როგორ აღნიშნავენ ჰელოუინს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ჰელოუინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, რომლის ისტორიაც წარმართული დროიდან იწყება. მაგრამ დღეს მას უფრო მეტი ხალხი აღნიშნავს, ვიდრე ოდესმე. არსებობს მარტივი მიზეზი: ეს არის უწყინარი გართობა და შესაძლებლობა გამოეწყოთ საყვარელი პერსონაჟის კოსტუმში.

ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება, დედამიწის არაერთ წერტილში. მოდით, გადავხედოთ მათ შორის რამდენიმე ქვეყანას. 

ირლანდია

ცნობილია, რომ ჰელოუინი ირლანდიაში წარმოიშვა და ისევე პომპეზურად აღინიშნება, როგორც აშშ-ში. გარეუბნებში მოსახლეობა უზარმაზარ კოცონს ანთებს, ბავშვები კოსტუმებში გამოეწყობიან და კარდაკარ დაივლიან ტკბილეულობის შესაგროვებლად. ზრდასრულები სხვადასხვა თამაშებს თამაშობენ და წვეულებებს აწყობენ.

მექსიკა

მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში, 2 ნოემბერს ‘’ყველა სულის’’ დღეს აღნიშნავენ, რომლის ზეიმობასაც 31 ოქტომვერს იწყებენ. დღესასწაული გარდაცვლილთა სულებს მიაგებს პატივს, რომლებიც, ლეგენდის მიხედვით ამ დღეებში დედამიწაზე ბრუნდებიან.

ჩინეთი

‘’მშიერი მოჩვენების ფესტივალი’’-ამ სახელით აღინიშნება დღესასწაული მთელი თვის განმავლობაში, თუმცა ოქტომბრის მაგივრად აგვისტო-სექტემბერში, მათი მთვარის კალენდრის მიხედვით.

აშშ

ამერიკაში ჰელოუინი მე-19 საუკუნემდე არ აღინიშნებოდა, სანამ შოტლანდიელმა და ირლანდიელმა იმიგრანტებმა არ შემოიტანეს დღესასწაულის ტრადიცია. დღეს, შტატებში, იმდენად აქტიურად აღნიშნავენ ამ დღეს, რომ ბევრს ადამიანს ალბათ, წარმოშობის ადგილიც კი ჰგონია. უამრავი ადამიანი კოსტუმში გამოეწყობა, გოგრას სხვადასხვა ფორმას აძლევს და ბავშვები აქაც კარდაკარ აგროვებენ ტკბილეულს სიტყვებით ‘’Trick or Treat’’.

იტალია

იტალიასა და სხვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღეა. აღნიშვნა რამდენიმე დღით ადრე იწყება. ადამიანები ქრიზანთემებს ტოვებენ საყვარელი ადამიანების საფლავებზე, ისევე როგორც სრულიად უცნობის. ამ დროს მთელი ქვეყანა ჭრელდება. მზის ჩასვლისას ფანჯრებთან წითელ სანთლებს ანთებენ და მაგიდასთან ერთ ზედმეტ სკამს ტოვებენ, იმ იმედით, რომ მათ სადილს სულები დაესწრებიან.

საქართველო

საქართველოსთვის წარმართული რიტუალები უცნობი არაა, უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს ქვეყნის თითოეულ რეგიონში. ბერიკაობა, ჭიაკოკონობა, ლამპრობა, ახალი წლის რიტუალები. დღევანდელმა ახალგაზრდობამ ჰელოუინი მარტივად მიიღო და დღეს ის ერთ-ერთ გასართობ დღედ ითვლება, სადაც საშიშ ან უბრალოდ საყვარელი პერსონაჟის კოსტუმში გამოეწყობიან და წვეულებებს ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %