ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტები

წარმოგიდგენთ ევროპის საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტებს, რომლებიც პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულებს შორის. ეს ის ადგილებია, რომელთა რეიტინგიც წლიდან წლამდე მყარდება კომპეტენტური ექსპერტებისა და დამსვენებლების შეფასებების წყალობით. 

 

კორტინა, იტალია

 


კორტინა დ`ამპეცო - მდიდარი სპორტული ისტორიითა და არისტოკრატული სულის მქონე იტალიის სათხილამურო კურორტი ალპებში. ზუსტად აქ ჩატარდა VII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1956 წელს. დღეს-დღეობით კორტინას სათხილამურო ტრასები სხვა კურორტების ღირსეული მეტოქეა. ტურისტების უმრავლესობა აქ ჩამოდის არამხოლოდ თხილამურებზე სასრიალოდ, არამედ დროის, განსაკუთრებით ღამის ცხოვრების, სასიანოვნოდ გასატარებლად. თუმცა ვისაც არ იზიდავს სრიალი და ღამის ცხოვრება აქაური რამდენიმე საინტერესო მუზეუმი და ვიწრო ქუჩებში სეირნობა სავსებით დააკმაყოფილებს. 

 

შამონი - ფრანგული ალპების კლასიკა

 


ზუსტად აქ, შამონიში, 1924 წელს ჩატარდა ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები. დღეს-დღობით პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტი იბრძვის ყველაზე ცნობილი სათხილამურო კურორტის სახელისთვის, და კარგად გამოსდის კიდევაც. შამონი მდებარეობს საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, აქტიური დასვენების მოყვარულებს აქ იზიდავს ტრასების მრავალფეროვნება, პატარა სახლების სიმყუდროვე და მუდმივი დღესასწაულის ატმოსფერო. 

ცერმატი, შვეიცარია

 


შვეიცარიის ულამაზესი სათხილამურო კურორტი ცერმატი, ქვეყნის ყველაზე მყუდრო კუთხეში მდებარეობს, ბუნებრივი ღირშესანიშნაობის, მატენჰორნის მთის სიახლოვეს. ადგილი განთქმულია უფრო პროფესიონალური სრიალის მოყვარულებს შორის, დამწყებ მოთხილამურეეს ცოტა გაუჭირდება აქ სრიალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კურორტი საკმაოდ ძვირადღირებულიანი დასვენების ადგილად ითვლება, აქ ყოველთვის უამრავი ხალხია და ზოგჯერ საბაგიროსთან მინიმუმ ნახევარსაათიანი ლოდინიც კი მოგიწევთ. 

კიტცბუელი, ავსტრია

 


ავსტრიის უძველესი სათხილამურო კურორტი კიტცბუელი დამსახურებულად ითვლება „ალპურ მარგალიტად“. 700 საუკუნის ისტორიის მქონე ზამთრის დასასვენებელი ადგილი უამრავი შეჯიბრისა და ჩემპიონატის ადგილი იყო. აქ თხილამურებზე სრიალი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. აქაური ალპური ლანდშაფტები ტურისტებს იზიდავს როგორც ზამთარში ასევე ზაფხულშიც. განვითარებული ინფრასტრუქტურა, სასტუმროების და რესტორნების მრავალფეროვნება იზიდავს როგორც კომფორტის მოყვარებს ასევე ახალგაზრდა, ექსტრემალ დამსვენებლებსაც.

 

გუდაური, საქართველო

 


2014 წელს National Geographic-მა გუდაური ზამთრის დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დაასახელა. გუდაურის ტრასების დიდი შესაძლელობების გამო, სრიალის მოყვარული ტურისტები ალპურ კურორტებს გუდაურს ამჯობინებენ. გუდაური ნებისმიერი დამსვენებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აქაური თოვლის საფარი და ფერდები მოთხილამურეების გარდა, სნოუბროდით მოსრიალეებსაც იდეალურ გარემოს უქმნის. კომფორტი შექმნილია ნებისმიერი ტურისტისთვის: აქ უამრავი სხვადასხვა სიდიდის სასტუმრო, ჰოსტელი და ცალკე აპარტამენტებია.


გაიგე რას გვთავაზობს გუდაური ახალ სეზონზე -  გუდაური.

 

ორე, შვედეთი 


შვედეთის ყველაზე დიდი და განვითარებული სამთო-სათხილამურ კურორტი ორე, ოთხი სოფლისგან შედგება, რომელიც ერთმანთთან ავტობუსის მარშრუტებით არის დაკავშირებული. აქ მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო საბაგირო სისტემა.


საინტერესოა, რომ ორეში სადაც არ უნდა დაბინავდეთ, მთის ფეროდებამდე, საბაგირომდე ადვილად შესაძლებელია მიღწევა. საბაგიროები ისე არის განლაგებული, რომ სრიალი მთელი დღის განმავლობაში, შეუჩერებლად შეგიძლიათ. საინტერესოა, რომ ყველა ტრასით სარგებლობა შეუძლია არა მხოლოდ მოთხილამურეებს, არამედ სნოუბორდით სრიალის მოყვარულებსაც. 

 

რუკა, შვედეთი

 


ფინეთის რუკა (RUKA) განკუთვნილია მათთვის, ვინც თავს კომფორტულად გრძნობს სიცივეში და გაყინვის არ ეშინია, ვინაიდან ზუსტად აქედან იწყება ზღაპრული ლაპლანდია და პოლარული წრეც ძალიან ახლოსაა. აქაური ზამთრის სეზონი ყველაზე ხანგრძლივია, ის იწყება ოქტომბერში და მაისში მთავრდება, თუმცა ბოლო ტრასა ივნისის შუარიცხვებში იხურება. რუკას უპირატესობაში ითვლება ძალიან კომფორტული და მომზადებული ტრასები და ასევე მოხერხებული და სწრაფი საბაგიროები. 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %