სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი. ანალიტიკოსებმა გამოიკვლიეს 125 ქვეყანა და შეაფასეს ისინი სხვადასხვა ფაქტორით: კულტურა, პოლიტიკა, რელიგიური მრავალფეროვნება, იმიგრანტების რაოდენობა, ენების პალიტრა, მოსახლეობის უსაფრთხოება, პიროვნული და სიტყვის თავისუფლება და დისკრიმინაციის დონე.

ყველას გასაკვირად, რეიტინგის ლიდერი ბენინი გახდა, დასავლეთი აფრიკის სახელმწიფო. ეს პატარა ფრანგულენოვანი ქვეყანა ყველასათვის ცნობილია, როგორც ვუდუს რელიგიის ფუძემდებელი. ბენინში კულტურული მრავალფეროვნების დონე ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ენა ფრანგულია, ქვეყანაში  მოსახლეობა 56 ენაზე საუბრობს. ბენინი ეთნიკურად მრავალფეროვნების კუთხითაც გავიდა პირველ ადგილას, აქ 42 აფრიკული ეთნიკური ჯგუფი არსებობს

რეიტინგში მეორე ადგილი ბელგიამ დაიკავა. ეს ქვეყანა პოლიტიკური შეხედულებების დემოკრატიის კუთხით და სექსუალური, რელიგიური და პიროვნული (ნების) თავისუფლების მხრივაც ლიდერობს. ქვეყანა ბევრი ასპექტით მჭიდრო კავშირშია საფრანგეთთან. ქვეყნის უდიდესი ნაწილი,  ბიუსელის ჩათვლით, ფრანგულად საუბრობს. თუმცა ოფიციალურ ენებად ითვლება  ფლამანდური და გერმანული. ამის გარდა, ამ ქვეყანაში იმიგრაციის ყველაზე მაღალი დონეა ანუ უფრო და უფრო მეტი ხალხი გადმოდის აქ საცხოვრებლად.

მრავალფეროვანი ქვეყნების ტოპში აღმოჩნდნენ სურინამი, ბრაზილია, მოზამბიკი, კანადა , შვეიცარია, ესტონეთი და სხვა.

სიის ბოლოში კი მოხვდნენ: თურქეთი, საუდის არაბეთი, ალჟირი და, სულ ბოლო, ეგვიპტეა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %