საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული ავიარეისები აღდგება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. არსებულ რეგულარულ ფრენებს (მიუნხენი,რიგა,პარიზი) დაემატა შემდეგი მიმართულებები თბილისის აეროპორტიდან: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღდგება შემდეგი მიმართულებით: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ამა წლის 4 ოქტომბრიდან საერთაშორისო რეგულარული ფრენა რიგის მიმართულებით აღდგა.
საქართველოს ტურიზმის ბაზარზე ჩაეშვა კომპანია CTG – Group, რომელიც გვთავაზობს მსოფლიოს ანალოგებზე შექმნილ ქართულ ვერსიას - Auto Tracks (სპეც საბურავი - მუხლუხო). იგი თავის მხრივ მოიცავს მაღალი გამავლობის კლასის ავტომობილებს, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე წარმოებს.
ავტომობილები გათვალისწინებულია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, თუმცა მეტად ეფექტურია ზამთრის, გაუვალ და დათოვლილ საფარზე.
ავტომობილები გათვალისწინებულია ტურებისთვის და სამეცნიერო ექსპედიციებისათვის.
ტურისტული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ზამთრის ტურებითა და ესაჭიროებათ კარგად აღჭურვილი, მოქნილი და ორგანიზებული ავტომომსახურება, Cool Tracks Georgia საუკეთესო არჩევანია !