18 April 2019
  • 2315 ნახვა

ალგეთი. მანგლისი. მთა ნამტვრიანი.

შუა კვირაში შესვენების ერთი დღე გამოგვიჩნდა. ცხადია, ქალაქად გამოუყენებლად მისი დატოვება არ გამოგვივიდოდა. გვიან საღამოს დავიწყეთ ფიქრი მეორე დღეს სად "გაგვეფლანგა". 


გვჭირდებოდა ადგილი: თბილისიდან არც თუ ისე შორს. ვინაიდან ზამთარმა თავისი ქნა და ფორმა შესაძლოა ისეთი აღარ გვაქვს : ვერც ნამეტანად რთულს შევეჭიდებოდით, არც ნამეტანად "ველური" უნდა ყოფილიყო, ტექნიკური პრობლემა გვქონდა და მარშრუტს ვერ "გავწერდით" შესაბამისად, საორიენტაციოდ მსუბუქი ადგილი უნდა აგვერჩია...
როგორც ხედავთ ნამეტანად ბევრი მოთხოვნა იყო და შანსი რომ ვიპოვიდით ადგილს ყველას რომ დააკმაყოფილებდა და თან ნამყოფი არ ვიქნებოდით ძალიან ცოტა...
გაგვახსენდა რომ რამდენიმე კვირის წინ მთა შიხანზე ვიყავით. მანგლისიდან ავედით და მცხეთისკენ, ნიჩბისში დავასრულეთ. მანგლისის მხარე მოგვწონდა და შიხანიდანაც ბევრი ლამაზი ქედი თუ მთა გვქონდა შემჩნეული. რუკებს ჩავუსხედით და მივხვდით რომ ვიპოვენთ! ვიპოვნეთ კი არა ასარჩევად გვქონდა საქმე: მთა ელი კარი - 2026 მეტრი
მთა ნამტვრიანი 1926 მეტრი. მთა სალომე 1850 მეტრი. მხოლოდ უნდა აგვერჩია...
მიუხედავად იმისა  მთა სალომე ძალანაც გვინდოდა გამოირიცხა, უმანქანოდ მარშრუტის დაწყება გაჭირდებოდა არა,მაგრამ გაიწელებოდა, ერთ დღეში შესაძლოა ვერ ჩავტეულიყავით. ელი კარისა და ნამტვირანიდან კი არჩევანი მთა ნამტვრიანზე შევაჩერეთ.
მანგლისიდან დავიწყეთ მოძრაობა , ავედით მთაზე, გადავიარეთ ქედი, გავიარეთ სოფელი ნატმვრიანი და ისევ მანგლისში დავბრუნდით, სულ 27-30 კილომეტრი გამოვიდა.
ბედნიერების 30 კმ. ფაქტიურად 9-10 საათის მანძილზე გაუჩერებლად ვმოძრაობდით.
საკვები ერთი დღისთვის საკმარისი მაგრამ 10 საათიანი მოძრაობისთვის ცოტა გვქონდა წაღებული. ოთხიოდე სპარში ნაყიდი ჭვიშტარი,ორი ნაჭერი ყველი, და თითო კალბასის ნაჭერი.ცოტა პეჩენია და ერთი სნიკერსი. ძალიან არ გვეყო. მაგრამ იმაზე კი ვიცინეთ რომ ჭვიშტარი კატლეტის შენამწვარში შეუწვავთ სპარში კატლეტი არ იყო მაგრამ კატლეტის გემოზე კი ვჭამდით...

ტყე იყო ულამაზესი. შერეულ ტყეს დამატებული ნაძვნარი. უამრავი ნეკერჩხლითა თუ ცაცხვის ხეებით. სიმაღლეს ნელა ვკრებდით. მივდიოდით ძველისძველ სატყეო გზაზე, რომელიც 4-5 კმ-ში სულ დაიკარგა და წვრილ პატარა ბილიკად იქცა... ადგილებში ეს ბილიკიც გამოგვეცლებოდა ხოლმე ფეხქვეშ და მერე ისევ გაჩნდებოდა...

პატარა მდინარეებს მივუყვებოდით, რის გამოც წყალი არ გვაკლდა. ქედს რომ მივუახლოვდით ხეობაში ულამაზეს ადგილებს გადავაწყდით.
სრულიად შემთხვევით გადავაწყდით 1900 წლით დათარიღებულ საფლავებს. შენობის ნანგრევებსაც, სავარაუდოდ ეკლესიის. საფლავი წიკლაურების გვარის წარმომადგენლის იყო. გაირჩეოდა წარწერაც.

ალბათ ოდნავ უადგილოა მაგრამ მსურს ჩემი აზრი გამოვხატო :არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ძალიან მომწონს საფლავის ქვის ეს , ჩვენი წინაპრების დროინდელი მოდელი.არ ვიცის როდის და რატომ გადმოვედით დღევანდელობაზე, არ ავღწერ ყველას გვაქვს ნანახი...მაგრამ ვისურვებდი რომ ძველს სტილს დავბრუნებოდით...

 
იყო ადგილი სადაც მთის ფერდთან მდებარე ქვაზე წყალი ჩამოდიოდა, მიწიდან გამოდიოდა სალ ქვაზე ჩამოედინებოდა და ძირში ისევ მიწაში უჩინარდებოდა. წყალი პირდაპირ ქვიდანვე შევსვით, ულამაზესი სანახაობა იყო. არანაირი წყარო მხოლოდ სალი ქვ, რომელზეც წყალი ჩამოედინება.


შემდეგ რამდენიმე წაქცეული ხე ვიპოვნეთ, ზედ სოკოები რომ ამოსულიყო. გაგვაოცა სოკოს სიმყარემ, ჩაქვავებული იყო ხეში, იმდენად იყო გამაგრებული რომ ზედ აცოცება შეიძლებოდა. სულ მალე ქედზე მოვექეცით და მეცხვარეების ბინას წამოვადექით თავზე. ჯერ ცხვარი მთაში არაა აყვანილი. ბინა მიტოვებული იყო.

 

აქედან უკვე ქედზე უნდა ავსულიყავით და მთა ნამტვრიანზე მოვექცეოდით. ახლოს იყო. მაგრამ ბოლო ნაწილი თოვლიან ფერდზე გადიოდა... დავსველდით. მაგრამ ფეხის დასველებას ვინ ჩივის... ფერდზე ჯერ კიდევ მეტრა ნახევარი თოვლის ნამქერები იყო შერჩენილი. დაახლოებით 30 -იოდე მეტრის ავლამ იმდენი ენერგია წაიღო რაც მთლიანად აქამდე ამოსულმა თხუთმეტმა კილომეტრმა. თოვლი არამყარი იყო და საფეხურები არ კეთდებოდა, ფერდი დამრეცი იყო და ასვლა ჭირდა. ვიფორთხეთ - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და როგორც იქნა ავედით. ასულები მთა ნამტვრიანთან წამოკოტრიალებულები და დაღლილები ვიცინოდით - ეს რომ კიდევ ერთი 30 იოდე მეტრით დაგრძელებულიყო შეიძლება ტირილი დაგვეწყოთქო... ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მთაში ტირილი არაფერია თუ არა სითხის კარგვა...

      მოვსულიერდით და გარშემო მიმოხედვის თავი რომ დაგვიბრუნდა დავინახეთ რომ ულამაზესი პანორამა იშლებოდა. აქედან კარგად ჩანდა კლდეკარის მხარე. მთა ზირთა, რომელზეც რკონის მხრიდან ორჯერ ავედით. თავად რკონის მიდამოებიც გამოიკვეთა. ჩანდა მთა შიხანი და ვიცოდით რომ შიხანის იქით ობოლი კლდე და ქვათახევი იყო... ჩანდა მთა ელიკარიც ხელის გულივით. მართლაც რომ ძალიან ლამაზი მთაა და დავთქვით პირობა რომ შემდეგ ერთ დღიანზე მას ვესტუმრებით.


სოფელი ნამტვიანისკენ რომ დავეშვით, იმედი გვქონდა რომ სოფელი სოფლად იქნებოდა... სამწუხაროდ ფაქტიურად მიტოვებულია... ალბათ მხოლოდ ზაფხულში ამოდის ხალხი. მხოლოდ ერთი ბინიდან ამოდიოდა კვამლი. არც მიკვირს. სოფლამდე დაახლოებით 15 კილომეტრი ისეტი ტყის გზაა ამოსავლელი რომ მხოლოდ ორხიდიანები თუ ამოვლენ. ისიც კარგ ამინდში ალბათ... თუმცა ნამდვილად ულამაზესი ადგილია. ტყის შუაგულში გადამალული დასახლებასავით.

აქედან ისევ ტყის გზას, ხანაც ბილიკებს დავადექით. გადავლახეთ უხიდო პატარა მდინარეები რამდენჯერმე და ისევ საწყის წერტილს მანგლისს მოვადეიქით. უკვე დაღამებული იყო...
ქუჩაში ადამიანი არ ჭაჭანებდა... მე იმდენად მშიოდა რომ ვერ მოვითმინე, მაღაზიაში შოთის პური ავიღე და ასე, პურის ჭამით გავიარეთ მთლიანი მანგლისი, ჩვენ და უბნის ძაღლებმა.... მიგვაცილეს წალკის გზამდე და გავშორდით...


გასვლა იყო ძალიან ლამაზი, ბედნირებით სავსე და საკმაოდ დატვირთულიც... 
აუცილებლად გირჩევთ ყველას ვისაც ერთდღიანი ლაშქრობა (და არა პიკნიკი) სურს... ^_^


მსგავსი
25 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და...

20 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოს...

18 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)

2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ...

07 July 2017

გერმანული ვოიაჟი - კიოლნი

გამარჯობა მკითხველო! მე ლანა ვარ, სტუდენტი და ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამწყები მოგზაური. ჩემში ნამდვილი მოგზაურის...

29 May 2017

სეული - მოგზაურობა ოცნების ქალაქში

ჩანაწერებს ხშირად ვაკეთებ. კორეაში ვიყავი- სეულში ^^ ოცნების ქალაქია)) ხოდა სანამ შევძლებდი ოცნების ასრულებას მანამ ა...

29 May 2017

ვოიაჟი, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავდა

მინდა ჩემი მოულოდნელი და აღმაფრთოვანებელი ვოიაჟის შესახებ მოგითხროთ. თუ რატომ მოულოდნელი, ამას ქვემოთ მოგიყვებით. სტრ...

29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...

28 May 2017

ღრუბლებთან... მოგზაურობა ყაზბეგში

გაგიღვიძიათ ოდესმე სრულიად ჩვეულებრივ დღეს ყოველლდღიური გეგმებით, ხვალინდელი დღის ჩვეულებრივი გაგრძელების მოლოდინით და შემთხვევ...

28 May 2017

გზა პერსეპოლისისკენ

გზა პერსეპოლისისკენ... სანამ უშუალოდ ამ გენიალურ ადგილზე მოგიყვებით, მინდა ზოგადად ირანზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. არ...

24 May 2017

თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე. რამდენჯერაც გზას დავა...