29 November 2016
  • 7984 ნახვა

დაივიწყეთ პარიზი! ესტუმრეთ ლიონს!

ლიონი საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენი ევროტურის ქალაქების სიაში!

ბევრი მოგზაურისთვის პარიზი არის საოცნებო ქალაქი, სადაც ყოველთვის სიხარულით ბრუნდებიან. თუმცა სინათლის ქალაქის ბრწყინვალება ჩრდილავს ისეთ განსხვავებულ და ინტიმური ატმოსფეროს მქონე ქალაქს, როგორიც ლიონია.

საოცარი ისტორია, განსაცვიფრებელი არქიტექტურა, ულამაზესი მდინარეები, კომპაქტური სამეზობლოები, აეროპორტში სწრაფი ტრანსფერი და მოქნილი მეტროს სისტემა - ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ტურისტებმა ლიონი დააფასონ. აქაური უძველეი რესტორნები და სასტუმროები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ლიონის ისტორია რომანული ეპოქიდან იწყება და ამ პერიოდის არქიტექტურის გადმონაშთებს ჯერ კიდევ ნახავთ ქალაქის ცენტრში. ლიონი არასდროს ყოფილა დიდი მასშტაბის ნგრევის ცენტრი, ამიტომაც უძველესი არქიტექტურული ძეგლები უცვლელადაა შენარჩუნებული.

lyon

აქაურ მდინარეებზე გემით შეგიძლიათ გაისეირნოთ, Saône-სა და  Rhône-ს შესართავთან კი თანამედროვე სავაჭრო კომპლექსში შეივლით. შაბათ-კვირას შოპინგისთვის წმინდა ანტუანის ღია ბაზრობები გელოდებათ.

ლიონს ხშირად უწოდებენ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქს. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ნამდვილი გასტრონომიის განსაზღვრება, როგორც "კარგი საკვების არჩევის, მომზადების და ჭამის ხელოვნება". ლიონში კლასიკური ფრანგული სამზარეულოს დახვეწილი ვარიაციები გელოდებათ, ბოლოს და ბოლოს, სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საერთაშორისოდ აღიარებული მზარეულის პოლ ბოკიუზის ქმნილებები.

lyon

 

 

 

მსგავსი
სტატია არ მოიძებნა