ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულები

6 დეკემბერს SHERATON GRAND TBILISI METECHI PALACE- ში  ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საგანგებო ღონისძიება, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართა. 
წელს ტურისტული პორტალი Turebi.Ge ღონისძიებას მედია პარტნიორობას უწევდა .


Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს “ ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად.
წარმოგიდგენთ წლევანდელი 26 ნომინაციის გამარჯვებულების სრულ სიას:

ორი განსაკუთრებული ჯილდო: ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური ჯილდო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და სპეციალური პრემია: KHETSURIANI TROPHY, წლის საუკეთესო კრეატივი საქართველოს პოპულარიზაციისთვის - მიიღო Spend 4 Seasons in Georgia 

 

საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო -  Sheraton Batumi Hotel

კონცეფტუალური სასტუმროს ნომინაციის ორი გამარჯვებული -  MOXY Tbilisi • მოქსი თბილისი  და  Glamping Georgia 

საუკეთესო სათხილამურო კურორტი -  Gudauri Loft

THE BEST VALUE - დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო - Hostel Pushkin 10

THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო - Courtyard by Marriott Tbilisi

THE BEST VALUE - პრემიუმ სასტუმრო - სასტუმრო თბილისი მარიოტი

საუკეთესო “4 სეზონი”-ს სასტუმრო - Borjomi Likani

საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება - Tbilisi Open Air / AlterVision

საუკეთესო ავიაკომპანია - Lufthansa

საუკეთესო MICE ტურიზმი - ლოპოტა სპა რეზორტი

 


საუკეთესო ღვინის ტურიზმი - მეღვინეობა ხარება & შატო მუხრანი

საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი - ეთნო-წისქვილი

საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო - Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia

 

 

კონცეპტუალური კაფე/რესტორანი - პური გულიანი

საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი - Mountain Freaks - Mountain Travel & Adventure Agency

საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი - Holiday Factory

სოფლის ტურიზმი  - ღვინის ეზო N1

წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო სეგმენტში - Best Western Tbilisi City Center

 


მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti

საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - ქეთი მიქაშავიძე

საუკეთესო ნიშური ტურიზმი - Trails and Wines

საუკეთესო მცირე მეღვინეობა - ბაიას ღვინო

H2OTEL წყლის მდგრადი მართვა- Hostel WhyMe?

პასუხიმგებლიანი ტურიზმი - მარიოტის სასტუმროები თბილისში

საუკეთესო ტრადიციული რეწვა - WHITE Studio

 

ღონისძიება დაესწრო 700-მდე სტუმარი: საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, ბაზრის წამყვანი დეველოპერების, ქვეყნის ძირითადი საწარმოების, მთავრობის წარმომადგენლების, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძირითადი სასტუმროს ოპერატორების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. 


ტრადიციულად დაჯილდოების პროექტის თანაორგანიზატორები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ბანკი იყვნენ.
  
ოფიციალური მხარდამჭერები: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია, საპარტნიორო ფონდი და დაცული ტერტორიების სააგენტო. 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %