1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები ეტაპობრივად აღდგება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულარული ავიარეისები აღდგება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. არსებულ რეგულარულ ფრენებს (მიუნხენი,რიგა,პარიზი) დაემატა შემდეგი მიმართულებები თბილისის აეროპორტიდან: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღდგება შემდეგი მიმართულებით: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ამა წლის 4 ოქტომბრიდან საერთაშორისო რეგულარული ფრენა რიგის მიმართულებით აღდგა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %