22 February 2019
  • 8454 ნახვა

დაუვიწყარი მოგზაურობა იამაიკაზე. Peace, One Love

იამაიკა - კარიბის ზღვის აუზში მდებარე ტროპიკული კუნძული, რომელიც ყოველი ჩვენთაგანისთვის რეგის ჰანგებთან და ბობ მარლის სახელთან ასოცირდება. აქ არ იციან რა არის ყოველდღიური რუტინა, აქ თავს არ იწუხებენ ზედმეტი პრობლემებით, ვერ წარმოუდგენიათ არსებობა მარიხუანის გარეშე და სრულიად კმაყოფილნი არიან საკუთარი ცხოვრების სტილით.

იამაიკა - სხვა სამყარო, რომელიც ჩვენგან 11 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ მოსახვედრად ყველაზე იაფი საშუალება არის ფრენები ევროპიდან - გერმანიის ქალაქებიდან პირდაპირი რეისებით დაფრინავს ავიაკომპანია Eurowings, დეკემბრის დასაწყისში ორ გზაში დაახლოებით 300 ევრო გადავიხადეთ, ფრენის ხანგრძლივობა 11 საათი. ქვეყანაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეს ესაჭირეობა ტურისტული ვიზა, რომლის გაფორმებაც ხდება ადგილზე ჩაფრენისას, ფასი 100 დოლარია. თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ნანატრი შვებულება ამ მხარეში გაატაროთ, მზად იყავით გარკვეული სირთულეებისათვის. ასე მაგალითად, მე და ჩემი მეგობრები დაგვაყოვნეს სასაზღვრო გამშვებ პუნტქზე, თითოეულს ცალ-ცალკე გამოგვკითხეს თუ სად და რისთვის ჩამოვედით, რამდენი ხნით ვაპირებდით დარჩენას, რა თანხა გვქონდა თან, რა გველაგა ჩანთებში, ჩამოგვართვეს პასპორტები და ვიზის ფული. დაახლოებით ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, იმიგრაციის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აგვიხსნა თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს აჟიოტაჟი - ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ქართველებს აქ ძალიან კარგად იცნობდნენ, სამწუხაროდ ცუდი კუთხით. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ქართული პასპორტის მქონე მოქალაქეები იამაიკის გავლით არალეგალურად გადადიოდნენ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და ახლა, ჩვენზეც ჰქონდათ ამგვარი ეჭვი. ცენზურულად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს შოკირებულები ვიყავით ამ ინფორმაციით, იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ დეპორტს ჩაგვირტყამდნენ. საბოლოოდ გაგვიმართლა და ალბათ დაიჯერეს, რომ მართლა დასასვენებლად ვიყავით ჩასულები - შეგვიშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე. აი ასეთი მოულოდნელი „სიურპრიზით“ დაიწყო ჩვენი იამაიკური დასვენება.

შემდეგი 7 დღე გავატარეთ ზღვისპირა კურორტ ნეგრილში. რბილი, თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე კამკამა წყალი ამ ადგილის სავიზიტო ბარათია. დამსვენებელთა ძირითად ნაკადს ამერიკელი ტურისტები შეადგენენ, ფასებიც სწორედ ამ კატეგორიაზე არის მორგებული. აზიის კურორტებთან შედარებით აქ სიძვირეა. ეგზოტიკური საჭმელებიდან იამაიკა ბევრს ვერაფერს შემოგთავაზებთ, ძალიან პოპულარულია ქათმის ბარბექიუ, რომელიც ლამის ყოველ ნაბიჯზე იყიდება, ერთი პატარა პორციის ფასი 5-6 დოლარია. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, აქ ზღვის პროდუქტების სიუხვეს ვერ შეხვდებით, ამიტომაც ნუ გექნებათ ილუზია, რომ ყოველ საღამოს ლობსტერით ივახშმებთ. სამაგიეროდ, თუ ადგილობრივ ბაზარს ესტუმრებით, გექნებათ საშუალება ნაირ-ნაირი ეგზოტიკური ხილი დააგემოვნოთ.    

  

სასტუმროს რაც შეეხება, ერთ ადამიანზე ფასი დაახლოებით 180 დოლარი გამოვიდა, ტროპიკული ხეების ჩრდილში განლაგებული საკმაოდ სუფთა და კეთილმოწყობილი ოთახებით. ნეგრილში ცხოვრება მშვიდად და აუღელვებლად მიედინება, თითქოს ყველა და ყველაფერი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშაა. ეს უკანასკნელი კი აქ, რა თქმა უნდა, ყოველ ნაბიჯზე იყიდება.

კურორტის ყველაზე ატმოსფერული და დამსვენებელთა საყვარელი ადგილია Rick’s Cafe, რომელიც განლაგებულია ზღვის ნაპირთან მდებარე კლდეებზე. იამაიკელი ბიჭები სხვადასხვა სიმაღლის კლდეებიდან ასრულებენ ნახტომებს წყალში და ართობენ კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადმოხტეს სასურველი სიმაღლიდან, თუკი ეყოფა გამდებაობა. გარდა ამისა, Rick’s Cafe გთავაზობთ სასიამოვნო მუსიკასა და მეგობრულ გარემოს გემრიელი კოქტეილებითა და ულამაზესი ხედებს. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ დატკბეთ მზის ჩასვლის პეიზაჟებით. 

საღამოობით ნეგრილში სიწყნარეა, შიგადაშიგ სანაპიროს ბარებში იმართება „ტუსოვკები“, სადაც ძირითადად, ადგილობრივი ახალგაზრდობა ერთობა იამაიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების მუსიკის ფონზე. 
    

ტურებიდან თქვენ შემოგთავაზებენ ჩანჩქერების მონახულებას, ღამის ტურს მანათობელი პლანგტონების სანახავად და რა თქმა უნდა, ტურს მარიხუანის პლანტაციებზე https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/ta5/1.5/16/1f642.png?_nc_eui2=AeEoY2MYgk8B0fCIBAxkLCavHnQlb60FIS-tGo2181XX68gF2p6uenuf00bfDDdGU3drtxjPfbEpU9vNlt9KmscBEaM2R4agM8TURw2bEPFwfg:) 
ერთი სიტყვით, ნეგრილი არის ადგილი, სადაც უნდა წახვიდე ყოველდღიური გიჟური რუტინისგან თავის დასაღწევად, შვებულებიდან უკან დაბრუნებულს კი მუდამ გამოგყვება ლეგენდარული ბობ მარლის სიტყვები „Don’t worry about a thing, cause every little thing gonna be all right“ და გეცოდინება, რომ ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება. Peace, One Love https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tf3/1.5/16/2764.png?_nc_eui2=AeHShZ3z7EfUlOA75S53LEMEJncq7DhiOlkK32f7rwh0pupYcMXUwSU3cVQvfawU2WbYCRZFdFqZ_oPhnkJW4TUqrko0R_HLiHwm-zBWAd5uwg 

ავტორი: გვანცა ქაჯაია


მსგავსი
18 April 2019

ალგეთი. მანგლისი. მთა ნამტვრიანი.

შუა კვირაში შესვენების ერთი დღე გამოგვიჩნდა. ცხადია, ქალაქად გამოუყენებლად მისი დატოვება არ გამოგვივიდოდა. გვიან საღამოს დავიწყ...

30 March 2019

მთა საცხენისი

          "როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები"...

08 March 2019

თუშეთი - მოგზაურობის დასასრული. ნაწილი II

თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I ...

07 March 2019

თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I

თუშეთში ლამის ალებად ვიქეცით... ეს ხუმრობით და ისე, ვიღაც იქ ზემოთ, ნამდვილად დავიმეგობრეთ. ვინატრებდით რამეს და ბუნება ასრულებ...

26 February 2019

ფრედი მერკურის სამშობლო და „აკუნა მატატა“ -ს კუნძული

Hakuna Matat...

15 August 2018

კომსომოლეტსი - ახალგაზრდობის პიკი

რითი დაიწყო დღე? წვიმით... არა, იმიტომ კი არ ვამბობ, დღევანდელი ჩვენი ამინდების გადამკიდე რომ თემატურია... მ... ...

10 August 2018

დროის მუზეუმი - ირანი, თეირანი

ირანში ყოფნისას თუ რამე განცდა მქონდა, უმეტესად ის, რომ დრო არ მყოფნიდა. არ მყოფნიდა ამ მშვენიერი ქვეყნის კარგად გასაცნობად... ...

29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...