ციფრული მუზეუმი-“Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე“ უახლოესი გამოფენები

ციფრული მუზეუმის უახლოესი გამოფენების განრიგი შემდეგნაირია:

„გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენა“ - სადაც 60 -მდე გაცოცხლებული ნახატია წარმოდგენილი, კლასიკური მუსიკის თანმხლებით.

გამოფენის დრო: ყოველ სამშაბათს.

„სხვა სამყარო“ - გრაფიკული ნამუშევრებისა და გალაქტიკაში მოგზაურობის გამოფენა

გამოფენის დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი

„ქართული ოთახი“ - აქ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები: „ხმელი წიფელი“- ს ეკრანიზაციაა წამრმოდგენილი  ფილმი გახმოვანებულია Dolby Digital 5.1 ტექნოლოგიით, ჩვენება კი მიმდინარეობს Screen  - X- სტანდარტით.

„ჩირაღდნების სამყარო“ - სარკეებში არეკლილი უამრავი მოციმციმე კრისტალები, ქმნის უსასრულობის ილუზიას.  

„წყალქვეშა სამყარო“ - ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა.

ქვეყანაში არსებული პოსტ-პანდემიური სიტუაციის გამო მუზეუმის სამუშაო გრაფიკი შემდეგნაირია: სალარო იმუშავებს - 7:30 სთ-მდე, ხოლო მუზეუმი დაიკეტება - 8:30 - ზე.

ციფრული მუზეუმი -  “Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე“ - პირველი ციფრული ხელოვნების მუზეუმია მთელს კავკასიაში, რომელიც 2019 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს ყოველ დღე 11:00-დან 21:00-მდე, მუზეუმში არ არის შეზღუდული ასაკი, დაიშვებიან როგორც ზრდასრულები ასევე ბავშვები.

ფასები და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %