საახალწლო ღონისძიებები თბილისში

25 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნა. მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბერს 20:00-ზე აინთო.

 


25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ქალაქის მერია ყველა მსურველს პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე ეპატიჟება. ამ პერიოდში აქ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო საბავშვო და გასართობი ღონისძიება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 


ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა-კონცერტზე გეპატიჟებით, სადაც ყველასათვის საყვარელი სატელევიზიო მუსიკალური შოუ „ერთი-ერთში“ ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს. ერთად შევეგებოთ 2020 წლის დადგომას!


ახალი წლის პირველ საღამოს თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარდგება მსმენელის წინაშე.
საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება. საყვარელ მომღერლებთან ერთად აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი - სტეფანე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე და სოფო ნიჟარაძე.

 

ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

 

 

ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;
მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,
აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

 

 

პირველი რესპუბლიკის მოედანი   (25 დეკემბერი - 13 იანვარი)

 

თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 - 20:00 სთ.)


5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

 


მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;
საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“
ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.
იხილეთ: დეტალური პროგრამა 

აღნიშნულ ტერიტორიებზე პიროტექნიკის გაყიდვა-გამოყენება აკრძალულია!!

 

რაც შეეხება გადაადგილების შესაძლებლობას ახალი წლის ღამეს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის სხდომაზე განაცხადა.


კახა კალაძის თქმით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 75 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.


ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.

 


„გარდა ამისა, 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. მეტროპოლიტენი გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %