სამეფო დინასტია, INTEL, ბრაზილია და იაპონიის ბავშვები - 15 ნოემბერი

#365days #15ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 15 ნოემბერს


სამეფო დინასტიის დღე ბელგიაში

 

 

1866 წლიდან 15 ნოემბერს ბელგიაში ნაციონალური დღესასწაული აღინიშნება - სამეფო დინასტიის ანუ სამეფო ოჯახის დღე (Dynasty Day / Fête de la Dynastie).


დღესასწაული ბელგიის მეორე მეფემ ლეოპოლდ II-მ დაარსა და ღონისძიებები სამეფო ოჯახის მფარველის, წმინდა ალბერტის (St. Albert the Great) საპატივემულოდ იმართება.


ამ დღეს სკოლებში მასწავლებლები და მოსაწავლეები განიხილავენ მონარქის როლს თანამედროვე ბელგიაში და ყველგან ჩართულია ეროვნული ჰიმნი. 


15 ნოემბერი დასვენების დღეა და მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება სხავდასხვა სახის ღონისძიება. 

 

გადამუშვების დღე

 


ყოველწიულრად  აშშ-ში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გადამუშვების დღეს (Recycles Day) აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია - გადამუშავების პრობლემის მიმართ ყურადღების მიქცევა. 


ეს დღე 1997 წელს დაიწყო აშშ-ში, სადაც პირველად აღნიშნეს America Recycles Day (პირდაპირი თარგმანი -  დღე როდესაც ამერიკა გადაამუშავებს ნარჩენებს), მოსახლეობა აბარებს ნარჩენებს გადამუშვებისთვის და ყიდულობს გადამუშავებულ პროდუქციას. სულ მალე ამ დღის აღნიშვნა სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. საინტერესოა, რომ მოძიებული ინფორმაციით აშშ-ში ყოველ საათში ნაგავში 2.5 მილიონი პლასტმასის ბოთლი იყრება, 26 მილიონი ხე კი გაზეთების საბეჭდად იჭრება.

 

რესპუბლიკის დღე ბრაზილიაში

 

 


ყოვეწლიურად 15 ნოემბერს ბრაზილიაში დასვენების დღა, რესპუბლიკის გამოცხადების დღეა (Dia da Proclamação da República). 


1889 წლის 15 ნოემბერს სახელმწიფო გადაატრიალების შედეგად ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II გადადგა და მარშალმა Deodoro da Fonseca გამოაცხადა ბრაზილიის შეერთებული შტატები (a República dos Estados Unidos do Brasil). ქვეყანაში ფედერალური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა და პროვინციებს შტატები ეწოდა.


15 ნოემბერი სახელმწიფო დღესასწაულია და ამ დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღლუმი, კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

 

ბავშვების დღესასწაული იაპონიაში

 


15 ნოემბერს  (ან 15 ნოემბრის მთლიანი კვირის განმავლობაში) იაპონიაში შეხვდებით მომხიბვლელი ჭრელ და ნათელ კიმონოებში ჩაცმულ ბავშვებს, რომლებიც, ოჯახის წევრებთან ერთად, მიიშურებიან უახლოეს ტაძარში, ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველასათვის საყვარელი, ძველი იაპონური დღესასწაული სიტი-გო-სანი (Shichi-Go-San) აღინიშნება (სახელწოდება სიტყვა სიტყვით ნიშნავს 7-5-3).


ამ საბავშვო დღესასაწაულის ისტორია 300 წლის წინ იწყება, და მას ყველა იმ ბავშვის დაბადების დღეს უწოდებენ, რომლებსაც 3, 5 ან 7 წელი უსრულდება. ეს კენტი რიცხვები იაპონიაში მაგიურად  მიიჩნევა და ბავშვის ცხოვრებაში მნიშნველოვან, გარდამტეხ ასაკად ითვლება.


დღის მნიშნველოვანი ტრადიციაა ტაძარში მისვლა. ტაძარში მისული მშობლები ღმერთებს ბავშვებისთვის ჯანმრთელობასა და ბედნიერებას სთხოვენ.

 

INTEL -პირველი მიკროპროცესორი

 


1971 წლის 15 ნოემბერს ბაზარზე გამოჩნდა უნივერსალური მიკროპროცესორი Intel® 4004, რომელმაც ელექტრონიკაში რევოლუცია მოახდინა და შეცვალა სამყარო.


4004-მდე პროგრამირებული მიკროპროცესორი არ არსებობდა და 4004-ის შესაძლებლობები საკმაოდ აღემატებოდა იმ დროისთვის არსებულ კომპიუტერის შესაძლებლობებს.

 

„მე მიყვარს წერა“ 

 


ამ განსაკუთრებულ დღეს ბევრი დაწესებულება და ორგანიზაცია აღნიშნავს, მათ შორის სკოლები, ეკლესიები და სავაჭრო ცენტრებიც კი. ის მოიცავს ყველა ჟანრს, ნოველიდან დაწყებული პოემით დამთავრებული, დღის მიზანია დასვან ნებისმიერი ადამიანი და რამე დააწერინონ, თუნდაც მოკლე ჩანაწერი და მსოფლიო მოძრაობის მონაწილედ აგრძნობინონ თავი. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %