13 February 2017
  • 7371 ნახვა

Hobbiton Movie set - ჰობიტების ნამდვილი სოფელი

შესაძლოა, სულაც არ ხართ "ბეჭდების მბრძანებლის" განსაკუთრებული ფანი, მაგრამ მის შესახებ აუცილებლად ბევრი რამ გეცოდინებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, Hobbiton-ი აუცილებლად მოგხიბლავთ და მისი მონახულების სურვილს გაგიჩენთ.

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე განთავსებული ეს დასახლება ნებისმიერი ასაკის ტურისტისთვის საინტერესოა. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც "ბეჭდების მბრძანებლის" და ჰობიტების თაყვანისმცემელია. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ადგილი, სადაც ჰობიტების სუნს, ხმებს და გემოს შეიგრძნობთ.

"ბეჭდების მბრძანებლის" და "ჰობიტების ტრილოგიის" დამსახურებით ახალი ზელანდია კიდევ უფრო საინტერესო გახდა ტურისტებისთვის. ამიტომაც, აქ ახლა ვიზიტორებს ჰობიტების სამყაროში ნამდვილ ჯადოსნურ მოგზაურობას უწყობენ.

ჯადოსნური ტური 1250 აკრზე გადაჭიმული ცხვრის ფერმით იწყება, საიდანაც ულამაზესი ხედებით შეგიძლიათ დატკბობა. 

ტურის ფარგლებში მოინახულებთ Bag End-საც, საიდანაც ფროდოს და ბილბოს თავგადასავალი დაიწყო. ჰობიტონის ხვრელებს შორის ძრომიალის შემდეგ, მართლწერის სავალდებულო ზღაპრებსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ.

დღის ბოლოს თავგადასავლებით და ემოციებით დაღლილს, ვახშამზე Green Dragon-ში გიმასპინძლებენ.

სხვადასხვა პაკეტების გათვალისწინებით, ჰობიტების სოფელში მოგზაურობა დაახლოებით 79-დან 195 დოლარამდე დაგიჯდებათ.

მსგავსი
სტატია არ მოიძებნა