ფამუქ-ქალე და ლურჯი ლაგუნა

პამუკალე (ფამუქ - ქალე, ფამუქქალე )  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ადგილია, სადაც კი ვყოფილვარ.

მინერალებისგან შემდგარი ქათქათა ტერასები და კედლები, რომლებიც შორიდან თოვლს გავს, ხოლო ახლოდან ბამბის რბილ ღრუბლებს მოგვაგონებს, მათ შორის კი მთელს პერიმეტრზე ცხელი თერმული წყლებით გავსებული ბუნებრივი აუზები. აქ მოხვედრილ ადამიანს თავი ფილმის დეკორაციებში ან რაღაც არარეალურ სამყაროში ეგონება და პირველი რამოდემინე წუთი რთულია იმის აღქმა, რომ აქაურობა არანაირი კავშირში არაა სიცივესთან.

 

 

მე მჯერა, რომ თუ ადამიანს მართლა უყვარს მოგზაურობა და სიახლეების ძებნა, ის ამას ყოველთვის მოახერხებს - მთავარია სურვილი და ცოტა მონდომება. სწორედ ამგვარად შარშან, როდესაც მე და ჩემს მეგობარს გვინდოდა რაიმე საინტერესო „თრიფის“ მოწყობა და არც თუ ისე დიდი ბიუჯეტი გვქონდა, აღმოვაჩინეთ ეს საინტერესო ადგილი. იმისათვის რომ პამუკალეში მოხვდეთ, ჯერ უნდა მიაღწიოთ პატარა ქალაქ დენიზლიმდე. სტამბულიდან დაფრინავს ავიაკომპანია „პეგასუსი“, სულ რაღაც 20 დოლარად. ფრენა ძალიან ხანმოკლეა, ვერც ასწრებ გააზრებას. აეროპორტიდან გამოსულს დაგხვდებათ მიკროავტობუსები, რომლებიც პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანენ. პამუკალე პატარა დაბაა, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებითა და კვების ობიექტებით, ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და ზღაპრულია, დიასახლისებს ქუჩებში გასახმობად წითელი წიწაკები აქვთ გამოფენილი, ყოველ ნაბიჯზე ფერად-ფერად ხალიჩებს ყიდიან და ჩაის დასალევად გეპატიჟებიან. სასტუმროები აქ საკმაოდ იაფია - ორადგილიანი კეთილმოწყობილი ნომერი დაახლოებით 25 დოლარი დაგვიჯდა, ჩვენი აივნიდან ხედი პირდაპირ თეთრ „ბამბის გორაზე“ გადიოდა. ძალიან უჩვეულო და განსხვავებული შეგრძნებაა, ამ მთის შემხედვარეს თავი რაიმე ზამთრის კურორტზე გეგონება და ამავდროულად, სასტუმროს ღია აუზთან შეზლონგზე წევხარ და ირუჯები  :)

 


იმისათვის, რომ თერმული წყლების ტერიტორიაზე შეხვიდეთ, თქვენ მოგთხოვენ ფეხსაცმლის გახდას. ფრთილად იყავით - მინერალებისგან შემდგარი ნიადაგი შიგადაშიგ ძალიან სრიალებს. შემდეგ იწყებთ ასვლას აუზებისკენ და რაც უფრო შორს მიდიხართ, მით უფრო ლამაზი და დაუჯერებელი ხედები გეშლებათ თვალწინ. აუზებში წყალი თბილია, წყლის ფერი კი ცისფერ საღებავში შერეულ რძეს გავს, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ აუზის ძირი თეთრი თიხით არის დაფარული - სწორედ თიხა აძლევს წყალს ამგვარ შეფერილობას.

 

 

მზის ჩასვლა აქ ძალიან ლამაზია - სტაფილოსფერ-ვარდისფერი სხივები თეთრ ფერდობებზე გადმოდის და ყველაფერი ირგვლივ ამ ფერებით იწყებს ბზინვას. ტურისტები აქტიურად აჩხაკუნებენ ფოტოკამერებსა და სმარტფონებს, ცდილობენ, რომ ერთი კადრიც კი არ გაუშვან ხელიდან. და სწორედ აქ მივხვდი - ხანდახან ისე ვერთობით „ფოტორეპორტიორობით“, რომ გვავიწყდება ლამაზი მომენტების რეალურად შეგრძნება, ზედმეტი ფიქრის გარეშე.

 

 

ამ „თეთრი უჩვეულობების“ გარდა, აქ თქვენ შეგიძლიათ იბოდიალოთ ანტიკური ქალაქის ნანგრევებში და იბანაოთ ანტიკურ აუზში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სეირნობისას ძალიან „აჭერს“ მზე, ამიტომაც გირჩევდით აუცილებლად გქონდეთ თან ქუდი, რომ თავი აარდოთ დისკომფორტს.


საღამოს, ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ, შეგიძლიათ პამუკალეს პატარა ქუჩებში ისეირნოთ და გემრიალად ივახშმოთ ადგილობრივ მყუდრო რესტორანში.

 

 

პამუკალე ძალიან ლამაზი აგდილია, მაგრამ ერთ-ორ დღეზე მეტი აქ გაჩერება ალბათ არ ღირს, მოგწყინდებათ. სწორედ ამიტომ მეორე დილით გეზი ავიღეთ ადგილისკენ სახელად ოლუდენიზი, სადაც ლურჯი ლაგუნა გვეგულებოდა. თუ თქვენ google-ში ჩაწერთ დასახელებას - Blue lagoon, Oludeniz, საძიებო სისტემა ულამაზესი ლაგუნის სურათებს ამოაგდებს, კამკამა ფირუზისფერი წყლით და თეთრი ფერის სანაპიროთი. ადგილზე მისულებს იმედი არ გაგვცრუებია, სწორედ ისეთი ფერის წყალი იყო, როგორსაც მოველოდი. იმდენად გამჭვირვალე, რომ ცურვის დროს ფსკერზე ყველა ქვას და ლოდს დაინახავდით. მაგრამ... “გუგლის“ ფოტოებმა არ გაგვაფრთხილეს, რომ აქ იქნებოდა უამრავი ტურისტი, იმდენად ბევრი, რომ სანაპიროსთან დასაწოლი ადგილი ძლივს ვიპოვეთ. ალბათ დილით ძალიან ადრე უნდა მოხვიდე, რომ ამ ადგილის სილამაზე რეალურად შეიგრძნო, ზედმეტი ხალხისა და აყალმაყალის გარეშე. მიუხედევად ამისა, მაინც მიხარია, რომ ამ ლაგუნაზე მოვხვდი. ოლუდენიზშიც ერთი დღე გავარატეთ და დავბრუნდით სტამბულში.

 

მთელი ჩვენი მოგზაურობა სულ რაღაც 5 დღიანი იყო, მაგრამ სახლში უამრავი დადებით

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %