4 ქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ აზიაში მოგზაურობისას

წარმოგიდგენთ ქალაქებს აზიაში, რომლებიც თანამედროვეობის, ისტორიის და ტექნოლოგიური მიღწევების მიქსს წარმოადგენენ. ეს ქალაქები აუცილებლად უნდა მოინახულოთ აზიაში მოგზაურობისას.

 

სეული

 

 

თუ ისეთ ქალაქს ეძებთ, რომელიც საკუთარ თავში იდეალურად აერთიანებს ძველ და ახალ კულტურას, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ სამხრეთ კორეის დედაქალაქს, სეულს.

 

სეულს კონტრასტების ქალაქსაც უწოდებენ. თანამედროვე არქიტექტურიდან აუცილებლად უნდა მოინახულოთ The Leeum Samsung Museum of Art, სამსუნგის მიერ დაფუძნებული ხელოვნების მუზეუმი, Lotte World Tower-ი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით რიგით მე-5 ყველაზე მაღალი შენობაა. ქალაქებში დღის და ღამის შოპინგის უბნები და ღამის კლუბები კილომეტრებზე იწელება.

 

 

თუ ქვეყნის ისტორიის და კულტურის გაცნობა გსურთ, მაშინ ქალაქის ძველ უბანს, ძველ სეულს უნდა ეწვიოთ. აქ ჩოსონის დინასტიის 5 ისტორიული სასახლის და ბუკჩონის ხის სოფლის მონახულებას შეძლებთ.

სეულში მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი მარტის და მაისის შუალედია.

 

ჰონგ კონგი

 

 

199 წლამდე ჰონგ კონგიბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. დღეს ის ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ეს ქალაქი აქტიური მეტროპოლის, ქვიშიანი სანაპიროს და სუფთა ჰაერის კომბინაციაა. ჰონგ კონგში იხილავთ ბრიტანული, ჩინური და ავთენტური კულტურის ნაკვალევს. აქვეა  სამეცნიერი ექსპონანტები და ადგილობრივი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მუზეუმები. ჰონგ კონგი ცნობილია ღია ცის ქვეშ არსებული „ბაზრებით“.

მოგზაურობის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის და დეკემბრის შუალედია.

 

სინგაპური

 

 

სინგაპური მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოა და ასევე  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთადერთი სუვერენული სახელმწიფოა . ის თავისი სისუფთავითაა სახელგანთქმული.

 

სინგაპური თანამედროვე ტენდენციების, ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი კულტურის, სახელგანთქმული არქიტექტურის, ბოტანიკური ბაღების, მდიდრული სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ერთიანობაა. აუცილებლად სანახავი ადგილებია Marina Bay-ს კომპლექსი, (საკუთარ თავში აერთიანებს როგორც სასტუმროს უნიკალური ბასეინით და ხედით, ასევე სავაჭრო ცენტრს, გასართობ ცენტრს, რესტორანს, კაზინოს, მეცნიერების მუზეუმს და ღამის კლუბებს), Gardens By the Bay (ფერადი პარკი, უნიკალური მცენარეებით, ხელოვნური ხეებით), Sensota (სპეციალურად დასვენებისათვის შექმნილი კუნძული, ლამაზი სანაპიროთი და თეთრი ქვიშით). 

 

 

ამ მიმართულებით ტურების ნახვა შეგიძლიათ აქ: სინგაპური

 

ბანკოკი

 

 

ბანკოკიტაილანდის დედაქალაქია. ის ცნობილია ბუდისტური ტაძრებით Wat Arun და Wat Pho. აქ ღამის ცხოვრება ძალიან აქტიურია. შეგიძიათ ნახოთ მდიდრულ სასტუმროები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით წამყვან პოზიციებს იკავებენ თავისი განსაკუთრებული არქიტექტურით (აუზები, ოთახის დიზაინი, ბარები და უნიკაური ხედებით).

 

 

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %