ფოტოპროექტის #followmeto დამაარსებლები თბილისში ჩამოდიან

პოპულარული ფოტოპროექტის „follow me to”-ს დამაარსებლები - ნატალია და მურად ოსმანები სულ მალე საქართველოში ჩამოდიან.

საუბარია წყვილზე, რომლებმაც იმოგზაურეს ათობით ქვეყანაში და ასობით ქალაქში. ყოველი მოგზაურობის შედეგი კი ფოტოა, რომელიც ყოველთვის ერთი რაკურსითაა გადაღებული: ჩანს მხოლოდ მშვენიერი ქალის ზურგი, რომელსაც ხელი აქვს ჩაკიდებული ფოტოგრაფთან და თან მიჰყავს. მათი მოგზაურობა მხოლოდ ფოტოებით არ მთავრდება, ისინი ასევე მკითხველს უზიარებენ ადგილობრივ ადათ-წესებს , სამზარეულოს, ხალხის ისტორიებს, ლამაზ ადგილებს - ყველაფერს რაც მოეწონებათ ქალაქში. მოგზაურობისას წყვილი ასევე ხვდება ადგილობრივ დიზაინერებს და სწავლობს მათ კულტურას და ისტორიას. ნატალია და მურად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათი მთავარი საქმიანობა არ არის. ნატალია პროფესიით ჟურნალისტია, ხოლო მურადს საკუთარი კომპანია აქვს, სადაც იღებს მუსიკალურ და სარეკლამო ვიდეო რგოლებს.

ნატალია ესწრება სხვადასხვა ქვეყნის მოდის შოუებს და წვეულებებს, ის აღიარებული ავტორიტეტია მოდის სფეროში, ასევე რეგულარული სტუმარია მილანის და პარიზის მოდის კვირეულებზე. ამჯერად ნატალიამ გადაწყვიტა საქართველოს მოდის მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეს, დაესწროს თბილისის მერსედეს-ბენცის  მოდის კვირეულს და პირადად გაიცნოს ქართველი დიზაინერები.   თბილისში მას ოქტომბრის ბოლოს ელოდებიან. 

 

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ნატალია მოინახულებს თბილისის ყველაზე უჩვეულო და ლამაზ ადგილებს, ასევე საუკეთესო ქართველი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებსა და ღვინის დეგუსტაციებში მიიღებს მონაწილეობას.

 

რათქმაუნდა,  ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და უფრო მეტ ხალხს დაანახებს საქართველოს სილამაზეს საყვარელი ბლოგერების თვალებით.

#followmeto პროექტი ინსტაგრამზე:https://www.instagram.com/followmeto/

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %