სტრესი,სიგარეტი,შვედური კულტურა და საქსოფონის დღე - 6 ნოემბერი

#365days #6ნოემბერი

გაიგე რა ხდება ან რა მოხდა 6 ნოემბერს მსოფლიოში

 

სტრესის შესახებ ინფორმირების დღე 


სტრესი XXI საუკუნის ნამდვილი მკვლელი მანიაკია, მას განვიცდით როგორ სამუშაო ადგილას ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  


როდესაც რამე გამოწვევის ან საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენი ორგანიზმი სტრესში ვარდება.თუ თქვენი საქმიანობა დიდ ზეწოლასთან არის კავშირში, ან ურთიერთობაში დიდ დისკომფორტს განიცდით, რომელიც მუდმივად გაწუხებთ - სტრესი იჩენს თავს და გკლავთ შიგნიდან.


დაარსა სტრესის მართვის საერთაშორისო ასოციაციამ (ISMA), რომელიც უზრუნველოყოფს სტრესის შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მისგან თავის დაღწევის გზებსაც ხსნის. 


თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ინდივიდი სტრესს ძირითადად სამსახურში განიცდის.ISMA-ს საქმიანობა მიმართულია ზუსტად დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.


როგორ უნდა გაატარო ეს დღე? იდეალური ვარიანტია მოიშორო ყველაფერი რაც იწვევს სტრესულ მდგომარეობას. თუმცა ეს, რათქმაუნდა, არარეალურია. ამ შემთხვევაში უმჯობესია უბრალოდ დაჯდე და დაფიქრდე - ღირს თუ არა ესა თუ ის საქმე ნერვების შლად. დაგეგმე სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები თუ როგორ უნდა გაიუმჯობესო შენი გარემო და ნელ-ნელა გახდე ბედნიერი. შენი სტრესი თუ დაკავშირებულია სამსახურთან, მაშინ უმჯობესია დაელპარაკო უფროსობას, გაუზიარო შენი პრობლემები და ერთად მოძებნოთ გამოსავალი.  დამსაქმებლის ინტერესებშია, რომ მისი თანამშრომელი არასტრესულ გარემოში იჯდეს, ვინაიდან სტრესის დროს შრომისუნარიანობა და მოტივაცია კლებულობს და  შეცდომის დაშვების ალბათობა იზრდება. 

 

საქსოფონის დღე

 


ვინმემ იცის საიდან მიიღო ამ ინსტრუმენტმა ეს სახელწოდება? მე-19 საუკუნეში ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერმა და მუსიკოსმა ადოლფ საქსმა გამოიგონა საქსოფონი და დააპატენტა კიდევაც საკუთარი გამოგონება. ამის შემდეგ საქსის დაბადების დღე,  6 ნოემბერი  საქსოფონის დღედ ითვლება, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. რას წარმოადგენს თვითონ საქსოფონი - პარაბოლური მილია, რომელსაც ნისკარტისებური მუნდშტუკი აქვს და მას ყველაზე ხშირად ჯაზურ ორკესტრში იყენებენ.


მეცნიერების და მშვიდობის საერთაშორისო კვირეული 

 


პირველად მეცნიერებისა და მშვიდობის საერთაშორისო კვირეული 1986 წელს ჩატარდა მშვიდობის საერთაშორისო წლის ფარგლებში. ეს მცოცავი დღესასაწაულია და ამ წელს 6 ნოემბერს იწყება. 1988  წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით კვირეული უნდა დამთხვეოდა 11 ნოემბერის კვირას. ამ დღესასწაულს დიდი წვილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებაში. და საზოგადოებას უფართოებს ცოდნას მეცნიერებას და მშვიდობას შორის კავშირზე. სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე მონაწილეების სია იზრდება.  

 

შვედური კულტურის დღე ფინეთში

 

 

 


საკმაოდ საინტრესო დღესასწაული - შვედური კულტურის დღე (შვდ: Svenska dagen) ფინეთში 1908 წლიდან აღინიშნება, 1979 წლიდან კი სახელმწიფო დღესასაწაულადაც კი იღიარეს. ეს კულტურული დღე ფინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები შვედური მოსახლეობის კულტურას და მათი მშობლიური ენის  დაცვას  ეხება. იმის მიუხედვად, რომ ფინეთშიმცხოვრები შვედები მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტს წარმოადგენენ, შვედური ენა, ფინურთან ერთად, სახელწიფო ენად ითვლება. 

 

ქრისტეფორე კოლუმბი და თამბაქოს მოწევა 

 


1492 წლის 6 ნოემბერს, ზუსტად 527 წლის წინ, კუბაზე ინდიელების დასახლებაში ქრისტეფორე კოლუბი დაესწრო უცნაურ წეს-ჩვეულებას.ინდიელები „ეწეოდნენ“ რაღაც ბალახს და შესუნთქულ ბოლს ცხვირიდან უშვებდნენ-ამ ბალახს ისინი „ტობაკოს“ უწოდებენენ.როგორც კოლუმბმა გაიგო თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნისას. ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი,ვინც ევროპას გააცნო თამბაქო და პირველი ევროპელი,ვინც თამბაქო დააგემოვნა. ექსპედიციაში მყოფმა  მღვდელმა რომან პანემ ევროპაში ჩამოიტანა თამბაქოს თესლები და დეკორაციული მცენარესავით გაზარდა, თუმცა უკვე 1496 წელს ესპანეთში გაჩნდა თამბაქოს პირველი პლანტაცია, შემდეგ კი პორტუალიაში და საფრანგეთშიც გავრცელდა. მოწევის გარდა, შუა აზიაში და აღმოსავლეთ ქვეყნებში თამბაქოს პირდაპირ ენის ქვეშ  იდებდნენ ან ლოყის უკან და ასე ღეჭავდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %