48
11 აგვისტოს თუშეთობა 2016 გაიმართება
09 აგვისტო 2016
11 აგვისტოს სახალხო დღესასწაული ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა 2016“ გაიმართება. ღონისძიებები სოფელ ომალოში, ვიზიტორთა სახლის მიმდებარე პარკში 10:00 საათზე დაიწყება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა „თუშეთობა 2016“-ის პროგრამას აქვეყნებს:
10:00 საათი - შეხვედრა თუშ მეცხვარეებთან ვიზიტორთა სახლში (საუბარი ძირითადად მთის კანონის შესახებ).
11:00 საათი - ღონისძიების ოფიციალური გახსნა: საზეიმო მისალმება, კურთხევა - ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების დაჯილდოვება, კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით.
12:00 საათი - სხვადასხვა საექსპოზიციო პავილიონების დათვალიერება და მათ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მოსმენა, მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ბაგაში შერეკვა, ყველის ამოყვანა, თუშური ნაგაზის გამოფენა - დემონსტრირება, მატყლის დართვა, ჩეჩვა, ქსოვა... ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერება.
12:00-17:00 საათი - სპორტული ღონისძიებების დასაწყისი (დაჯილდოვება). 12:00 საათი - მშვილდოსნობა; 12:30 საათი - ნ
...