23 January 2017
  • 8423 ნახვა

როგორ გამოიყურება გაყინული ბაიკალის ტბა

ბაიკალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის  და ყველაზე ღრმა ტბაა. ტბის სიღრმე 1642 მეტრია. ტბა და მის ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია.

ბაიკალის ტბა

ტბა აღმოსავლეთ ციმბირში მდებარეობს და წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით გაყინულია. იანვრიდან მაისამდე გაყინული ბაიკალის ტბა ულამაზესი სანახავია, ყინულზე სხვადასხვა ფორმები გამოისახება, რადგან წყლის გაყინვა ფენა-ფენა ხდება. 

ბაიკალის ტბა მტკნარი წყლის ყველაზე დიდი აუზია მსოფლიოში, ის განსაკუთრებული სისუფთავითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ტბაში თავისუფლად შეგიძლიათ დაინახოთ თევზები, წყლის მცენარეები, ქვები... ობიექტების  დანახვა 40 მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი.

ზოგიერთ ადგილზე ტბა სარკესავით ირეკლავს გარემოს, რაც ფოტოგრაფებს საოცარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას აძლევს. ძლიერი ყინვისას ტბაზე ბზარები ჩნდება, რომელთა სიგრძე ზოგჯერ 10-30 კმ-საც აღწევს, სიგანე კი 2-3 მეტრს. სწორედ ამ ბზარების დამსახურებით მიეწოდება ჟანგბადი თევზებს, რაც იცავს მათ დაღუპვისგან.

ტბაში არაერთი მდინარე ჩაედინება, თუმცა მისგან მხოლოდ ერთი, მდინარე ანგარა გამოედინება.

1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ ენდემიზმშია გამოხატული. 

მსგავსი
სტატია არ მოიძებნა