ბავშვთა დაცვა, აფრიკა, მექსიკა და ბეთჰოვენი - 20 ნოემბერი.

#365days #20ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 20 ნოემბერს


ბავშვთა საერთაშორისო დღე

 


1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღო და ამის შემდეგ ყოველწლოურად აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე (Universal Children's Day). კონვენციის მიღებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ მთელ მსოფლიოში მილონიონობით ბავშვის უფლება ჯერ კიდევ ირღვება.


ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ორგანიზაცია, გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებს მართავს.


აფრიკის ინდუსტრიალიზაციის დღე

 


1989 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 ნოემბერი აფრიკის ინდუსტრიალიზაციის დღედ (Africa Industrialization Day) გამოაცხადა. 


მდიდარი ბუნებრივი რესურსების მიუხედავად, აფრიკა ყველაზე ღარიბ და მეწარმეობის განვითარების კუთხით ჩამორჩენილი კონტინენტია. ეკონომიკური ჩამორჩენილობა ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული - ინფრასტრუქტურის არქონა, კოლონიალური წარსული, ენობრივი მრავალფეროვნება, კორუმპირებული მთავრობები, ხშირი საომარი კონფლიქტები და სხვა.


გაეროს მიერ დაწესებული ეს დღე ზუსტად იმისკენაა მიმართული, რომ ყოველ წელს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს აფრიკის კონტინენტის კონკრეტულ ერთ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს.

 

რევოლუციის დღე მექსიკაში

 


1910 წელს  მექსიკაში დიასის რეჟიმის წინააღმდეგ ფრანცისკო მადეროს მეთაურობით რევოლუცია დაიწყო. სწორად ამ ისტორიულ დღეს ეძღვნება 20 ნოემბერს რევოლუციის დღის აღნიშნვა (Día de la Revolución).


რევოლუციის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასაწაული. ამ დღეს ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სკოლები, ბანკები და სხვა დაწესებულება თუ საწარმო დახურულია. იმართება აღლუბი, კონცერტები და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება.

 

ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის გაჟღერება

 


გენიალური გერმანელი კომპოზიტორის, რეჟისორისა და პიანისტის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მუსიკას საკმაოდ ბევრ ჟანრში წერდა. ესენია: ოპერა, ბალეტი, დრამატული სპეკტაკლების მუსიკა და სხვა. 1800 წლებში ბეთხოვენს სმენა  უკვესაგრძნობლად დაუქვეითდა. მაგრამ, ზუსტად ამ პერიდოში მან ერთი მეორის მიყოლებით თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები შექმნა. მათ შორის ერთადერთი ოპერა „ფიდელიო“, რომელიც 1805 წლის 20 ნოემბერს ნაპოლეონის მიერ ვენის ოკუპირების ერთი კვირის თავზე ვენის თეატრში (Theater an der Wien) პირველად გაჟღედა. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %