WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნე გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მომსახურებით ვაჭრობის სფეროს შეეხებოდა, მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას. კერძოდ, ქართული ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ერთობლივ საწარმოს დაარეგისტრირებენ პეკინში, შანხაისა და ტიანძინის საპილოტე თავისუფალ სავაჭრო ზონებში, შეძლებენ ჩინეთის ყველა პროვინციიდან ტურისტების გაყვანას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
საქართველოში ყოველწლიურად ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მატულობს. 2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.
რომის კოლიზეუმის ყველაზე მაღალი სართული ტურისტებისთვის პირველი ნოემბრიდან გაიღება. შენობის ბოლო სართული ტურისტებისტის ბოლო 40 წლის განმავლობაშ დაკეტილი იყო.
აღნიშნული ადგილი ძველი რომის ყველაზე დაბალი ფენისთვის, პლებეებისთვის იყო განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ პლებეებისთვის განკუთვნილი ადგილიდან გლადიატორთა ბრძოლის არენა ძალიან კარგად ჩანდა და ამასთან, რომის ცენტრზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა.
იტალიიის კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 48 მეტრის სიმაღლიდან, ტურისტები 1–ლი ნოემბრიდან დაუჯერებელი სილამაზის ხედით დატკბებიან, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაამახსოვრდებათ.
კოლიზეუმის მშენებლობა ქრ.შ-მდე 80 წელს დასრულდა. კოლიზეუმი რომის იმპერიაში აშენებულ უდიდეს ამფითეატრს წარმოადგენს. მისი სიმაღლე 48.5 მეტრს შეადგენს.