მამაკაცები, მეწარმე, ტუალეტი, ცუდი დღე - 19 ნოემბერი

#365days #19ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 19 ნოემბერს

 

მამაკაცების საერთაშორისო დღე

 


ყოველწიურად, 19 ნოემბერს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მამაკაცების საერთაშორისო დღეს (International Men's Day, IMD) აღნიშნავს. პირველად ეს დღე ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკის მოსახლეობამ 1999 წელს აღნიშნა. შეგახსენებთ, ეს არის კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთით, რომელიც შედგება ორი დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისგან. 


დროთა განმავლობაში ამ დღესასწაულის აღნიშვნა არა მხოლოდ კარიბის ზღვის აუზის  ქვეყნებმა, არამედ  ევროპამ და აზიამ, ჩრდილოეთ ამერიკამ და გაერომაც კი დაიწყეს. დღესდღეობით, მამაკაცების საერთაშორისო დღე 60 ქვეყანაში აღინიშნება. 


საინტრესოა, რომ ამ დღის მიზანია - ოჯახში და შვილების აღზრდაში მამაკაცის გენდერული დისკრიმინაციისთვის ყურადღების მიქცევა.


ამ დღეს მთელ მსოფლიოში ტარდება სხავდასხვა სახის სემინარები, მშვიდობიანი დემონსტრაციები და სხვადსხვა არტ-ობიექტების გამოფენა, რომელიც საზოგადოებაში მამაკაცის როლს ეძღვნება. 


ტუალეტის (საპირფარეშოს) მსოფლიო დღე

 


2002 წლის 19 ნოემბერს მსოფლიო პროგრესულმა საზოგადოებამ პირველად აღნიშნა ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური დღესასწაული - ტუალეტის მსოფლიო დღე (World Toilet Day). საინტერესოა, რომ ამის აღნიშვნა სინგაპურში საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, სადაც ტუალეტების პრობლემებს განიხილავდნენ. 


აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის 200 დელეგატი ერთმანეთს შეხვდა, რათა გაერჩიათ ტუალეტის დღის პრობლემების მოგვარება და ახალი კონცეფციების განვითარება. აქვე ჩამოყალიბდა ტუალეტის მსოფლიო ორგანიზაცია (World Toilet Organization), რომელმაც დააწესა კდიევაც ეს დღე.


ეს დღე კაცობრიობას ახსენებს იმას, რომ მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს ან არ აქვს საცხოვრებელ სახლში ტუალეტი, ან აქვს ,მაგრამ არ აქვს გაყვანილი კანალიზაცია. 


პირველი დრამატული თეატრი პოლონეთში

 


1765 წლის 19 ნოემბერს, 254 წლის წინ, ვარშავაში გაიხსნა პირველი თეატრი, რომელშიც აჩვენეს პოლონელი დრამატურგებისა და უცხოელი ავტორების პიესებს. თეატრის დაარსებამ პროფესიონალი პოლონურ სასცენო ხელოვნებას ჩაუყარა საფუძველი.

 

ანტერპრენერის ანუ მეწარმის დღე

 


პირველ რიგში გვინდა ავხსნათ, რომ ანტერპრენერი (Entrepreneur) ანუ მეწარმე ის ადამიანია, რომელიც ქმნის, აფინანსებს და მართავს რაიმე ორგანიზაციას, შემოსავლის მისაღებად.


ამერიკა ანტერპრენერებისგან არის შემდგარი. კაცებისგან და ქალებისგან, რომლებმაც არაფრისგან შექმნეს ქვეყანა, სამუშაო ადგილები. იძახიან, რომ თანამედროვე ამერიკა,რეალურად ამ ხალხმა ჩამოაყალიბა.

ზუსტად მათ საპატივცემულოდ, აშშ-ში ყოველწლიურად 19 ნოემბერს აღნიშნავენ მეწარმის დღეს.

 

მონოპოლიის თამაშის დღე

 


ბავშვობაში რამდენჯერ გითამაშიათ მონოპოლია? თანამედროვე ბავშვების უმრავლესობამ ამ თამაშს სხვანაირი სახელწოდებით იცნობს: ბიზნესი, მეწარმე, და ა.შ. ამ თამაშის ფანებისთვის შეიქმნა „მონოპოლიის თამაშის დღე“.


მონოპოლიის თამაშის შექმნის იდეა 1903 წელს დაიბადა, როდესაც ამერიკელმა ანტიმონოპოლისტმა ელიზაბეთ მეგიმ, ჰენრი ჯორჯის საგადასახადო თეორიის ასახსნელად შექმნა უცნაური თამაში. 


გამოიცანით, როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? შეკრიბეთ ოჯახის წევრები ან მეგობრები, და ერთად ითამაშეთ მონოპოლია. 

 

„გისურვებთ ცუდ დღეს“ - დღე (Have a Bad Day Day)

 


„არასწორი არაფერია იმაში, რომ გქონდეს ცუდი დღე. თუმცა არასწორია, სხვებს შეუქმნა საშინელი განწყობა შენი ცუდი დღის გამო...“ - Neil Cavuto.


როდესაც ცუდი დღე გაქვთ, რატომ უნდა დაიტანჯოთ მარტო, გადით გარეთ და ყველა შემხვედს უთხარით „ცუდ დღეს გისურვებ“, მაგრამ მაქსიმალურად მეგობრულად და ნათელი ღიმილით თქვით ეს.

 
როგორ ფიქრობთ სად ჩამოყალიბდა ეს დღე? ეს დღე მომსახურების ინდუსტრიაში, კონსულტანტებმა, მოლარეებმა ჩამოაყალიბეს. ბევრმა არ იცის, დღის განმავლობაში რისი ატანა უწევთ კლიენტებისგან მომსახურე პერსონალს: როგორიც არ უნდა იყოს კლიენტი მათ უწევთ მომღიმარე სახით, „სასიამოვნო დღეს გისურვებთ“-ს ძახილი. შესაბამისად „გისურვებთ ცუდ დღეს“ დღე მათი საპასუხო დარტყმაა.  
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %