წინასაშობაო ევროპის ქალაქები, სადაც თავს ზღაპარში იგრძნობთ

ნუშის და დარიჩის არომატი, მოციმციმე შუქები, ქუჩის კონცერტები, პატარა ხის სახლები - ნამდვილი ჯადოსნური წინასაშობაო განწყობის შესაქმნელად ევროპის ქალაქებში უნდა გაემგზავროთ.

 

ზამთრის ევროპა ყველაზე ლამაზია წინასაშობაო პერიოდში, როდესაც ყველა ფუსფუსებს და ემზადება დიდი დღესასწაულისთვის. წინასაშობაო პერიოდში ბილეთები უფრო იაფია, ტურისტების რაოდენობა უფრო ცოტაა და ატმოსფეროც ყველაზე ჯადოსნურია. 

 


დღეს წარმოგიდგენთ ევროპის იმ ქალაქებს, სადაც თავს ზღაპარში იგრძნობთ.

 

შობის დედაქალაქი, სტრასბურგი - საფრანგეთი

 


სტრასბურგი ანუ სტრასბური საფრანგეთის აღმოსავლეთი რეგიონის ელზასის ისტორიული ქალაქია. საფრანგეთის ულამაზესს სტრასბურს - შობის დედაქალაქს უწოდებენ.


ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს თავისი პატარა ქალაქის თითეული სანტიმეტრი გაანათოს და ზღაპრული ატმოსფერო შეუქმნას. საიმისოდ დიდი გამოცდილება აქვთ: სტრასბურგის პირველი საშობაო ბაზრობა 1570 წელს ჩატარდა, ამიტომაც მას შობის დედაქალაქს უწოდებენ. ქალაქის მოედნებზე წინასაშობაო პერიოდში ათამდე ბაზრობა იხსნება, სახლებს და და მაღაზიებს ამშვენებს ცოცხალი ნაძვის ტოტები, მოხატული ბურთულები და რბილი სათამაშოები. თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ გულგრილად ჩაუაროთ Carré d’Or უბნის მორთულ ვიტრინებს, 30 მეტრიან ნაძვის ხეს, საკათედრო ტაძარს და მთავარ მოედანს, სადაც ყოველწლიურად სადღესასწაულო კონცერტები იმართება.

 

 

საშობაო ბაზრობა ამ წელს 23 ნოემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით იმართება

ტურები სტრასბურგის მიმართულებით: სტრასბურგი

 

 

ზღაპრული პრაღა, ჩეხეთი 

 

ზღაპრულ პრაღაში ყველაზე ჯადოსნური დრო წინასაშობაო პერიოდია.


არაფერი ისე არ ამშვენებს პრაღას, როგორც შობის მოლოდინი. ქუჩაში შემწვარი წაბლის სუნი დგას, და წითელი აგურის სახურავებზე თოვლი უფრო შაქრის პუდრას გაგონებს. 

 

 

სასეირნოდ აუცილებლად გაეშურეთ ძველი ქალაქის (Staromestske Namesti)  და ვაცლავის მოედნებისკენ: აქ იპოვით ყველაზე ლამაზ და ხმაურიან ბაზრობებს. აქვე მსახიობები კოსტიუმირებულ სპექტაკლებს აწყობენ. აუცილებლად იყიდეთ ცხენის ნალი ბედნიერებისთვის, რომელსაც მჭედელი იქვე, სპეციალურად თქვენთვის, მოამზადებს,  დააგემოვნეთ ტრადიციული ჩეხური ტკბილეულობა - ტრდელნიკი და ადგილობრივი გლინტვეინი - სვარჟაკი. ბაზრობებზე გლინტვეინს მოხატულ კერამიკულ ჭიქებში შემოგთავაზებენ. ჭიქა ფასიანია, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ჭიქა და ფულსაც უკან მიიღებთ. 


ეკლესიებში არ გამოტოვოთ საორგანო მუსიკა, რატუშაში კი საშობაო ჰიმნი. გადახედეთ ზამთრის პრაღას 66 მეტრის სიმაღლიდან, მდინარეში გაუშვით კობრი (კარპი) - და უკვე შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ახალი წელი ნამდვილად ბედნიერების მომტანი იქნება. 


საშობაო ბაზრობა Staromestske-ის მოედანზე ამ წელს 30 ნოემბრიდან 2020 წლის 6 იანვრამდე იმართება.


რა დავათვალიეროთ პრაღაში


ტურები პრაღის მიმართულებით: პრაღა

 

 

შვეიცარია, ციურიხი


ლირიული გადახვევა: 2006-2007 წლებში ციურიხი მსოფლიოში „საუკეთესო ცხოვრების ხარისხის“ ქალაქად დასახელდა. 

 

ციურიხის ქუჩებში ადვილად იპოვით სანტა-კლაუსის მატარებლებს, რომელიც ბავშვებს ასეირნებს ჯადოსნურად მორთულ ქუჩებში. ცურიხის მოსახლეობა განთქმულია თავისი სტუმართმოყვარეობით.

მთავარი რკინიგზის სადგურზე შესვლისთანავე ნახავთ ევროპის ყველაზე დიდი დახურული საშობაო ბაზრობას და კაშკაშა ნაძვის ხეს, რომელიც მორთულია სვაროვსკის (დიახ, დიახ!) ქვებით. 


არ გამოტოვოთ ქალაქის მთავარი ბაზრობა, ყოველ დღე ნაძვის ხის ფორმის სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე გუნდი საშობაო სიმღერებს ასრულებს. საოპერო თეატრის ფოიეში უფასო მოკლე საკონცერტო ჩვენებები ყოველდღე 17:30-ზე იმართება. თეატრის მოპირდაპირე მხარეს კი ნახავთ „საშობაო სოფელს“ ქალაქის საუკეთესო საციგურაო მოედნით. მთელი ქალაქის მასშტაბით მოწყობილია დასვენებისა და გართობის ლოკაციები. 

 


ციურიხში დღესასწაული მოდის მაშინ როდესაც ვანჰოშტრასაზე 12 ათასი სანთელი ინთება, და სანტაკლაუსი სპეციალურად მოწყობილ ტრამვაით ქალაქის ქუჩებში ასეირნებს ბავშვებს. ქალაქი საშობაო ტრადიციებს უფრთხილდება: 1968 წლიდან ნებისმიერ მსურველს საკუთარი ხელით შეუძლია გამოძერწოს სანთელი, მთავარ მოედანზე ზამთრის ცირკი თავის წარდგენებს აწყობს, დეკემბრის დასაწყისიში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი 300-მდე ადამიანი საქველმოქმედო ტრადიციულ მარათონს აწყობს. 


ციურიხის ოპერის პირდაპირ საშობაო ბაზრობა გახსნილია 21 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით.


ტურები ციურიხის მიმართულებით: ციურიხი

 


მუსიკალური დედაქალაქი ზალცბურგი, ავსტრია


ავსტრიის საშობაო ეპიცენტრად ვენა ითვლება, მაგრამ ზალცბურიც არანაკლებ საინტერესო და ლამაზია. მუსიკალურ დედაქალაქში არა მხოლოდ მოცარტი, არამედ მთავარი საშობაო სიმღერის Silent Night, Holy Night ავტორი, ჯოზეფ მორიც დაიბადა.

ზალცბურგში არა მხოლოდ საშობაო სიმღერას მოუსმენთ, არამედ ბევრ ალპურ მელოდიასაც გაიგონებთ, რომელიც წინასაშობაო პერიოდში უკვე 60 წლის განმავლობაში დიდ საფესტივალო სასახლეში ისმის ხოლმე. იმისათვის, რომ უფრო იგრძნოთ თავი ზღაპარშ,ი შეიხედეთ საშობაო მუზეუმში: კიდევ სად ნახავთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ნაძვის ხეს, და მე-19 საუკუნის საშობაო მოსართავებს?

 

 

ქალაქის ყველაზე დიდი საშობაო ბაზრობა საკათედრო ტაძრის წინ იმართება, აქ ყველგან ცხელი ტკბილეულობის სუნი ტრიალებს. თუ უფრო საინტერესო სანახაობას ელით, მაშინ შეუერთდით კრამპუსების მსვლელობას. ესენი არიან დიდრქიანი ბეწვიანი ეშმაკები, რომლებიც ცელქ ბავშვებს სჯიან. ამბობენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილია, ამიტომაც, ყველა შემთხვევაში, კარგად მოიქეცით.
საკათედრო ტაძრის წინ ბაზრობა იმართება 21 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე. 


ტურები ზალცბურგის მიმართულებით: ზალცბურგი

 

შოკოლადი დედაქალაქი ბრიუგე, ბელგია

 


ბრიუგეში თავს ბედნიერად ადვილად იგრძნობთ - და საქმე სულაც არ არის მხოლოდ იმაში, რომ ეს შოკოლადის დედაქალაქია. საახალწლო პერიოდში ბრიუგე განსაკუთრებით ლამაზია, როდესაც უყურებ გვერდზე მიმავალ ეტლებს, პატარა საშობაოდ მორთულ სახლებს, ათვალიერებ ბაზრობას და ცუდზე ვერც კი იფიქრებ. აქ აუცილებლად უნდა იყიდოთ ხელით ნაკეთები ნაძვის ხის სათამაშო. თუ შეგცივდათ, ადგილობრივ ბარებში უკვე 500 წლის ისტორიის მქონე ლუდი ან მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ცხელი შოკოლადი დალიოთ.

 

 

ბრიუგეში საშობაო ბაზრობა იმართება 24 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე.


რა მოვინახულოთ ბრიუგეში


ტურები ბრიუგეს მიმართულებით: ბრიუგე

 

 

სანტა-კლაუსის სამშობლო, როვანიემი, ფინეთი

 


ფინეთი სანტა-კლაუსის სამშობლოდ ითვლება და ეს ნამდვილად ზღაპრული ქვეყანაა. თუ სანტა-კლაუსი საშობაო განწყობით არ მოდის თქვენთან, თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოინახულოთ ის ლაპლანდიაში. ზამთრის პერიოდში როვანიემი ყველაზე სანატრელი ადგილია დიდებისთვის და პატარებისთვის. აქ უამრავი გასართობია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის ნათებაა და სანტა-კლაუსთან შეხვეხრა. იოულუპუკისთვის ხელი ჩამოსართმევად საკმაოდ გრძელ რიგში მოგიწევთ ლოდინი, სამაგიეროდ პირდაპირ ეთეში Youtube-ს არხზე მოხვდებით.

 


სანტა კლაუსის სოფელში საკუთარი საფოსტო განყოფილებაც მდებარეობს. განსაკუთბული არაფერია, გარდა იმისა, რომ თქვენ გზავნილზე პატარა ჯუჯა მიაკრავს უნიკალურ არქტიკურ მარკას. აქ შეგიძლიათ გაერთოთ სანტა-პარკში და დაისვენოთ სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ კოტეჯებში. სანტა კლაუსის რეზიდენციის გარდა აქ უამრავი მაღაზია, რესტორანი და ირმების ფერმაც კი არის. საინტერესოა, რომ სოფელში ყოელწლიურად იდგმევა დიდი ნაძვის ხე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით რთავენ.


სანტა კლაუსთან მიღების დღეები: 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 6 იანვრამდე, ყოველდღიურად 09:00-დან  19:00-მდე.


ტურები ფინეთის მიმართულებით: ფინეთი

 


ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

 


ლონდონში საშობაო ბაზრობები ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში იხსნება, თუმცა ყველა ღირშესანიშნაობის დასათვალიერებლად მთლიანი ზამთარიც არ გეყოფათ. ამ დროს ჰაიდ-პარკში ( Hyde Park) ჯადოსნური ქვეყანა, Winter Wonderland იხსნება. თქვენ აქ შეგიძლიათ ქალაქის პანორამული ხედით დატკბეთ, დალიოთ ცხელი გლინტვეინი და ყინულის ბარში გაგრილდეთ. ასევე დაათვალიეროთ ყინულის შოუ, დადგეთ ციგურებზე და ისრიალოთ უზამაზარ ყინულის მოედანზე. 

 

 

თუ ჰაიდ-პარკის გარეთ გსურთ წასვლა, გაისეირნეთ ოქსფორდის და რიჯენტის ქუჩებზე. წინასაშობაო ლონდონი მთლიანად განათებულია, განსაკუთრებით სამეფო ბოტანიკური ბაღი, სადაც ერთდროულად ათასობით სანთელი ანთია. არ დაგავიწყდეთ მთავარ ნაძვის ხესთან სურათის გადაღება, რომელიც ტრაპალგარის მოედანზეა. თუმცა იმისათვის რომ მთლიანად შეიგრძნოთ აქაური ჯადოსნური ატმოსფერო -  უნდა დასხდეთ ჰოგვორტსის სასადილოში და გაისეირნოთ ტემზაზე სანტასთან ერთად.


ლონდონის Winter Wonderland-ის ბაზრობა გასნილია 2019 წლის 21 ნოემბრიდან 2020 წლის 5 აინვრამდე.


ტურები ლონდონის მიმართულებით: ლონდონი


10 რამ რაც ლონდონის ვიზიტისას უნდა გააკეთოთ 

 

 

გულუხვი ბუდაპეშტი, უნგრეთი

 


საშობაო ბუდაპეშტის ატმოსფეროს შეგრძნება ადვილია - უბრალოდ მიდით ქალაქის გულამდე, ვერეშმარტის მოედნამდე, სადაც უზარმაზარი ბაზრობა დაგხვდებათ. აქ შობის და დარიჩინის სუნი ტრიალებს. საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ საშობაო კონცერტებს. აქვე  ესტუმრეთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კაფეს Gerbeaud და დააგემოვნოთ იმავე სახელწოდების ტორტი. მეორე არანაკლებ თვალწარმტაცი ბაზრობა წმინდა სტეფანის ბაზილიკასთან გელით, სადაც საღამოობით მუსიკალური შოუ იმართება. ზამთრის ბუდაპეშტი განსაკუთრებით გულuხვია თავისი გასართობი პროგრამებით  - შეგიძლიათ ოპერაში ნახოთ “მაკნატუნა“, ინებივროთ თერმულ აბანოებში ღია ცის ქვეშ და ყინულის მოედნებზე ისრიალოთ. 

 

 

საშობაო ბაზრობა ბუდაპეშტში გახსნილია 8 ნოემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. 


ტურები ბუდაპეშტის მიმართულებით:  ბუდაპეშტი


რა ვნახოთ ბუდაპეშტში: ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %