28 September 2017
  • 494 ნახვა

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე გავჩერდით. საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გვქონდა გზის გასაგრძელებლად. ამ პოსტში კი განვიხილავ ერთ-ერთ ვარიანტს - ატრაქციონების პარკს. იმ შემთხვევაში, თუ გინდათ დაბრუნება ბავშვობაში, ბევრი ადრენალინი და გემრიელი სიცილი, Grona lund-ში წასვლა იდეალური ვარიანტია. ეს უკანასკნელი ზუსტად იმ კუნძულზე მდებარეობს, სადაც მუზეუმი. 

შესვლის ფასი და სამუშაო საათები იხილეთ საიტზე .

გრონა ლუნდში დაგხვდებათ უამრავი ატრაქციონი ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის - ამერიკული გორაკებით დაწყებული, უზარმაზარი საქანელით დასრულებული, რომელსაც მაღლა აყავხართ და მთელი სტოკჰოლმის დანახვაა შესაძლებელი. თან, ადრენალინიც დიდია.

გრონა ლუნდში მოხვედრა როგორც ხმელეთით, ისე ბორანითაა შესაძლებელი. ბორანზე მგზავრობა SL - ით არის შესაძლებელი და ძალიან კარგია, თუ ხმელეთით მიხვალთ და ზღვით დაბრუნდებით ისევ ხმელეთზე. მცირე გასეირნებით ბორანზე შეგიძლიათ გატესტოთ.. თუმცა არა, ეს სიურპრიზად დავტოვოთ.

გაითვალისწინეთ, რომ პარკი ზამთარში იკეტება. იმიტომ, რომ ზამთარში თავისუფლად შეიძლება რომელიმე ატრაქციონზე მიიყინოს ადამიანი. აგვისტოს მიწურულსაც კი ძალიან, ძალიან შემცივდა.

აქვე გეტყვით, რომ შვედეთი ყოველთვის კარგია. ზამთარშიც ულამაზესია, შემოდგომა საოცრად ფერადია, გაზაფხულის მიწურულს თეთრი ღამეებია, ზაფხულში კიდევ საოცარი სილამაზე, მაგრამ ზაფხული მაინც ყველაზე კარგი სეზონია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ყველგან 35-40 გრადუსი ცელსიუსით ფიქსირდება და სუნთქვა შეუძლებელია. ალბათ, ზამთარშიც მოვხვდები და მერე უკეთ გეტყვით, როდის ჯობს წასვლა.

გრონა ლუნდში არის რამდენიმე კატეგორიის ატრაქციონი: გასახურებელი, ხმის ჩასახლეჩი და სასიკვდილო. სასიკვდილოში ვგულისხმობ ჯერ რომ ვერ გავბედე დაჯდომა - წარმოიდგინეთ, სხდებით დაახლოებით ველოსიპედის სკამის ზომის სკამზე და ადიხართ ზემოთ, რაღაც პერიოდი ჩერდებით და მერე დაბლა გიშვებენ მოწყვეტით. როცა გგონიათ, რომ უკვე დასრულდა, ისევ ზემოთ მიგაქანებენ... მე ძალიან შემეშინდებოდა. ჰოდა, ამიტომ ხმის ჩასახლეჩით შემოვიფარგლე, თუმცა ერთი სასიკვდილოც შევაპარე. იასამნისფერი ატრაქციონია, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს და ცოტა არ იყოს საშიშია. ატრაქციონი გაბურთავებთ, მოგისვრით წინ და უკან და ერთ მომენტში თითქოს ზღვაშიც გიპირებთ მოსროლას. იქიდან რომ ჩამოვედი, მთელ სახეზე სიცილი მქონდა მიყინული და თმები - ზღარბივით ყალყზე დამდგარი. აუცილებლად უნდა სცადოთ იასამნისფერი ატრაქციონი..

ჰო, კიდევ რაღაც მომენტში შეიძლება ფოტო გადაგიღოთ აპარატმა და შემდეგ სამახსოვროდ დაგრჩეთ. ჩემი რამდენიმე ფოტოც მოიპოვება, უბედნიერესი სახე რომ მაქვს და აშკარად ბოლო ხმაზე რომ ვკივი.

გრონა ლუნდი აუცილებლად ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ძალიან კარგი ემოციებით დატვირთული დაბრუნდებით სახლში გვიან, იმიტომ, რომ პარკი 23 საათზე იკეტება და დიდხანს შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ატრაქციონებზე მეტად უპირატესობას მშვიდ დასვენებას და უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გასეირნებას ანიჭებთ, არაჩვეულებრივი სკვერი გელოდებათ მუზეუმთან ახლოს, Djugarden-ის კუნძულზე.

სკვერის შესასვლელში დაგხვდებათ რუკა, რომელიც კარგი ორიენტირია ტერიტორიის ასათვისებლად. ძალიან ბევრი სიმწვანე და კარგი გარემოა. შესვლისთანავე ხედი იშლება წყალზე, სადაც კაიაკით შეიძლება გასეირნება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს კაიაკი არ ქირავდებოდა მხოლოდ კერძო პირების კაიაკები დადიოდნენ წყალში. თუმცა, ზოგადად, თავისუფლად შეგიძლიათ დაიქირავოთ კაიაკი, პატარა ტბა გადაცუროთ და ცოტა ხნით თავი ამაზონზე მოცურავე მოგზაურად წარმოიდგინოთ, ახალი სამყარო რომ აღმოაჩინა ახლახანს.შვედეთიდანარჩენი ფოტოებში იხილეთ:

მსგავსი
05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...

01 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 5)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

31 August 2017

სვანეთის ყინვისფერი ტბა

პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად... ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გ...

25 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

20 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოს...

18 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)

2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ...

07 July 2017

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის...

29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ ა...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრ...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...