ინოვაციური პროექტი ვერტმფრენიდან პარაშუტით ხტომა საქართველოში უკვე შესაძლებელია .

თუ ხართ ექსტრემალური სპორტის მოყვარული, მაშინ ეს პროექტი განსაკუთრებით თქვენ აგაღფრთოვანებთ, აქამდე ჯერ არარსებული პარაშუტით ვერტმფრენიდან ხტომა - SKY Diving უკვე საქართველოშიც შესაძლებელია, რომელიც ნატახტარის აეროდრომიდან ხორციელდება.  პროექტის ავტორი ირაკლი ქიქაიძე გახლავთ, მისი თქმით იდეა 2020 წლის დასაწყისში დაიბადა, ხოლო სრულყოფაში ნოემბრის თვეში მოვიდა და პირველი ფრენა 22 რიცხვში განხორციელდა.

მართალია ამ ეტაპზე მხოლოდ ნატახტარის აეროდრომიდან ხორციელდება ხტომები, თუმცა იგეგმება ზამთრის სეზონზე გუდაური-ყაზბეგის ტერიტორიიდან დაშვებაც. მის მიუხედავად, რომ კომპანიას არ აქვს სარეკლამო ბიუჯეტი, მან მაინც მოახერხა და უკვე ასეულობით ადამიანი დააინტერესა.

პარაშუტით ვერტმფრენიდან გადახტომა 450 $ შეადგენს, ღირებულება მოიცავს საავიაციო გადასახადს, უცხოელი ინსტრუქტორის ჩამოყვანის ხარჯებს, რომელიც უკრაინიდანაა მოწვეული და ერთ-ერთ უდიდეს პროფესიონალად ითვლება ამ საქმეში. სამომავლოდ იგეგმება ფასების კლებაც.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტი აქტიურად უწყობს ხელს შიდა ტურიზმის განვითარებას საქართველოს მაშტაბით და უცხოელი ტურისტების დაინტერესებას არა მხოლოდ კულტურული და ბუნებრივი რესურსებით არამდე, ექსტრემალური სპორტის არსებობითაც.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %