გენტი- მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ძალიან, ძალიან წვიმიანი საღამო იყო, ქვაფენილს მიწის სუნი ასდიოდა, როდესაც პირველად მოვხვდი გენტში. ჩვენს ლამის ორ თვიან მოგზაურობაში ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი სანახაობრივად. თავი ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე მეგონა... ქალაქის ცენტში მეთორმეტე საუკუნის შენობები ყველა კუთხეში ისე აღმართულიყო რომ დაგავიწყდებოდათ ახლა რომელ საუკუნეში ცხოვრობთ...

 ბრიუსელიდან ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ მატარებლით მოვხვდით ღiა ცის ქვეშ აღმართულ მუზეუმში.  ქალაქში რომელში მოხვედრასაც არასდროს ინანებ.

გენტი ბელგიაში ორ პატარა მდინარეზე : შელდსა და ლისიზე გაშენებული პატარა ქალაქია. მგზავრობა ბრიუსელიდან გენტამდე  7 ევრო კი დაგვიჯდა, თუმცა კარგი ისაა რომ თავად გენტში ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ფეხით სეირნობისას. მოსახლეობა აქ მრავალფეროვანია, როგორც დავაკვირდით გენტი ახლა ერთგვარ  ლტოლვილთა თავშესაფარსაც წარმოადგენს. უამრავ სირიელსა თუ თურქს შეხვდებით, მოშრდებით თუ არა ცენტრს ყველგან შეხვდებით მათ სავაჭრო ობიექტებს.

ქალაქში ტრამვაი დადის, მდინარეებში კი პატარა ნავები და კაიაკები დაცურავენ. ძალიან გვინდოდა კაიაკით გასეირნება მაგრამ საკმაოდ გვიანი იყო მეორე დღეს კი წვიმიანი ამინდი დაგვემთხვა, გირჩევთ თქვენ არ გაუშვათ ეგ შანსი ხელიდან.

ქალაქში სანახავი უამრავი შუასაუკუნის ძეგლია თუმცა ყველა მათგანი ფასიანია დასათვალიერებლად. ცენტრშივეა მოქცეული  X საუკუნის ციხესიმაგრე,Gravensteen castle რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი ციხესიმაგრეა რაც კი ცხოვრებაში მინახავს, წმინდა ბრავოს კათედრალი , წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელთანაც კვირაობით წიგნის ბაზრობა იმართება.

ქალაქში კვება საკმაოდ ძვირია თუმცა გირჩევთ ბინის დაჯავშნისას ისეთი აირჩიოთ სადაც სახლშიც შეძლებთ რაიმეს მომზადებას. ამ შემთხვევაში კვება გავილებით იაფი დაგიჯდებათ.

Airbnb -ის საშვალებით საკმაოდ კარგი ბინის შოვნა შეგიძლიათ ბელგიისთვის ბიუჯეტურ  თანხაში.  პირდად ჩვენ ერთ სირიელ ლტოლვილთან ვცხოვრობდით. აჰმედთან. ძალაინ კარგი ადამიანი იყო. საღამოს მოგვისვა მაგიდასთან და მოგვიყვა როგორ ენატრება სამშობლო, ბელგიის როგორი მადლობელია რომ შეიფარა და უსაფრთხო თავშესაფარი მისცა მაგრამ ალაჰს იფიცებდა ომი რომ დასრულდეს დღესვე ჩემს მიწაზე დავბრუნდები. იქ სადაც ყოველთვის მზეა, სითბო, ხეივანში ხილის სუნი ტრიალებს და მიწასც კი გემო აქვსო... ბელგიის წვიმებს ვერ შევეჩვიე, აქ კარგია, ხალხიც კარგად მექცევა მაგრამ სახლი მენატრებაო... მე რომ აქ წამოვედი ჩემი საყვარელი ქალი მაშინვე სხვას მიათხოვეს და ოთხი წელია უკვე ამაზე დარდი ყოველ დილას გულშეკუმშულს მაღვიძებსო... ბევრი რამ ჰქონდა აჰმედს გადატანილი. სტუმრებს ისე გვექცეოდა თითქოს მისთვის შესაძლებლობა ვიყავით სამყაროში სიკეთის თავისი წილი გადაეხადა. ბევრი სევდიანი ისტორია მოგვიყვა აჰმედმა იმ საღამოს, ბოლოს კი ხელი ჩაიქნია, კეთილი ადამიანის ღიმილით გაიღმა და თქვა:

„ რას ვიზავთ, ქარი ყოველთვის იქით არ ქრის საითაც გემებს სურთო.“  - აი ასეთი საინტერესო ადამიანები შეიძლება შეგხვდეთ გენტში ცხოვრებისას.

კიდევ ერთ რამ რამაც გამახალისა გენტში  მუზეუმივით შენობებში გახსნილი მაღაზიებია და კვების ობიექტებია. არასდროს აქამდე ასეთი ლამაზი მაგდონალდსი არ მინახავს,  ულამაზეს შენობაში ვიჯექი მეათე საუკუნის ქალაქს გავყურებდი წვიმიან ამინდში და ორ ევრონახევრიან ჰამბურგერს ვილუკმებოდი. არასდროს მე-15-ე საუკუნის შენობაში არ მივაჭრია ბრენდულ მაღაზიაში.  მაგრამ გენტმა ეგ ყველაფერი მომცა, ძველი და ახალი ასე სასიამოვნოდ მგონი ჯერ ასად მინახავს შერწყმულიყო.

დაათვალიერეთ ქალაქი ღამით, ეს სრულიად სხვა განწყობას შეგიქმნით, მის ქუჩებსა და ხიდებზე სეირნობისას თავი ჰარი პოტერის სამყაროში გეგონებათ. საუცხოო განცდას გიქმნით იმის წარმოდგენა თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები საუკუნეების წინ ისეთ მშვენიერ შენობებში რომლებიც დღესაც დანახვისთანავე  სუნთქვას გვიკრავს.  მთლიანი ქალაქი წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %