგზა ვათვალიერებდი ტყეებს, ალაგ-ალაგ წითელ კრამიტიან ფერად სახლებს და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ დედაქალაქი შეიძლება ასეთი მწვანე იყოს.

მეორე დღეს სტოკჰოლმის ასათვისებლად დავიძარი და პირველ რიგში რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რაც გაგიმარტივებთ ქალაქში მოძრაობას.

ვალუტა

სკანდინავიის ქვეყნები ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება ვალუტით - აქ ყველაფერს მხოლოდ კრონებით იყიდი. თუმცა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა სტოკჰოლმი. სულ რამდენიმეა. მე ვალუტა T-centralen -ზე დავახურდავე , ანუ სტოკჰოლმის სადგურის მოედანზე. თუმცა, იქამდე რომ მიაღწიოთ, აუცილებელია, ჯიბეში კრონები გქონდეთ. ამიტომ, გირჩევთ, აეროპორტშივე გადაახურდავოთ ფული ან მისი ნაწილი.

კონვერტაცია დაახლოებით ასეთია - 10 კრონი = 1 ევროს.

მგზავრობა

სამგზავროდ აუცილებელია იყიდოთ SL - ლურჯი ბარათი. 1 კვირიანი მგზავრობის ფასი 260-350 (დაახლოებით 26-35 ევრო)კრონია და დამოკიდებულია ასაკზე. ერთჯერადი ბილეთით სარგებლობა ძვირი და მოუხერხებელია. თვითონ ბარათიც თანხა ღირს და ვადა 6 წელი აქვს. ბარათით სარგებლობა შეგიძლიათ მეტროში, პენდელში, ბორანზე და ავტობუსებში. ანუ, სტოკჰოლმის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლოთ ტაქსით იმიტომ, რომ უბრალოდ ჩაჯდომაც კი ფასიანია და დაახლოებით 500 კრონი , ანუ 50 ევრო ღირს.

ჩარიცხული თანხით იმგზავრებთ ზუსტად ის პერიოდი, რა პერიოდითაც იყიდეთ. თუ დავუშვათ, ორშაბათს 12:35 წუთზე იყიდეთ ერთკვირიანი პაკეტი, მომდევნო ორშაბათს 12:35-ის შემდეგ ვერ შეძლებთ მგზავრობას. ბარათის შევსება შესაძლებელია მარკეტებში, მეტროებში, პენდელში. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსში გაგითავდათ სამგზავრო, მძღოლები გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს და ღიმილით განიშნებენ, რომ ახვიდე.სტოკჰოლმის მეტროგირჩევთ, რომ გადმოწეროთ პროგრამა Res I Sthlm ან Stockholm Rail. მათი დახმარებით მარტივად გაიგებთ, როდის მოვა თქვენი ავტობუსი და ზუსტად გამოთვალოთ, როდის უნდა გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებით გამოსადეგია ზამთარში, როცა ძალიან ცივა და ავტობუსის გაჩერებაზე ლოდინი არც ისე კარგი პერსპექტივაა. მიუხედავად იმისა, რომ გაჩერებებზე გათბობა არის და ზამთარშიც საკმაოდ თბილა. თუმცა, მაინც ჯობს ავტობუსის მოსვლის დრო შეამოწმოთ და 1-2 წუთით ადრე ადგილზე იყოთ.სტოკჰოლმი

კვება

გირჩევთ, რომ საკვები სახლში მოამზადოთ ან ისეთ ადგილებში იაროთ, სადაც ე.წ. ბუფეები აქვთ. ანუ, იხდით 150-200 კრონს (15-20 ევრო) და შედიხარ მთელი დღით. ყველანაირი საკვები ნებისმიერი ოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა როგორც წესი, სასმელი ფასში არ შედის. რეკომენდირებულია სუშის და აზიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის. ჩინურ ბუფეებში აბსოლიტურად ყველა სახის სუშია და ძალიან, ძალიან გემრიელი საჭმელი.

იაფია ფასტ-ფუდიც - burger king , Mcdonalds და ა.შ. მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვიყავი და საშინლად არ მომეწონა სიბინძურე. მაგიდები გადმოსაწმენდი დაგვხვდა, იატაკზე საჭმელი და ნახმარი ხელსახოცები ეყარა, ტუალეტით სარგებლობა კიდევ ბურგერ კინგსში ფასიანი აღმოჩნდა. მოკლედ, ფასთ ფუდს ბევრად ჯობს სხვა გზებს მიმართოთ საკვებად.

ასევე, უგემრიელესი კრუასანები აქვთ Pressbyran - ში. ზოგადად, შვედეთში აუცილებლად უნდა გასინჯოთ იქაური ფუნთუშები. Pressbyran ნებისმიერ მეტროს და პენდელის სადგურშია და 30-50 კრონად (3-5 ევრო) შეგიძლიათ ყავა და ფუნთუშა ერთად იყიდოთ.

ძალიან პოპულარულია espresso house და თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ. ყველაზე დიდი ღირსება უპაროლო ვაიფაია, რაც სტოკჰოლმში იშვიათია და სულ რამდენიმე ადგილასაა.

გემრიელი და ხელმისაწვდომია იტალიური რესტორნები უგემრილესი პიცებით და პასტებით. პიცის ფასი დაახლოებით 100 კრონია. იტალიელების დამზადებული პიცა, თხელი ცომით, ზომიერად ცხიმიანი და უზომოდ გემრიელი ნამდვილად ღირს 100 კრონი. აქვე - აუცილებლად გასინჯეთ კალცონე.

როგორც იქნა მივადექი ჩემთვის მტკივნეულ საკითხს - წყალს. წყალი საკმაოდ ძვირი ღირს. მეტროებში 23 – 30 კრონი ანუ 3 ევრომდე , მაღაზიებში შედარებით იაფი. მაგრამ გირჩევთ, რომ წყალი თან ატაროთ. ონკანში ბევრად უფრო გემრიელი წყალია, ვიდრე მარკეტებში. იმიტომ, რომ ხშირად ბოთლს არ აწერია, რომ გაზიანია და შეფუთვით უნდა მიხვდეთ. რამდენჯერმე საშინლად უგემური გაზიანი წყალი შემრჩა. ამიტომ, Stadium ის 100 კრონად ნაყიდი უსაყვარლესი თერმოსით დამქონდა წყალი. ტემპერატურის გამო ხშირად არც მოგწყურდებათ და ნახევარი ლიტრი წყალი ერთი დღის ბოდიალისთვის საკმარისია.

ხილი, რძის პროდუქტი და ნაყინები ხელმისაწვდომ ფასებშია და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი.

სტოკჰოლმში პატარა მაღაზიებს ვერ ნახავთ. 4 ქსელური მარკეტია. მე ძირითადად ICA ში ვყიდულობდი - შვედური მარკეტია, სეილებიც საკმაოდ ხშირად არის და ბევრ გემრიელობას ნახავთ. გაითვალისწინეთ, რომ მარკეტები 24 საათი არ მუშაობს. დაახლოებით 10 საათისთვის იკეტება და თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ, 10 საათამდე უნდა მოასწროთ.

შოპინგი

სტოკჰოლმში ბევრი მოლია. თუ ფასდაკლებების დროს დაემთხვევით, საკმაოდ იაფად შეიძლება ბევრი რამის ყიდვა. H&M განსაკუთრებით ხელმისაწვდომია იმიტომ, რომ შვედურია. ზოგადად, ყველანაირ მაღაზიას ნახავთ. არის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ბრენდები, ღია და დახურული მოლები და ფასებიც განსხვავებულია. მაგალითად, ქალაქის ცენტრში ფასდაკლებები შეიძლება არ იყოს და ცოტა განსხვავებული პროდუქცია იყოს, ვიდრე რომელიმე სხვა უბანში. მე გამიმართლა და ფასდაკლებების პერიოდში მომიწია წასვლა. ამიტომ, საკმაოდ ბევრი რამე ვიყიდე. მოლში დაკარგვა ძალიან რთულია - ყველგან წარწერებია. თუმცა, ყველაზე დიდი უცნაურობა, რაც შემემთხვა იყო კითხვა - are you member? რაც თურმე ნიშნავდა, რომ შვედეთის მოქალაქეებისთვის ზოგიერთ მაღაზიაში სპეციალური ფასებია. მე, ჩვეულებრივი მოკვდავი თუ ვიხდი ნივთში 500 კრონს, შვედეთის მოქალაქემ იგივე ნივთი შეიძლება 300 კრონად იყიდოს. ამიტომ, თუ გყავთ შვედი ან შვედეთის მოქალაქე მეგობარი, აუცილებლად გაიყოლეთ შოპინგზე.

შოპინგის შემდეგ გემრიელად ყავის დალევაც კარგია, ამიტომ, ბევრ მოლში სტარბაქსიც არის, ძალიან გემრიელი ყავით და ნამცხვრებით. 

თუ მწეველი ხართ, აუცილებლად სინჯეთ და იყიდეთ სნუსი. სნუსის სამშობლო შვედეთია და ალბათ, ღირს ერთხელ გასასინჯად.

ასევე, ყველგან ლაპარაკობენ ინგლისურად და ორიოდე სიტყვის სწავლას გირჩევდით შვედურად - hey - გამარჯობა და tack så mycket - დიდი მადლობა. 

პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, როცა სამგზავრო ბარათი ხელში გვიჭირავს, არც გვშია, არც გვწყურია, თბილი დუტიც გვაცვია და შვედურად ორი მთავარი სიტყვა ვიცით, შეგვიძლია ქალაქის დასათვალიერებლად წავიდეთ. 

 

მსგავსი
29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...