თანამედროვე მსოფლიოს საოცრებები

ჩვენი დედამიწა მართლაც უნიკალურია. მსოფლიოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი საოცარი ღირსშესანიშნაობა. და ყველა ადგილი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოს ახალი საოცრება, იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

აშშ გრანდ კანიონი (დიდი კანიონი)

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილების სიაში თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ ამერიკული გრანდ - კანიონი. ის ხომ დედამიწის ერთ – ერთი ყველაზე ღრმა კანიონია (კანიონის სიღრმე 1600 მეტრია.), რომელიც არიზონას შტატის ქალაქ კოლორადოს მახლობლად მდებარეობს.

ავსტრალია, დიდი ბარიერული რიფი

ეს ადგილი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებად ითვლება. დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, იგი გარშემორტყმულია მარჯანის ზღვის წყლებით. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის რიფი. ეს ღირშესანიშნაობა შედგენა 2,5 ათასი რიფისგან.

ზოგიერთი მათგანი პატარაა , ერთ ჰექტარზე მეტიც კი არ არის, ზოგი კი 100 კვადრატულ კილომეტრზეა გაჭიმული. რიფების მთლიანი ფართობი თითქმის 349 კვადრატული კილომეტრია. შედარებისთვის, ეს ტერიტორია უფრო დიდია ვიდრე მთლიანი დიდი ბრიტანეთი.

სამხრეთ აფრიკა, კეიპთაუნი

ამ მშვენიერ ადგილს დამსახურებულად "დედამიწის სამოთხე" ეწოდება, და იგი ამართლებს კდიდევაც თავის სახელს. ულამაზესი ქალაქი, კეიპთაუნი, რომელიც აფრიკის კონტინენტის დასასრულს მდებარეობს, გარშემორტყმულია უზარმაზარი მთებით.

ინდოეთი, თაჯ-მაჰალი

ინდოეთში მდებარე თაჯ-მაჰალი თანამედროვე მსოფლიოს საოცრებათა სიაშია შესული. ხუთ გუმბათიანი მარმარილოს  მავზოლეუმი 74 მეტრის სიმაღლისაა. თაჯ-მაჰალი დგას სპეციალურ პლათფორმაზე და კუთხეებში  4 მინარეთია აღმართული,რომლებიც ოდნავ დახრილია მთავარი სამარხის მხარეს. ეს სპეციალურად იმისთვის არის გაკეთებული, რომ მიწისძვრის შემთხვევაში ძირითადი შენობა ნაკლებად დაზიანდეს.

თაჯ-მაჰალი გარშემორტყმულია  დეკორატიული ბაღით, რომელშიც იპოვით ტბებს, ხელოვნურ არხებსა და შადრევნებს. მავზოლეუმის კედლები დამზადებულია გამჭვირვალე გაპრიალებული მარმარილოსგან, რომელსაც საკმაოდ  საინტერესო თვისება ახასიათებს : დღისით არის თეთრი, მთვარიან ღამეში - ნაცრისფერი, ხოლო გამთენიისას ვარდისფერი.

კანადა, კანადური კლდოვანი მთები

კანადური კლდოვანი მთები ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. ულამაზესი ადგილი იზიდავს თავისი მთის პეიზაჟებით, ტკებით, კანიონებით, ჩანჩქერებითა და კირქვის გამოქვაბულებით. ეს ადგილი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

პერუ, მაჩუ-პიქჩუ

პერუს ადგილი ყველასათვის ცნობილია , როგორც „ინკების დაკარგულ ქალაქი“. მისი მშენებლობა მართლაც რომ ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს და ის წმინდა ქალაქი -თავშესაფარი უნდა ყოფილიყო.  სამწუხაროდ ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის შემდეგ მოსახლეობამ მიატოვა ეს ადგილი და მე20 საუკუნის დასაწყისამდე მსოფლიოში აღარავინ იცოდა ამ ადგილის არსებობის შესახებ.

ქალაქი მდებარეობს 2057 მეტრის სიმაღლეზე, მთის მწვერვალზე, მდინარე ურუბამბის ხეობაში. ამჟამად  ის თანამედროვე პერუს ტერიტორიაა. მაჩუ-პიქჩუ საკმაოდ პატარატერიტორიას იაკვებს, აქ მხოლოდ 200-მდე ნაგებობაა. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად ტაძრებია,თუმცა არის რეზიდენციები და საწყობები. ყველა შენობა აშენებულია იდეალურად გაწყობილი ქვებისგან. ამბობენ. რომ მაჩუპიქჩუში 1200 ადამიანი ცხოვრობდა.ისინი ამუშავებდნენ მიწას და  თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთს.

ეგვიპტე, პირამიდები

თითქმის ყველამ იცის ამ ღირსშესანიშნაობების შესახებ, ეს ხომ ერთადერთი მსოფლიოს საოცრებაა, რომელიც ჩვენ დრომდე მიაღწია. ეგვიპტური პირამიდები საკმაოდ მასიური ზომისაა. ეგვიპტელების მიერ ამ ნაგებობების  მშენებლობა დაიწყო დახლოებით ძვ.წ. 2700 წლებში. თავდაპირველად პირამიდები ფარაონთა სამარხების გიგანდური აკლდამების ფუნქციას ასრულებდნენ. აჯამად ეგვიპტეში 118 პირამიდაა. სხვათა შორის, ეგვიპტური პირამიდების ხსენებისას, გულისხმობენ დიდ პირამიდებს.ისინი მდებარეობენ გიზაში, რომელიც კაიროს მახლობლად მდებარეობს.

იორდანია, პეტრა

პეტრა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ულამაზესი ადგილების სიაში უნდა შევიყვანოთ. პეტრა  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიცაა და აღიარებულია როგორც თანამედროვე ახალი მსოფლიო საოცრება.  ეს ქვის ქალაქი თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზეა განლაგებული. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ ქალაქში გადაიღეს ყველასათვის ცნობილი ფილმი „ინდიანა კონსი და უკანასკნელი კვაროსნული ომი“ (Indiana Jones and the Last Crusade)

ჩინეთის დიდი კედელი

ჩინეთის დიდი კედელი - გრანდიოზული ქმნილება, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი - მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ადგილილების სიაშია შესული. კედლის აღმართვა ძვ.წ. III საუკუნეში დაიწყო. თავდაპირველად კედელს აშენებდნენ ქვით, მიწით, ხითა და ბალახებით.  აგურის გამოყენება მოგვიანებით დაიწყეს. ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ მის მშნებლობაში ქვეყნის მეხუთედმა მიიღო მონაწილეობა ანუ დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა.

არგენტინა, იგუასუს ჩანჩქერები

ჩანჩქერების ეს  კომპლექსი მოიცავს დაახლოებით 270 ჩანჩქერს, რომელთა საერთო სიგანე დაახლოებით 2,7 კილომეტრია. ყველაზე მაღალი წერილია 82 მეტრი, თუმცა, უმეტესად ჩანჩქერების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 60 მეტრია. ყველაზე დიდია U ფორმის „ეშმაკის ყელი“, რომელიც  სიგრძეში 700 მეტრია, ხოლო სიგანეში 150 მეტს აღწევს. ჩანჩქერების კომპლექსი მდებარეობს არგენტინისა და ბრაზილიის გადაკვეთაზე. 2011 წელს ეს ადგილი ახალი მსოფლიო საოცრებების სიაში შევიდა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %