ჯოკერის კიბე - ნიუ-იორკის ახალი ღირშესანიშნაობა

ოქტომბრის დასაწყისში კინოთეატრებში გამოვიდა ფილმი „ჯოკერი“, რომელიც ამ წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა გახდა (Avengers: Endgame-ის შემდეგ). ვინ იფიქრებდა, რომ ხოაკინ ფენიქსის ერთ-ერთი მიყრუებული ქუჩის კიბეზე ცეკვა ფილმის ყველაზე პოპულარული სცენა გახდებოდა.

 

ნიუ-იორკის დასავლეთ უბნის, ბრონქსის მოსახლეობამ მაშინვე იცნო ლოკაცია და, პრემიერის მეორე დღიდან, „ჯოკერის კიბე“ ტურისტებისთვის და კინომანებისთვის მთავარი სანახავი ღირშესანიშნაობა გახდა. - აცხადებს The Telegraph.

 

 

 

მოცეკვავე ჯოკერის სტილში ფოტოს გადაღების მსურველთა რიცხი იმ დონემდე გაიზარდა, რომ ბევრის რჩევაა კიბესთან დილით ადრე მივიდნენ.

 
„ჯოკერის კიბე“ 132 საფეხურისგან შედგება და გვერდითა პატარა ქუჩად ითვლება, რომელიც Shakespeare Avenue-სა და Anderson Avenue-ს აერთიანებს.

თუ გაინტერესებთ, კიბის კოორდინატებია: GPS: 40.836017, -73.924237. (კიბე მდებარეობს კორპუსებს შორის)
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %