კაპუჩინო, Harvey Wallbanger და ჟურნალისტის დღე ჩინეთში - 8 ნოემბერი

#365days #6ნოემბერი

გაიგე რა ხდება ან რა მოხდა 8 ნოემბერს მსოფლიოში

 

 

კაპუჩინოს საერთაშორისო დღე

 


კაპუჩინოს  დღე 8 ნოემბერს ცხელი ყავის ფინჯნით აღინიშნება. ეს არის შესანიშნავი სასმელი მითუმეტეს შემოდგომა-ზამთრის ცივ დღეებში. ტრადიციულად მომზადებული ესპრესოსგან, ცხელი რძისა და რძის ქაფისგან. კაპუჩინო - ეს არის იტალიური ყავის ნაირსახეობა. სიტყვა კაპუჩინო მოდის კაპუცინის ბერებიდან და წარმოადგენს იტალიურ კაპუჩჩიო-ს შემოკლებულ ფორმას, რაც ნიშნავს „კაპიშონს“ ან რამეს რაც ფარავს თავს. ამ პოპულარულმა სასმელმა თავის სახელი მიიღო არა „კაპიშონის“ გამო, არამედ „კაპიშონიანი“ სამოსის ფერის გამო, რომელიც ეცვათ ბერებს. (კაპუცინის ბერები - ეს არის კათოლიკური ეკლესიის ბერების ორდენი, ფრანცისკელთა მთავარ განშტოებებს შორის.)


•    1945 წელს აჩილ გაგგიამ გამოიგონა თანამედროვე ესპრესოს მანქანა, რომელმაც უფრო პოპულარული გახადა კაპუჩინო.
•    1990-იანი წლების შუა საუკუნეებში - კაპუჩინო უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა ჩრდილოეთ ამერიკელებისთვის, რადგან აშენდა ყავის უზარმაზარი ქარხნები.
•    1990-2000 წლების დასაწყისში კაპუჩინო პოპულარული გახდა აშშ-ს ინდუსტრიაში.


დღეს კი ყველგან შეგვიძლია შევხვდეთ და დავაგემოვნოთ ყავის ეს ნაირსახეობა, ხოლო გამოცდილ ბარისტას შეუძლია მასზე შექმნას მხატვრული ფორმები, რათა დღე უფრო გაგიხალისოთ.


კოქტეილის Harvey Wallbanger დღე

 


8 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც ხალხი აღნიშნავს ხილის და სპირტისგან დამზადებულ კოქტეილის დღეს, რომელიც 3 პორცია არყის, 1 პორცია გალიანოს და 6 პორცია ფორთოხლის წვენისგან შედგება.

ჩაასხით ეს კოქტეილი მაღალ ჭიქაში, მორთეთ ფორთოხლით და ალუბლით - და აი, პატარა შედევრიც მზადაა! 


როგორ ავღნიშნოთ ეს დღე? პირველ რიგში დაურეკეთ მეგობრებს, რომ ერთად აღნიშნოთ ეს დღე. შეხვდით მათ თქვენს საყვარელ ბარში და ყველამ შეუკვეთეთ Harvey Wallbanger.  გაატარეთ შესანიშნავი დრო საყვარელი ხალხის გარემოცვაში, ასევე გაუზიარე სხვებსაც ეს სოციალ მედიაში და გამოიყენეთ #HarveyWallbangerDay და რაც მთავარია! დალიეთ პასუხისმგებლობით და არასდროს დაჯდეთ საჭესთან ნასვამი.


ჟურნალისტის დღე ჩინეთში

 


2000 წლიდან ყოველწლიურად, 8 ნოემბერს დიდი ზეიმით აღინიშნება ჟურნალისტების დღე ჩინეთში. ეს არის მესამე პროფესიონალური დღესასწაული, მედ-დების და მასწავლებლების დღის შემდეგ.


1933 წლიდან 1949 წლამდე რეპორტიორები აღნიშნავდნენ ამ დღეს 1 სექტემბერს, იმის სამახსოვროდ, რომ 1933 წელს ჩინეთში მიიღეს კანონი, ახალი ამბების მუშაკთა დაცვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლებში, ეს დღესასწაული დიდხანს არ აღინიშნებოდა და მხოლოდ 1999 წელს კვლავ გაიხსენეს მისი მარსებობა და 8 ნოემბერი დააწესეს მის აღსანიშნავად. 


ცნობილია, რომ მთელს მსოფლიოში ჟურნალისტები აქტიურად ცდილობენ ადამიანის უფლებების დაცვას, ებრძვიან უკანონობას, რაც ზოგჯერ მათი თავგანწირვით, სიკვდილით მთავრდება. ამჟამად არაერთი ჩინელი, პოლიტიკურად აქტიური ჟურნალისტი, მწერალი და რედაქტორი ზის გისოსებს მიღმა და, როგორც მათი კოლეგები აღნიშნავენ, საუკეთესო ღონისძიება ჟურნალისტების დღისთვის, იქნება ჟურნალისტური საქმიანობისთვის მსჯავრდებული თანამებრძოლების განთავისუფლება.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %