5 ადგილი კახეთში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულო

კახეთი -ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლცვენის მოყვარულებს მოეწონებათ.

შუამთა

შუამთის ტყე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტყეა კახეთში.  მისი ნახვა წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ყველაზე ლამაზი შემოდგომაზეა, როცა ტყეულამაზეს ფერებშია შეფერილი, ტყის ძირას კი ორქოსფერი ხალიჩა აგია. ეკლესიამდე მისასვლელი გზაც სწორედ ამ ტყეზე გადის. 05bb2691abf3a707bf240dab17461283

ლოპოტა

ლოპოტაზე ბევრი დაწერილა და თქმულა. იმისათვის, რომ მთელი არსებით შეიგრძნოთ ბუნება და სულიერად დაისვენოთ, საკუთარი ფეხით უნდა წახვიდეთ და საკუთარივე თვალით ნახოთ კახეთის მარგალიტი. 79914Lopota_Hotel

ზეგაანი

ცოტამ თუ იცის გურჯაანის რაიონის ამ სოფლის და და მასთან ახლოს არსებული მონასტრის ნანგრევების შესახებ.  ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამონასტრო კომპლექსის გარშემო უძველესი ტყეა გაშენებული, რომელიც ნისლში განსაკუთრებით მისტიურ ატმოსფეროს ქმნის. dsc_8496dsc_8539

გომბორი

კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე განავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს. მათთვის, ვინც მგზავრობას ვერ იტანს, შუაგზაზე წყარო და სასასვენებელი ადგილია მოწყობილი. რასაკვირველია, ფოტოსესიისთვის იდეალურ ადგილას. Gombori, Kakheti, Georgia. This is Georgiagombori_by_1ka-d3d12cc

ყვარლის ტბა

ყვარლის რაიონში, ლოპოტას მეზობლად, ყვარლის ტბაა.  სად უნდა დალიო დილის ყავა და ბოლომდე შეიგრძნო შემოდგომის მყუდრო მზის ძალა, თუ არა ყვარლის ტბის ვერანდაზე, რომელიც ფერად-ფერად მთებს და სარკესავით კრიალა ტბას გადაყურებს. 9228133793_964d120958_b

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %