ევროპაში პირველად მიემგზავრებით? რა უნდა იცოდეთ გამგზავრებამდე

როდესაც უკვე არაერთხელ ხარ ნამყოფი ევროპაში, ადვილად ხვდები სად როგორ გადაფრინდე, გაისეირნო ფეხით, მანქანით თუ მატარებლით. მაგრამ თუკი პირველად მიემგზავრები საზღვარგარეთ. რა უნდა გაითვალისინო?


დღეს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ პირველი გამგზავრებისას.

 


სანამ იყიდით თვითმფრინავის ბილეთს, ჯერ აუცილებლად შეადარეთ ფასები. კი, რათქმაუნდა, დაბალბიუჯეტური ავიახაზები ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ მთელი რიგი დამატებითი სერვისების წყალობით (ადგილის არჩევა, ბარგის ჩაბარება და ა.შ) შესაძლებელია საკმაოდ სოლიდური თანხა დაგიჯდეთ. ამიტომ ზედმიწევნით გადაამოწმეთ ყველა დამატებითი სერვისი, ყველა ფრენა, გადაჯდომა და აირჩიეთ არამხოლოდ ყველაზე იაფი, არამედ თქვენთვის კომფორტული ვარიანტი.


ახალი ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და პოპულარული შეცდომაა - ყველაფრის ნახვის სურვილი. ერთ დღეში უნდათ ათი მუზეუმის, ისტორიული ძეგლის და ღირშესანიშნაობის ნახვა, რომელიც თან სხვადასხვა უბანში კიარა, სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. პირველი მოგზაურობისას უმჯობესია კონცენტრაცია მოახდინოთ ერთ ან მაქსიმუმ ორ ქალაქზე, წინასწარ დაგეგმოთ მარშრუტები, ლოკაციები, და უბრალოდ სეირნობის და დასვენების საათებიც.

 


თუ გიწევთ ერთი ქალაქიდან ან ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება, გირჩევთ უფრო მატარებელით გადაადგილდეთ,  ვიდრე თვითმფრინავით. პირველ რიგში, არ გიწევს დროის დაკარგვა აეროპორტში ლოდინით, აფრენის და ჩამოფრენის დისკომფორტის განცდით. თან მატარებლით მგზავრობისას დაათვალიერებთ მასპინძელი ქვეყნის ბუნებას და ლამაზ პეიზაჟებს. 


არ უნდა შეშინდეთ და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ევროპაში ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, ამიტომაც არ არის აუცილებელი ტაქსებში ფულის ფლანგვა, უმჯობესია გადაიხადოთ 1-2.5 ევრო (ტარიფი ქვეყანაზეა დამოკიდებული) და მშვიდად წყნარად მიხვიდეთ ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე.  

 


რაც შეეხება მუზეუმებს და სხვა ფასიან ღირშესანიშნაობებს. თუ გაქვთ შესაძლელობა, ბილეთები აუცილებლად იყიდეთ წინასწარ. ევროპაში არსებობს ორი გრძელი რიგი. ერთი ბილეთების სალაროსთან, მეორე უშუალოდ შესასვლელთან. რატომ უნდა დახარჯოთ დრო ორივე რიგში, როდესაც შეგიძლიათ მშვიდად წყნარად იდგეთ უკვე მეორეში?!

 

 

და ბოლოს, ჩვენს ტურისტულ პორტალზე Turebi.Ge ყოველდღე იპოვით ცხელ-ცხელ ტურებს ევროპის მიმართულებით
კარგ დასვენებას გისურვებთ.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %