21 November 2016
  • 9159 ნახვა

10 ყველაზე ლამაზი თოვლიანი სასახლე მსოფლიოში

ზამთარში მოგზაურობას თავისი პლიუსები აქვს. არის ადგილები, რომლებსაც თოვლი კიდევ უფრო მეტ სილამაზეს და მომხიბვლელობას მატებს. ამჯერად, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ლამაზ დათოვლილ სასახლეს.

1. ნოიშვანშტაინის სასახლე, ბავარია, გერმანია

ეს სასახლე ნამდვილად იმსახურებს სიის სათავეში ყოფნას. ლუდვიგ II-ის მიერ აგებული შენობა დღეს ყველაზე პოპულარულია ციხე და სასახლეა ევროპაში.ქედის თავზე განთავსებული დიდიებული ნაგებობა, მოხატული ისტორიული ოთახები... სწორედ ესაა დისნეის მძინარე მზეთუნახავის სასახლის ინსპირაცია.

2. მეფე ალექსეი მიხეილის ძის სასახლე, კოლომენსკის პარკი, მოსკოვი

1660-იან წლებში აგებული სასახლე დიდი ხნის განმავლობაში თითქმის დანგრეული იყო. თუმცა რუსეთის მთავრობის მიერ შენობის რეაბილიტაცია 2010 წელს მოხდა და დღეს ის მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს.

3. მაცუმოტოს სასახლე, მაცუმოტო, იაპონია

მაცუმოტოს სასახლე იაპონიის სხვა სასასახლეებისგან მისი მდებარეობით გამოირჩევა. სასახლე არაა აგებული მთაზე ან გორაკზე, არამედ ბრტყელ ადგილზე. გაზაფხულზე მის ირგვლივ ალუბლის ხეები ყვავილობს და სასეირნოდ პოპულარული ადგილია.

მაცუმოტოს სასახლე

4. ჰოენცოლერნის სასახლე, გერმანია

ეს სასახლე მე-19 საუკუნის სამხედრო არქიტექტურის ნამდვილი რელიქვიაა. ალპებში მდებარე სასახლე გამოირჩევა უამრავი კოშკით და თავდაცვითი ნაგებობით.

5. პრაღის სასახლე, ჩეხეთი

პრაღის ციხის კომპლექსი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და მე-9 საუკუნით თარიღდება. 

პრაღის ციხე

6. ბლერის სასახლე, პერტშირი, შოტლანდია

შოტლანდიის მთებში აგებული სასახლე 1260-იანი წლებით თარიღდება. ეს დიდებული შენობა მურეის კლანის საკუთრებაში იყო.

7. გამლეჰაუგენის სასახლე, ბერგენი, ნორვეგია

სასახლე ნორვეგიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა 1927 წლიდან. ტყით გარშემორტყმული სასახლის გარშემო არაჩვეულებრივი გარემოა.

8. უჩიშარის ციხე, თურქეთი

ციხე მდებარობს კაპადოკიის უმაღლეს წერტილში და სასახლიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზესი ხედები იშლება. სხვა ციხეებისაგან განსხვავებით, უჩიშარის ოთახები, დერეფნები, და კიბეები მთლიანად კლდეშია გამოყვანილი.

9. ინუიამას სასახლე, იაპონია

სასახლე თავდაპირველად 1537 წელს აიგო და ერთ-ერთია იმ 12 ორიგინალურ სასახლეთაგან, რომელიც ედოს პერიოდში აშენდა. სასახლე დღესდღეობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ არტეფაქტებს მასპინძლობს.

10. რასნოვის სასახლე, ბრასოვი, რუმინეთი

სასახლე 1331 წელს აშენდა.მისი თავდაპირველი დატვირთვა მხოლოდ სამხედრო მიზნები არ იყო. მასში განთავსებული იყო საცხოვრებელი სივრცე, სკოლა და სამლოცველო.

 

მსგავსი
სტატია არ მოიძებნა