ტოლერანტობა, UNESCO, Fast Food და ღილი - 16 ნოემბერი.

#365days #16ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 16 ნოემბერს

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

 


ტოლერანტობა ნიშნავს განსხავებული მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესის , ჩვევებისა და ქცევის ატანას ანუ სხვისთვის უფლების მიცემა იცხოვრონ ისე როგორც სურთ. 


1995 წლის 16 ნოემბერს UNESCO-მ დააწესა მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე (International Day for Tolerance), რომლის მიზანია დისკრიმინაციის და არატოლერანტობის საკითხებზე საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია აცხადებს, რომ ყველა ადამიანი ბუნებით განსხვავებულია, მაგრამ თავისი უფლებებით თანაბარნი არიან. დოკუმენტის თანახმად, ტოლერანტობა ნიშნავს ადამიანის ინდივიდუალურობის, თავისი თავის გამოხატვის და მსოფლიო კულტურების მრავალფეროვნების პატივისცემას.

 

UNESCO - დაარსება

 


UNESCO - გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა ლონდონში, ამჟამად მისი შტაბ-ბინა პარიზშია. 


დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურისა და განათლების გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებების და თავისუფლების პატივისცემას განურჩევლად რასის, ენის, რელიგიისა და სქესის.

 

სწრაფი კვების დღე 

 


პიცა, ჰოთ-დოგი, ჩიფსები, ნივრის რგოლები, ჰამბურგერები, კარტოფილი ფრი, შაურმა - გილოცავთ, დღეს სწრაფი კვების დღეა (Fast Food Day).


ყველაფერი კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, როდესაც აშშ-ში მანქანების რაოდენობის ზრდამ გზებზე სწრაფი კვების ობიექტების საჭიროება გამოიწვია. აი ზუსტად აქ იწყება ისტორიაც.

 

ბევრისთვის სწრაფი კვების სამშობლოდ ზუსტად ამერიკა ითვლება და უკვე შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება. იმედია არ დაგებადათ კითხვა თუ როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? შეგიძლიათ შეხვიდეთ მაკდონალდში ან ვენდისში, ან უბრალოდ ჭამოთ გლდანის შაურმა.

 

ღილის დღე

 


თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ღილი არ იმსახურებს თავის დღეს, მაშინ წარმოიდგინეთ თქვენი არსებობა მის გარეშე, ნოემბერში, ზამთარში კი განსაკუთრებით. აშშ-ში 1938 წელს დაარსებულმა ღილის ეროვნულმა საზოგადოებამ შემოიღო ღილის დღე და ამის შემდეგ ის 16 ნოემბერს აღინიშნება. ეს დღე დაწესდა ზუსტად მათთვის ვისაც უყვარს ღილების შეგროვება და მათი გამოყენებით სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების გაკეთება.


რადიოს, ტელევიზიისა და კავშირგაბმულობის მუშაკების დღე უკრაინაში

 


1994 წლის 11 ნოემბერს უკრაინიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რადიოს, ტელევიზიისა და კავშირგაბმულობის მუშაკების მხარდასაჭერის ინიციატივას. ეს დღე ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება.


ამ დღის დევიზია: ჩვენ ვმუშობთ იმისთვის, რომ უკრაინა განვითარებულ საინფორმაციო ქვეყნად იქცეს.


ამ დღეს ნებისმიერი უკრაინელი, რომელმაც დილიდან ჩართო ტელევიზორი ან რადიო, შევიდა ინტერნეტში - სიმბოლურად მონაწილეობას იღებს ამ დღის აღნიშვნაში. 


ამ პროფესიონალური დღესასწაულის აღნიშვნას შემოდგომაზე სიმბოლურად მიიჩნევენ, ვინაიდან ზუსტად ამ პერიოდში ხდება წლის შეჯამება და მომავალი წლის მიზნების და გეგმების დასახვა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %