გრიბოედოვი ტფილისში - სპეციალური ტური რუსულენოვანი ტურისტებისთვის

რუსულენოვან ტურისტებს  „მარანი გრიბოედოვზე“ და ისტორიკოსი ვლას ვაწაძე თბილისის განსხვავებულ ტურს სთავაზობენ. „გრიბოედოვი ტფილისში“ - ასე ჰქვია ტურს, რომელიც რუსი მწერლისა და დიპლომატის, ალექსანდრე გრიბოედოვის თბილისურ ცხოვრებას უკავშირდება. ტური იმ ადგილებს მოიცავს, რომელთანაც დაკავშირებულია ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი. მწერლის ცხოვრების პარალელურად გიდი ტურისტებს გააცნობს ძველი თბილისის ბოჰემას და საინტერესო ისტორიებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის ქორწინებას და თბილისურ ეპიზოდებს.

„გრიბოედოვი ტფილისში“ გაბრიაძის თეატრიდან დაიწყება, გაგრძელდება შავთელის ქუჩით (ბარათაშვილის სავარაუდო სახლთან), ერეკლე II-ის მოედნით, სიონის ეკლესიით, აბანოთუბნით, გუდიაშვილის სკვერით, ყავაზე შესვენებისთვის ტურისტები ისტორიულ კაფე „პურპურში“ შეჩერდებიან, იქიდან კი მთაწმინდის პანთეონში გადაინაცვლებენ და ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავს მოინახულებენ. ტური ისტორიულ მარანში, ახლა „მარანი გრიბოედოვზე“-ში ღვინის დეგუსტაციით დასრულდება. იმ სარდაფში, სადაც ალ. ჭავჭავაძის ღვინის საცავი იყო.

მარანში ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის დეგუსტაციის გარდა, ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციაც მიიღონ და თემატურ კუთხეში ქვევრს და ღვინის დაყენებისთვის საჭირო სხვადასხვა იარაღებს გაეცნონ. ერთგვარი, სალონური საღამოს მოყვარულებისთვის ეს ყველაფერი ცოცხალი მუსიკის თანხლებით (ფორტეპიანო, არფა) მოხდება.

პროექტის ავტორები „მარანი გრიბოედოვზე“, ისტორიკოსები და პროფესიონალი გიდები ვლას ვაწაძე და რუსუდან ჯაფარიძე არიან.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %