22 September 2017
  • 478 ნახვა

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მეტრო). ძალიან რთულია, რომ სტოკჰოლმში დაიკარგო. იმიტომ, რომ ყველგან წარწერები ორ ენაზეა - შვედურად და ინგლისურად. მეტროს სადგურებში და ვაგონებში შეხვდებით რუკას, სადაც მთელი მეტროს სქემაა დატანილი.

სტოკჰოლმში სამი ხაზია - ლურჯი ხაზი, მწვანე ხაზი და წითელი ხაზი. როგორც ამბობენ, ყველაზე ლამაზი წითელი ხაზია, მაგრამ მე ყველა მეტროსადგური მომეწონა, სადაც მომიწია გამოვლა. მთავარი სადგური, ანუ T-ცენტრალი არის სტოკჰოლმის მეტროს გული და იმდენი ამოსასვლელი აქვს, თავბრუ მეხვეოდა როცა ამოვდიოდი. ამავე სადგურზე ჩერდება პენდელიც.

ზოგადად, სტოკჰოლმის მეტროს სილამაზე ცნობილია და ჩემი რჩევა იქნება, სადგურები დაათვალიეროთ. შეიძლება ბევრ საინტერესო რამეს წააწყდეთ.მეტრო სტოკჰოლმშიმეტროდან ამოსვლის შემდეგ სტოკჰოლმის ცენტრში მოხვდებით. ლამაზ, ძველებური სტილის შენობებს, ჩუქურთმებით და ყვავილებიანი აივნებით ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე, მინის და მეტალის კომბინაციით შექმნილი შენობები. სწორედ ერთ-ერთ მათგანთან მოხდა ტერაქტი - ძალიან სამწუხარო ფაქტი შვედეთის უახლეს ისტორიაში.

გზად ბევრი მაღაზია, სასტუმრო და კაფე შეგხვდებათ. ერთ-ერთი შენობა გერმანული ეკლესიაა - უჩვეულოდ მაღალი, ლამაზი ექსტერიერით და მწვანე, წყნარი ეზოთი. დილაობით და საღამოობით ეკლესიის ეზოში უფასოდ არიგებენ საკვებს, ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და დანაყრდეს. ეზოში შესაძლოა პიკნიკზე გამოსულ ხალხს, ხელიხელჩაკიდებულ წყვილებს და ბავშვებს გადაეყაროთ. 

სტოკჰოლმში ყველაფრის მუზეუმს ნახავთ, იქნება ეს ABBA, ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმი თუ სნუსის ან ფოსტის, ან თუნდაც, ტრანსპორტის მუზეუმი. ამიტომ, შეგიძლიათ გაეცნოთ მუზეუმების სიას ინტერნეტის მეშვეობით და გადაწყვიტოთ, რომელი უფრო ჯდება თქვენს გემოვნებაში. მე კიდევ აუცილებლად გირჩევთ, რომ ნახოთ Vasa Museum - ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა, რაც შეიძლება მუზეუმში შეგხვდეთ.ცენტრალური ქუჩიდან მუზეუმისკენ საქართველოში გაუქმებული ტრანსპორტი - ტრამვაი დადის. ტრამვაიში სამგზავრო ბარათით ჩვეულებრივად ისარგებლებთ, თქვენთან ბარათის დასაფიქსირებლად თავის ფეხით მოვა მომღიმარი კონტროლიორი და რამდენიმე გაჩერებაში მოხვდებით მუზეუმთან.Vasa Museum, Stockholmმუზეუმი საკმაოდ დიდია და მოიცავს 7 სართულს. თუმცა, მთავარი ექსპონანტი შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ - Vasa - გემი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში სტოკჰოლმის პორტიდან გავიდა და მალევე, დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიძირა. გემი ულამაზესია - ძალიან მდიდრული, ორიგინალური. ხის და სხვადასხვა ლითონებისგანაა მოპირკეთებული.vasa museumმუზეუმში შეგიძლიათ უყუროთ ფილმს გემზე და გაიგოთ სავარაუდო მიზეზები, თუ რატომ ჩაიძირა გემი. ნახავთ, როგორ შენდებოდა გემი - პატარა მაკეტზე მთელი პროცესია გამოსახული.ერთ-ერთ სართულზე შემზარავად რეალური მეზღვაურების ცვილის ფიგურები შეგხვდებათ. პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის, როცა ცვილის ფიგურასთან მომიწია შეხება და ძალიან კარგად იყო გადმოცემული მთელი ამბის ტრაგედია. ოფლით დაცვარულ სახიან ჭაღარა მეზღვაურს ცისფერ თვალებში ჩამდგარი ცრემლი უჩანს და ჩასაძირად განწირული გემიდან იყურება.vasa museumფიგურები ნამდვილად გადმოსცემენ გემზე არსებულ ატმოსფეროს. ნახავთ, როგორ ამოიღეს გემი ზღვიდან, როგორ მუშავდებოდა, როგორ იკვლევდნენ მისი ჩაძირვის მიზეზებს მეცნიერები. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ საინფორმაციო დაფებს მეტი ინფორმაციისთვის. ვასას მუზეუმი ძალიან პოპულარულია ტურისტებში - ვიკიპედიაზე დაყრდნობით, სულ ცოტა, 25 მილიონ ტურისტს უნდა ჰქონდეს ნანახი.

მუზეუმიდან გამოსულებს რამდენიმე ალტერნატივა გაქვთ - კიდევ ერთ მუზეუმს ეწვიოთ - Nordiska - სასახლის მაგვარ შენობაში განთავსებულ შვედეთის ისტორიის და კულტურის მუზეუმს, სხვა მუზეუმში წახვიდეთ, რამდენიმე გაჩერების გავლის შემდეგ საწყის წერტილს დაუბრუნდეთ. თუმცა, მე თუ წამომყვებით, შემდეგ პოსტში მოგიყვებით, სად შეიძლება წახვიდეთ ისე, რომ ცოტა ხნით ქალაქი საერთოდ დაივიწყოთ.. 

მსგავსი
18 May 2017

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბა...

17 May 2017

სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები

მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და, კა­ცი ‘გა­აპ­აპ­უტ­კებ­და“ ვფიქ­რ...

16 May 2017

ჩემი გერმანული არდადეგები

გამარჯობა, მე მარიამი ვარ. 11 წლის. მინდა ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და პირველად მომიწია ს...

16 May 2017

გორდი - ბუნების სილამაზე

მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი კუთხიდან იმერეთიდან, კერძოდ კი სოფელი გორდიდან. როგორც ბევრი სხვა სოფელი ესეც ულამაზეს...

16 May 2017

წაღვერი - ულამაზესი ადგილი დასვენების და მოგზაურობისთვის

წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის...

15 May 2017

ცხრაჯვარი - უფრო მეტი სიახლოვე ბუნებასთან

თუ ვინმე მკითხავს რომელია თქვენი საყვარელი ადგილიო, დაუფიქრებლად ვეტყვი, რომ ეს ცხრაჯვარია. ადგილი, რომელსაც უმრავლესობა რაჭას ...

13 May 2017

მოგზაურობა ზემო რაჭაში

ეძღვნება კეთილ ადამიანებს...   გზა დამილოცე, მეგობარო, გზა დამილოცე! მარად შენი ვარ...

11 May 2017

ჩაერთე კონკურსში - მოგზაურის დღიური

მოიგე ორკაციანი საგზური ბაქოში ან სალაშქრო ინვენტარი! თუ გიყვარს მოგზაურობა, ეს შენი შანსია! ჩაერთე Turebi.Ge-ის ...