თურქეთის ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკები

თურქეთში დაახლოებით 43 ოფიციალური ეროვნული პარკია, რომელთა მდიდარი ბუნებრივი მემკვიდრეობა შექმნილი და შენარჩუნებულია მომავალი თაობებისთვის.


ბუნების დაცვის დეპარტამენტსა და ეროვნულ პარკებს ევალებათ ველური ბუნების დაცვა. წყალქვეშა სამყარო, ალპური ტერიტორიები, უძველესი ისტორიული ადგილები - ეს პარკები ლანდშაფტის მრავალფეროვნებას აჩენენ და სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ ღია ცის ქვეშ. 


ეროვნული პარკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფლორისა და ფაუნის იმ წარმომადგელობისთვის, რომლებსაც გადარჩენისთვის შედარებით დიდი და დაუზიანებელი არეალი სჭირდებათ.


თურქეთს აღებული აქვს საერთაშორისო პასუხისმგებლობა გაუფრთხილდეს ამ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველებსა და მცენარეებს.

 

ალადაღლარის ეროვნული პარკი


მდებარეობა: ნიღდე, ადანა, კაისერი
დაარსების თარიღი: 1995
ფართობი: 55 064 ჰა

 


Aladağlar ( „ფერადი მთები“) სამხრეთ თურქეთში მდებარეობს და მოიცავს ტავრის მთებსაც. (Taurus Mountains). 


ნაციონალურ პარკად დაარსდა 1995 წელს და მისი ტერიტორია მოიცავს 55 064 ჰექტარს. ვრცელდება კაისერის პროვინციიდან ადანასამდე.


ეს პარკი ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა: ფერადი პეიზაჟები, უნიკალური მთის მწვერვალები, ციცაბო კლდეები, მაღალი პლატოები, შესანიშნავი კანიონები, ხეობები, გამოქვებულები და ჩანჩქერები.

 

ბეიშეჰირის ტბის ეროვნული პარკი


მდებარეობა: კონია
დაარსების თარიღი: 1993
ფართობი: 86 855 ჰა

 

 

ბეიშეჰირის ტბა მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულში ტავრის მთების დასავლეთ ნაწილში (კონიას პროვინცია, ცენტრალური თურქეთი). ამ ტერიტორიაზე 140 სახეობის მცენარე, 16 სახეობის მტკნარი წყლის თევზი და რამდენიმე სახეობის ფრინველი ბინადრობს. პარკის ფართობია 590 კვ.მეტრი და იდეალურია ლაშქრობისთვის, ტრეკინგისთვის და მთის ველოსიპედებზე სეირნობისთვის. აქ მდებარეობს განთქმული გამოქვაბული პინერგოზუ. ბეიშეჰირის ქალაქში კი ძალიან ბევრი კემპინგი და სასტუმროა.

 

ნემრუტ-დაღის ეროვნული პარკი


მდებარეობა: ადიამანი, მალათია
დაარსების თარიღი: 1988
ფართობი: 13 827 ჰა

 

 

ნემრუტ-დაღი 2000 მ-ზე მეტი სიმაღლეზე მდებარე მთაა, რომლიც ეროვნული პარკის საძირკვლად ითვლება და უდიდესი ისტორიის მატარებელია. ის მიეკუთვნება აღმოსავლეთ ტავრის მთის მწვერვალს. მისი უნიკალურობაა პირველ რიგში იმაში, რომ აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია უძველესი ნაგებობები და ქვის ქანდაკებები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნით თარიღდება. თავისი უდაო კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით, ეს ადგილი შედიდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 

გიორემეს ისტორიული ეროვნული პარკი


მდებარეობა: ნევშეჰირი
დაარსების თარიღი: 1986
ფართობი: 9 614 ჰა

 

 

გიორემეს ნაციონალური პარკი - ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც ბუნების საოცრებები და ისტორიული შედევრები ერთიანდება. განთავსებულია ნევშეჰირის, ურგუპისა და ავანოს ქალაქებს შორის და იკავებს 300კვ. მეტრის ტერიტორიას. აქ ნახავთ საოცარ მიწისქვეშა ქალაქებს, მრავალ კლდოვან წარმონაქმნს, გამოქვაბულის ეკლესიებსა და სამონასტრო ნაგებობებს.


VI- IX საუკუნეებში გიორემე ერთ–ერთ უდიდეს ქრისტიანულ ცენტრად ითვლებოდა, მის მიმდებარე ტერიტორიაზე 400–ზე მეტი ეკლესია იყო განლაგებული.

 

ქიოფრიულიუ კანიონის ეროვნული პარკი


მდებარეობა: ანთალია
დაარსების თარიღი: 1973
ფართობი: 35 719 ჰა

 

 

Köprülü Canyon როგორც ეროვნული პარკი, დაარსდა 1973 წელს. ცნობილია თავისი ველური ბუნებითა და კალმახით, რომლის დაგემოვნება შეგიძლიათ ადგილობრივ რესტორნებში და რომან ოლუკლუს ხიდზე.

 

ბეიდაღლარის ეროვნული პარკი


მდებარეობა: ანტალია
დაარსების თარიღი: 1972
ფართობი: 31 165 ჰა

 

 

34,000 ჰექტარზე გაჭიმული ბეიდაღლარის პარკი მოიცავს ოლიმპოს, ფასელის და იდიროსის უძველეს დასახლებებს, რომლებიც გარშემორტყმულია ველური ბუნებით. ეს წარმოუდგენელი ადგილი მდებარეობს ანტალიიდან (ანთალიიდან) 45 კილომეტრში, ბეიდაღლარის მთასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ზღვის დონიდან 2,365 მ სიმაღლეზე გადის საბაგირო. არქეოლოგიური ძეგლები ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა მთელი წლის განმავლობაში.

 

მუნზურის ხეობის ეროვნული პარკი


მდებარეობა: თუნჯელი
დაარსების თარიღი: 1971
ფართობი: 42 674 ჰა

 

 

მუნზური ყველაზე დიდი და მდიდარი ეროვნული პარკია თურქეთში, რომელიც შეიქმნა ველური ბუნების შესანარჩუნებლად. პარკის ფართობია 420 კვ. კილომეტრი. აქ აღმოჩენილია გეოთერმული წყაროები, რომლებიც მომავალში შეიძლება იყოს გამოყენებული სამკურნალო ან ტექნოლოგიური მიზნით. პარკის ტერიტორიაზე ასევე იპოვით ყინულის ტბებს (1600 მ სიმაღლეზე), კანიონებს, ჩანჩქერებს და მრავალ სხვა საოცარ ადგილს. 


პარკში დაახლოებით 1500 სახეობის მცენარე იზრდება, მათგან 43 სახეობა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ხარობს,  ხოლო 227 სახეობა კი მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

 

დილექის ნახევარკუნძულის - დიდი მენდერესის დელტის ეროვნული პარკი


მდებარეობა: აიდინი
დაარსების თარიღი: 1966
ფართობი: 27 598 ჰა

 

 

Büyük Menderes - თურქეთის ეროვნულია პარკია, რომელიც წარმოუდგენელი ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა: უამრავი ფრინველი, ცხოველი, მცენარე და მდიდარი წყალქვეშა სამყარო. 
ეს არის  ბუნებრივი ნაკრძალი ეგეოსის ზღვის ხედით. პარკმა მსოფლიოს ყველა კუთხის  ფლორა და ფაუნა შეაგროვა აქ მთისა და ტყის უამრავი ბილიკია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ხმელეთითა და ზღვით, ასევე გადაიღოთ სამახსოვრო სურათები ლამაზი პეიზაჟების ფონზე.

 

ულუდაღის ეროვნული პარკი


მდებარეობა: ბურსა
დაარსების თარიღი: 1961
ფართობი: 13 024 ჰა

 

 

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც ზამთრის სპორტისთვის იდეალურია. ულუდაღის მთა 2,000 მეტრზე ადის. წელიწადის თბილ თვეებში მდიდარი ფლორისა და ფაუნის მქონე ეროვნული პარკი შესანიშნავი ადგილია ლაშქრობისა და კემპინგებისთვის.

 

უდაოთ ეს თურქეთის ეროვნული პარკების მხოლოდ ნაწილია, რომელთაგან თითოეული უნიკალური და ლამაზია და ყურადღებას იპყრობს. ამაში დასარწმუნებლად დიდი დრო დაგჭირდებათ. მაგრამ ნუთუ ეს არ არის კიდევ ერთი მიზეზი ამ ქვეყნის მოსანახულებლად?

 

თურქეთის მიმართულებით მრავალფეროვანი ტურების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ტურისტულ პორტალზე Turebi.Ge 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %